სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ოფიციალური გვერდი

✅ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აზიის მეცნიერებათა აკადემიას შორის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის...
04/09/2026

✅ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აზიის მეცნიერებათა აკადემიას შორის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

🔸 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აზიის მეცნიერებათა აკადემიას შორის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ელჩინ ხალილოვმა.

🔸 მემორანდუმის ხელმოწერისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვის მიზნით, ჯიღაურას ბაზაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი და ცენტრის სამეცნიერო ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

🔸 მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეებს შორის ორმხრივად სასარგებლო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებას, მკვლევრებისა და დოქტორანტების გაცვლას, სამეცნიერო ინფორმაციის, პუბლიკაციებისა და მონაცემების გაზიარებას, ასევე ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებას.

🔸 განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა „ჰიდრო-ბიო-ინტელექტუალური MagVortex ტექნოლოგიის“ საქართველოში ერთობლივ გამოცდასა და კვლევას, რომლის გამოყენებაც სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიის სფეროებშია გათვალისწინებული.

👤 „ვფიქრობ, აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვანია, რადგან იგი მიმართულია ინოვაციების ტრანსფერისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვისკენ, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს ჩინეთში. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, სადაც აღნიშნული ინოვაციური პროექტის განხორციელება დაიწყება“, - აღნიშნა აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა და ZEOMAG ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ელჩინ ხალილოვმა.

🔸 შეხვედრის ფარგლებში, ელჩინ ხალილოვმა MagVortex-ის ტექნოლოგიის შესახებ პრეზენტაცია გამართა, სადაც ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობები, ტექნიკური მახასიათებლები და პოტენციალი წარმოადგინა.

🔸 მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, ერთობლივი კვლევისა და ტესტირების მიზნით, MagVortex-ის მოწყობილობები გადაეცა. მოწყობილობები წყლის სამგანზომილებიან მაგნიტურ ველში დამუშავებისთვის გამოიყენება და აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელებისას მათი გამოყენება ხელს უწყობს მცენარის ზრდა-განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, მოსავლიანობის ზრდასა და დაავადებების გავრცელების რისკის შემცირებას.

👤 „უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება. მოხარული ვართ, რომ საქართველოში ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიის კვლევისა და დანერგვის შესაძლებლობა გვეძლევა. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასა და სოფლის მეურნეობის სფეროში მათი გამოყენების შესაძლებლობების შესწავლას“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.
__________________________

✅ The Memorandum of Understanding has been signed between the Scientific-Research Center of Agriculture and the Asian Academy of Sciences

🔸 The Memorandum of Understanding has been formed between the Scientific-Research Center of Agriculture and the Asian Academy of Sciences (AASc). The document was signed by Levan Ujmajuridze, Director of the Scientific-Research Center, and Elchin Khalilov, President of the Asian Academy of Sciences.
🔸 To sign the memorandum and discuss future cooperation, a meeting was held at the Jighaura base. The event was attended by Solomon Pavliashvili, Deputy Minister of Environmental Protection and Agriculture of Georgia; representatives from the Georgian National Academy of Sciences; Nodar Khatiashvili, Deputy Director of the Scientific-Research Center of Agriculture; and the heads of the center's scientific divisions.
🔸 The memorandum aims to deepen mutually beneficial scientific cooperation between the parties. This includes conducting joint research, exchanging scholars and PhD students, sharing data, publications, and academic information, as well as co-organizing events.
🔸 Special emphasis will be placed on the joint testing and research of the "Hydro-Bio-Intellectual MagVortex Technology" in Georgia, which is intended for application in the agricultural and ecological sectors.
👤 "I believe this step is significant, as it focuses on technology transfer and the implementation of new innovations that are actively used in China. Georgia will be among the very first countries to launch this innovative project," stated Elchin Khalilov, President of the Asian Academy of Sciences and Head of the ZEOMAG Laboratory.
🔸 During the meeting, Elchin Khalilov delivered a presentation on the MagVortex technology on its capabilities, technical specifications, and overall potential.
🔸 As part of the cooperation outlined in the memorandum, MagVortex devices were provided to the Scientific-Research Center of Agriculture for joint research and testing. These devices treat water within a three-dimensional magnetic field, and their application in agrotechnical operations helps create optimal conditions for plant growth, increase crop yields, and reduce the risk of disease transmission.
👤 "The strengthening of international scientific cooperation and knowledge-sharing is of paramount importance. We are delighted to have the opportunity to implement this innovative technology in Georgia. This partnership will foster the development of modern systems and allow us to thoroughly evaluate their application in agriculture," stated Levan Ujmajuridze.

