M.T.A. Mountain Trails Agency

Directions Website Contact the organization

M.T.A. Mountain Trails Agency Ltd M.T.A. Mountain Trails Agency is a state company managing and developing ski areas of Georgia

Mountain Trails Agency • მთის ტრასების სააგენტო საქართველოს სამთო კურორტების – გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის სპორტულ-რეკრეაციულ არეალებს მართავს. კომპანიის ძირითადი ფუნქცია სათხილამურო ტრასების მოწყობა და მართვაა.

Mountain Trails Agency is a state company managing ski areas at Georgian ski resorts: Bakuriani, Gudauri, Goderdzi and Mestia. Arrangements and management of ski lifts and slopes are the main functions of the company.

26/09/2026
22/09/2026

რა სიახლეებით შეხვდება გუდაური 2026-2027 წლის ზამთრის სეზონს - კურორტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, მთის ტრასების სააგენტო ახალ ციფრულ სერვისებსაც ნერგავს.

ზამთრის სეზონზე სატესტო რეჟიმში ამოქმედდება მთის კურორტების ერთიანი, ცენტრალიზებული ციფრული პლატფორმები - ახალი ოფიციალური ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია.

გუდაურში მიმდინარე პროექტებზე, ახალ ციფრულ სერვისებსა და ზამთრის სეზონისთვის დაგეგმილ სიახლეებზე მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ ისაუბრა.

2026-2027 წლის ზამთრის სეზონს გუდაური განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება: სათხილამურო ტრასები - „სოლიკო“ და „კიკილო“ ხ...
18/09/2026

2026-2027 წლის ზამთრის სეზონს გუდაური განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება:

სათხილამურო ტრასები - „სოლიკო“ და „კიკილო“ ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღიჭურვება, ჯამურად, 7 500 მეტრ სიგრძეზე.

ამორტიზებული „ხადასა“ და „სნოუპარკის“ საბაგიროების დემონტაჟი მოხდება. მათ ნაცვლად „სნოუპარკის“ არეალში დამონტაჟდება ბიგელის ტიპის ორი ახალი საბაგირო, საერთო სიგრძით 1 400 მეტრი და 200-მეტრიანი გადახურული მოძრავი ხალიჩა.

კურორტს ასევე დაემატება ორი ახალი ტრასა - „ტატრა 3“ და „კობი 3“, რომელთა საერთო სიგრძე 6 კილომეტრია. შედეგად, გუდაურის სასრიალო არეალის ჯამური სიგრძე 86 კილომეტრამდე გაიზრდება.

„ახალი გუდაურას“ ტრასა აღიჭურვება ღამის განათებით, რაც ღამის სრიალის შესაძლებლობებს გაზრდის.

ინფრასტრუქტურული პროექტები 2026 წლის დეკემბრის თვეში დასრულდება.
___

For the 2026–2027 winter season, Gudauri will welcome visitors with upgraded infrastructure:

The Soliko and Kikilo ski slopes will be equipped with artificial snowmaking systems covering a total length of 7,500 meters.

The outdated Khada and Snowpark ski lifts will be dismantled. In their place, the Snowpark area will feature two new T-bars, with a combined length of 1,400 meters, along with a 200-meter covered magic carpet.

The resort will also add two new ski runs - Tatra 3 and Kobi 3 - with a combined length of 6 kilometers. As a result, the total length of Gudauri’s skiable terrain will increase to 86 kilometers.

The New Goodaura slope will be equipped with night lighting, expanding opportunities for night skiing.

The infrastructure projects are scheduled to be completed in December 2026.

11/09/2026

2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის მთის ტრასების სააგენტო (MTA) გუდაურში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს: გათოვლიანების სისტემა, ორი ახალი, ბიგელის ტიპის საბაგირო და მოძრავი ხალიჩა, ახალი ტრასები და ღამის განათება.

სიახლეებია ციფრული მიმართულებითაც. ზამთრის სათხილამურო სეზონისთვის სატესტო რეჟიმში ამუშავდება განახლებული ვებგვერდი და იქმნება აპლიკაცია. დეტალებზე მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ ისაუბრა.

ბაკურიანსა და გუდაურში საშეჯიბრო ტრასების ინსპექტირება ჩატარდა. კურორტებს საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაც...
03/09/2026

ბაკურიანსა და გუდაურში საშეჯიბრო ტრასების ინსპექტირება ჩატარდა. კურორტებს საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) წარმომადგენლები და ევროპის თასის მიმართულების კოორდინატორები ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს და შეაფასეს საშეჯიბრო ტრასები, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების სისტემები და ლოგისტიკური შესაძლებლობები - მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა და საქართველოს სამომავლო მზაობა სხვადასხვა საერთაშორისო სამთო-სათხილამურო შეჯიბრების მასპინძლობისთვის.

ინსპექტირებაში მონაწილეობდნენ მთის ტრასების სააგენტოსა (MTA) და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის (GSF) წარმომადგენლები.

26/08/2026

"მზესთან უფრო ახლოს | აჭარული გემოები" – 22 აგვისტოს, გოდერძის ალპურ მდელოზე, აჭარის მთების სილამაზის, გასტრონომიისა და ახალი შეგრძნებების აღმოსაჩენად, უამრავ სტუმარს ვუმასპინძლეთ ☀🎶

ღონისძიების მასპინძლები: M.T.A. x Visa x Ambassadori Goderdzi Hotel
___

“Closer to the Sun | Adjarian Flavors” – On August 22, we welcomed numerous guests to Goderdzi’s alpine meadows for a day of discovering the beauty of the Adjara mountains, local gastronomy, and new experiences ☀️🎶

Event hosts: M.T.A Goderdzi x Visa x Ambassadori Goderdzi Hotel

23/08/2026

კურორტ გოდერძიზე ზაფხულის სეზონისადმი მიძღვნილი ღონისძიება „მზესთან უფრო ახლოს - აჭარული გემოები“ გაიმართა, რის შესახებაც მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დარსალიამ ისაუბრა

07/08/2026

2026-27 წლის ზამთრის სასრიალო სეზონს გუდაური ახალი ინფრასტრუქტურით შეხვდება 🚠❄️

დაგეგმილი პროექტების შესახებ, მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დარსალიამ, Rustavi 2 • რუსთავი 2-ის სიუჟეტში ისაუბრა

Address

Tbilisi
0171

Opening Hours

Monday 10:00 - 06:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when M.T.A. Mountain Trails Agency posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to M.T.A. Mountain Trails Agency:

Shortcuts

Share