#სამეცნიეროკვლევითიცენტრი
#სოფლისმეურნეობა2026

📣✅ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდასსიპ სოფლის მე...
02/09/2026

📣✅ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სტაჟირების გავლას 8 სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს.

პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, სოფლის მეურნეობისა და აგრარული მეცნიერების მიმართულებით მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და გაეცნონ კვლევით საქმიანობას.

სტაჟირება ცხადდება შემდეგ 8 მიმართულებაზე:
🔸 ბიოაგროწარმოების სამსახურის სტაჟიორი;
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102620?active=1

🔸 მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის სტაჟიორი;
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102619?active=1

🔸 მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევის სამსახურის სტაჟიორი;
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102618?active=1

🔸 ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის სტაჟიორი;
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102608?active=1

🔸 მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის სტაჟიორი;
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102604?active=1

🔸 სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის სტაჟიორი;
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102600?active=1

🔸 სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის სტაჟიორი;
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102599?active=1

🔸 მეცხოველეობისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის სტაჟიორი.
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/102595?active=1

📅 განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 10 სექტემბერი, 2026 წელი.

📌 სტაჟირების პერიოდი: 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

28/08/2026
✅ ვიცოდეთ მავნებლები, დაავადებები და მათთან ბრძოლის შესაძლებლობებივაზის ნაცარი (Uncinula necator) ჭრაქის შემდეგ ვაზის ერ...
26/08/2026

✅ ვიცოდეთ მავნებლები, დაავადებები და მათთან ბრძოლის შესაძლებლობები

ვაზის ნაცარი (Uncinula necator) ჭრაქის შემდეგ ვაზის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც აზიანებს ვაზის თითქმის ყველა მიწისზედა ორგანოს — ფოთლებს, ერთწლიან რქებს, ყვავილედებს, მტევნებსა და მარცვლებს.

🔸 დაავადების პირველი ნიშნები, ძირითადად, ფოთლებზე ჩნდება. ფოთლის ზედაპირზე ვითარდება მცირე ზომის ნაცრისფერი ფიფქით დაფარული ლაქები, რომლებიც თანდათან ფართოვდება და შესაძლოა მთლიანად დაფაროს ფოთლის ფირფიტა. ძლიერ დაზიანებული ახალგაზრდა ფოთლები აღარ იზრდება, იჭმუჭნება და ცვივა.

🔸 ერთწლიან რქებზე თავდაპირველად ნაცრისფერი, მოგვიანებით კი მოყავისფრო ლაქები ვითარდება. განსაკუთრებით საყურადღებოა დაავადების განვითარება მტევნებსა და მარცვლებზე. მარცვალი ძირითადად ავადდება გამონასკვიდან შეთვალებამდე. მასზე ჩნდება მოთეთრო-მონაცრისფრო სქელი ფიფქი, რის შედეგადაც მარცვლის კანი სკდება და შესაძლოა წიპწებიც გამოჩნდეს. წვიმიან ამინდში დაზიანებულ მარცვლებზე სიდამპლის გამომწვევი სოკოები სახლდებიან. ძლიერ დაზიანებული მტევნები სრულფასოვნად ვერ მწიფდება, რაც მოსავლისა და მისი ხარისხის შემცირებას იწვევს.

‼ ნაცრის განვითარებისთვის ხელსაყრელია დაახლოებით 25°C ტემპერატურა და 60–70%-იანი ფარდობითი ტენიანობა. მაღალი ტემპერატურის პირობებში დაავადების განვითარება ფერხდება.

📌 ნაცრის წინააღმდეგ ქიმიური ღონისძიებები უნდა ჩატარდეს ვაზის ფენოლოგიური ფაზებისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით. ძირითადად გამოიყენება გოგირდის შემცველი პრეპარატები, ასევე ტებუკონაზოლის, პენკონაზოლის, დიფენოკონაზოლის, პროპიკონაზოლის, სპიროქსამინის, ტრიფლოქსისტრობინის, პროკვინაზიდის, კრეზოქსიმ-მეთილის, ბოსკალიდის, ციფლუფენამიდისა და სხვა მოქმედი ნივთიერებების შემცველი ფუნგიციდები.

‼ გოგირდის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას მნიშვნელოვანია ტემპერატურის გათვალისწინება. შესხურება რეკომენდებულია დილით ან საღამოს, რათა მაღალი ტემპერატურის პირობებში თავიდან იქნას აცილებული მცენარის ფიტოტოქსიკურობა.

#სოფლისმეურნეობა2026
#სამეცნიეროკვლევითიცენტრი

✅გერმანელი ღვინის პროფესიონალები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს გაეცნენ🔸 გარე...
19/08/2026

✅გერმანელი ღვინის პროფესიონალები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს გაეცნენ

🔸 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ბადენის მეღვინეთა დელეგაცია ეწვია, რომელსაც გერმანელ ორგანულ მევენახე-მეღვინეთა ასოციაციის ECOVIN-ის წარმომადგენელი, პაულინ კიოპფერი ხელმძღვანელობდა.
🔸 სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, დელეგაციის წევრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და თანამედროვე მიდგომები, ასევე მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში განხორციელებული სამეცნიერო და საერთაშორისო პროექტები გააცნო.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორგანული და მდგრადი მევენახეობის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
🔸 ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ჯიღაურას ბაზაზე არსებული სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და ქართული იშვიათი ვაზის ჯიშების ამპელოგრაფიული კოლექცია დაათვალიერეს. დელეგაციის წევრები გაეცნენ ქართული ვაზის იშვიათ და უნიკალურ ჯიშებს, მათი შესწავლისა და შენარჩუნების მიმართულებებს.
სტუმრებმა მოინახულეს ვაზისა და ღვინის მუზეუმი, სადაც ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ექსპონატებია წარმოდგენილი.
🔸 ვიზიტის დასასრულს გაიმართა ჯიღაურას ბაზაზე გაშენებული იშვიათი ვაზის ჯიშებისგან წარმოებული ღვინოების დეგუსტაცია, რომელსაც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსი, დავით ჩიჩუა, ხელმძღვანელობდა.

#სამეცნიეროკვლევითიცენტრი
____________________

✅ German W**e Professionals Learn About Ongoing Scientific Research at Jighaura Base
🔸 A delegation from ECOVIN (the German Association of Organic Viticulture) in Baden, led by Paulin Koepfer, visited the Jighaura Base of the Scientific-Research Center of Agriculture, an LEPL of the Ministry of Environmental Protection and Agriculture.
🔸 The director of the Scientific-Research Center, Levan Ujmajuridze, introduced the delegation members to the center’s main areas of work and modern approaches, as well as international scientific projects in the fields of viticulture and winemaking.
During the meeting, particular emphasis was placed on sharing experience in organic and sustainable viticulture and exploring prospects for future cooperation
🔸 Within the scope of the visit, the guests toured the scientific infrastructure and the ampelographic collection of rare Georgian grape varieties at the Jighaura base. Delegation members were introduced to rare and unique Georgian vine varieties, as well as the ongoing efforts in their research and preservation.
The guests also toured the Vine and W**e Museum, which showcases exhibits reflecting the history, traditions, and cultural heritage of Georgian viticulture and winemaking.
🔸 The visit concluded with a tasting of wines produced from the rare grape varieties cultivated at the Jighaura base, led by Davit Chichua, Head of the Viticulture and W**emaking Research Department.

✅ ვიცოდეთ მავნებლები, დაავადებები და მათთან ბრძოლის შესაძლებლობებივაზის ჭრაქი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული და სა...
17/08/2026

✅ ვიცოდეთ მავნებლები, დაავადებები და მათთან ბრძოლის შესაძლებლობები

ვაზის ჭრაქი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული და საშიში დაავადებაა, რომელსაც ვენახებში მოსავლის მნიშვნელოვანი დანაკარგების გამოწვევა შეუძლია. დაავადება აზიანებს ვაზის თითქმის ყველა მწვანე ორგანოს — ფოთლებს, ყლორტებს, თანაყვავილედებს, ყვავილედებს, მტევნებსა და ულვაშებს.

🔸 დაავადების პირველი ნიშნები, ძირითადად, ახალგაზრდა ფოთლებზე ვლინდება. ფოთლის ზედა მხარეს ჩნდება სხვადასხვა ზომის, ზეთისმაგვარი, ოდნავ პრიალა, მოყვითალო-მომწვანო ფერის ლაქები. დაავადების განვითარებისათვის ხელსაყრელი, განსაკუთრებით ნესტიანი ამინდის პირობებში, ფოთლის ქვედა მხარეს დაზიანებულ უბნებზე წარმოიქმნება თეთრი, ფქვილისებრი ფიფქი. ეს არის სოკოს სპორების წარმომქმნელი ორგანოები, რომელთა საშუალებითაც ინფექცია ვრცელდება. ამ ადგილზე თანდათანობით იწყება ნეკროზი, რომელიც სულ უფრო ფართოვდება, ყავისფერი ხდება და ბოლოს იწვევს მთელი ფოთლის გახმობას.

🔸განსაკუთრებით საშიშია ჭრაქის განვითარება ვაზის ყვავილობის პერიოდში. ამ დროს დაავადებამ შესაძლოა დააზიანოს ყვავილედები და მნიშვნელოვნად შეამციროს მოსავალი. დაზიანებული ყვავილედები ყვითლდება, ხმება და შესაძლოა მთლიანად ჩამოცვივდეს. პატარა მურა ლაქებით დაფარული ყლორტი შემდგომში ნორმალურად არ ვითარდება, სუსტდება და ადვილად იმტვრევა.

‼ ჭრაქის განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული ამინდისა და ტენიანობის პირობებთან. დაავადების გავრცელებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია ხშირი წვიმები, მაღალი ჰაერის ტენიანობა და დაახლოებით 20–25°C ტემპერატურა. წვიმის წყლის შხეფები ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას, დაავადება ვრცელდება ფოთლებზე და გახსნილი ბაგეებიდან მცენარეში იჭრება.

📌 ჭრაქთან ბრძოლის ქიმიური ღონისძიებები უნდა ჩატარდეს ფენოლოგიური ფაზების მიხედვით, კლიმატური პირობების გათვალისწინებით და ფენოკალენდარული სქემების გამოყენებით. ძირითადად გამოიყენება შემდეგი მოქმედი ნივთიერების შემცველი ფუნგიციდები: სპილენძის ჰიდროქსიდი, სპილენძის ქლორჟანგი, ფლუაზინამი, ციმოქსანილი, ფამოქსადონი, ქლოროტანოლინი, მანდიპროპამიდი, მეფენოქსამი, პროპინები, მეთირამი, დიმეტომორფი, დითიანონი, იპროვალიკარბი და სხვა.

#სოფლისმეურნეობა2026
#სამეცნიეროკვლევითიცენტრი

17/08/2026
12/08/2026

🍎 რა არის ხილის ფარდა, ე.წ 2D ბაღი ?
2D ბაღის მახასიათებლებსა და თავისებურებებზე მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსი ზვიად ბობოქაშვილი საუბრობს.

#სოფლისმეურნეობა2026
#სამეცნიეროკვლევითიცენტრი
#ჯიღაურასბაზა

✅ ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობა დაიწყო 🔸 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით,...
12/08/2026

✅ ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობა დაიწყო

🔸 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობა დაიწყო.

🔸 ეროვნული გენეტიკური ბანკის შექმნა საქართველოში მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვისა და შენარჩუნების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

🔸 საქართველო აგრობიომრავალფეროვნებით მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა და ქართული ვაზი, ხორბალი, ხეხილი და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები უნიკალურ გენეტიკურ რესურსს წარმოადგენს, რომლის დაცვა კლიმატის ცვლილებისა და გლობალური სასურსათო გამოწვევების პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

🔸 ეროვნული გენეტიკური ბანკი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა იქნება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ქართული და მსოფლიო მნიშვნელობის მცენარეთა გენეტიკური რესურსების საშუალო და გრძელვადიანი შენახვა, კონსერვაცია და კვლევა.

🔸 პროექტი მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის შესაძლებლობებს აგრობიომრავალფეროვნების დაცვისა და სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს პოზიციას მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციის საერთაშორისო ქსელში.

#სამეცნიეროკვლევითიცენტრი

✅ მევენახეობაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა🔸 სოფლის მეურნეობის სამეცნიერ...
10/08/2026

✅ მევენახეობაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

🔸 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივითა და კომპანია SST-ის (Sensors & Smart Technologies) მხარდაჭერით, მევენახეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „აგრომეტეოროლოგიური სადგურებისა და სენსორების გამოყენება ვაზის პირველად წარმოებაში“ გაიმართა.
🔸 შეხვედრის მიზანი მევენახეებისთვის ვენახებში კლიმატური და გარემოს მონიტორინგის თანამედროვე ტექნოლოგიების, მათი გამოყენების შესაძლებლობებისა და პრაქტიკული მნიშვნელობის გაცნობა იყო.
მევენახეებს აგრომეტეოროლოგიური სადგურებისა და სენსორების გამოყენების შესაძლებლობები გააცნეს. ყურადღება გამახვილდა ვაზის დაავადებებისა და მავნებლების რისკების პროგნოზირებაზე, ფიტოსანიტარული ღონისძიებების სწორად დაგეგმვასა და სარწყავი წყლისა და სხვა რესურსების ეფექტიან მართვაზე. ასევე, წარმოდგენილი იყო ამ ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენების მაგალითები ვენახის მოვლისა და მართვის პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კლიმატური და ბუნებრივი რისკების შემცირებისა და მევენახეობაში წარმოების ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობებს.
🔸 შეხვედრის ფარგლებში ასევე იმსჯელეს მევენახეობაში ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო ნაბიჯებზე.
🔸 SST (Sensors & Smart Technologies) საკონსულტაციო და ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანია სენსორებზე დაფუძნებულ ციფრულ გადაწყვეტილებებს ავითარებს და სოფლის მეურნეობის, ურბანული მართვის, გარემოს მონიტორინგისა და ბუნებრივი კატასტროფების რისკების მართვის სფეროებში მათი დანერგვის მიმართულებით მუშაობს.
__________________________

✅ An information meeting was held on the use of digital technologies in viticulture

🔸 With the support of the Scientific-Research Center of Agriculture and SST (Sensors & Smart Technologies), an information meeting was held for viticulturists on the topic of “the use of agrometeorological stations and sensors in primary grapevine production”.
The goal of the session was to introduce viticulturists to modern technologies for climate and environmental monitoring in vineyards, as well as the opportunities and practical value of their use.
🔸 Viticulturists learned about the capabilities of agrometeorological stations and sensors. Emphasis was placed on forecasting the risks of grapevine diseases and pests, properly planning phytosanitary measures, and effectively managing irrigation water and other resources. Practical use cases of these technologies in vineyard management were also presented. Particular attention was paid to mitigating climate and natural risks and exploring opportunities to increase production efficiency in viticulture
In the scope of the meeting, participants also discussed the challenges and possible future steps on the implementation of digital and innovative technologies in viticulture.
🔸 SST (Sensors & Smart Technologies) is a technology consulting company operating in Georgia since 2023. The company develops sensor-based digital solutions and works to implement them in the fields of agriculture, urban management, environmental monitoring, and natural catastrophe risk management.

Address

36B Marshal Gelovani Avenue
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322053500

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA:

Shortcuts

Share