US Embassy Tbilisi, Georgia

US Embassy Tbilisi, Georgia Welcome to the official page of the U.S. Embassy in Tbilisi, Georgia! Find us on X, Instagram, YouTube:

Terms of Use: state.gov/tou At the U.S.

Stay updated on U.S.-Georgia relations, educational programs, cultural events, and other important updates. Welcome to the official page of the U.S. Follow us for updates on U.S.-Georgia relations, educational programs, cultural events, and more. Embassy in Tbilisi, we support strengthening U.S.-Georgia relations, including but not limited to, promoting educational programs, preserving Ge

orgian culture, enhancing security and economic cooperation, and advancing public health. As we continue to support Georgia on its Euro-Atlantic path, our mission is to represent U.S. interests in Georgia, further democracy, human rights, and economic development, and foster mutual understanding. Follow us on:
X (formerly Twitter):
Instagram:
YouTube:

Disclaimer: https://www.state.gov/social-media-terms-of-use/

გამოცხადდა ვაკანსია აშშ-ის საელჩოში ხარისხის კონტროლის ინჟინრის პოზიციაზე.დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ge....
21/08/2026

გამოცხადდა ვაკანსია აშშ-ის საელჩოში ხარისხის კონტროლის ინჟინრის პოზიციაზე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ge.usembassy.gov/ka/jobs/

⭐ ჰავაი 50-ე და ბოლო შტატი 1959 წლის 21 აგვისტოს გახდა. წყნარ ოკეანეში მდებარე ჰავაის არქიპელაგი რვა მთავარი კუნძულისა დ...
21/08/2026

⭐ ჰავაი 50-ე და ბოლო შტატი 1959 წლის 21 აგვისტოს გახდა. წყნარ ოკეანეში მდებარე ჰავაის არქიპელაგი რვა მთავარი კუნძულისა და 100-ზე მეტი მცირე კუნძულისგან შედგება.

ჰავაიზე მდებარეობს დედამიწის ყველაზე დიდი მოქმედი ვულკანი მაუნა ლოა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი კილაუეა. ჰავაის უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტები სწორედ ვულკანური აქტივობების შედეგად შეიქმნა.

ჰავაიზე დაბადებულ ცნობილ ადამიანებს შორის არიან მომღერალი ბრუნო მარსი და UFC-ის მებრძოლი მაქს ჰოლოვეი.

დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო. 1977 წლის 20 აგვისტოს, ფლორიდის შტატის...
20/08/2026

დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო.

1977 წლის 20 აგვისტოს, ფლორიდის შტატის კეიპ კანავერალის კოსმოსური ცენტრიდან, NASA-მ გაუშვა ხომალდი Voyager 2, რომელმაც შორეულ კოსმოსში „ოქროს ფირფიტა” წაიღო. ეს ფირფიტა წარმოადგენდა ერთგვარ გზავნილს დედამიწიდან, იმ შემთხვევაში, თუ როდისმე მას სხვა ცივილიზაცია აღმოაჩენდა. მასზე ჩაწერილი მუსიკით, ფოტოებითა და მისასალმებელი სიტყვებით, მპოვნელი შეძლებდა გაეგო, თუ როგორი იყო სამყარო, საიდანაც ეს ხომალდი გაუშვეს. სწორედ ამერიკელთა ჯგუფის მიერ შერჩეულ ეგზემპლარებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო”.

ასე იქცა უნიკალური ქართული მრავალხმიანობა კაცობრიობის საერთო გზავნილის ნაწილად.

გაიცანით ამერიკის პირველი დიპლომატი. 1776 წელს ბენჯამინ ფრანკლინი საფრანგეთში გაემგზავრა და დამოუკიდებლობისთვის სასიცოცხ...
19/08/2026

გაიცანით ამერიკის პირველი დიპლომატი. 1776 წელს ბენჯამინ ფრანკლინი საფრანგეთში გაემგზავრა და დამოუკიდებლობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა, რაც ჩვენი ერის დაბადებას დაეხმარა. 250 წლის შემდეგ სიამაყით ვაგრძელებთ მის გზას. Freedom 250

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეუერთდა, რათა პირადად გასცნობ...
18/08/2026

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეუერთდა, რათა პირადად გასცნობოდა იმ მნიშვნელოვან საქმიანობას, რომელსაც დამკვირვებლები საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის ეწევიან, და ენახა, როგორ ინარჩუნებენ ისინი კავშირს კონფლიქტით დაზარალებულ თემებთან.

European Union Monitoring Mission in Georgia

17/08/2026

გილოცავთ მშვიდობის კორპუსის 25 წლის იუბილეს საქართველოში!

Peace Corps Georgia

⭐ ეს დამოუკიდებლობის დარბაზია, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობა. 1776 წელს ამ შენობაში ამერიკის დამოუკიდებლობის ...
12/08/2026

⭐ ეს დამოუკიდებლობის დარბაზია, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობა. 1776 წელს ამ შენობაში ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოეწერა ხელი, 1787 წელს კი შეერთებული შტატების კონსტიტუციას.

დღეს დამოუკიდებლობის დარბაზი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც აღიარებულია არა მხოლოდ ამერიკის ისტორიაში მისი მნიშვნელობისთვის, არამედ, მთელ მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპებით კანონმდებლების შთაგონებისთვის.

⭐ მისური ამერიკის 24-ე შტატი 1821 წლის 10 აგვისტოს გახდა. ეს შტატი დიდი ხანია ამერიკის დასავლეთის კარიბჭედაა ცნობილი. მი...
10/08/2026

⭐ მისური ამერიკის 24-ე შტატი 1821 წლის 10 აგვისტოს გახდა. ეს შტატი დიდი ხანია ამერიკის დასავლეთის კარიბჭედაა ცნობილი.

მისურიდან დაიწყო პონი ექსპრესი, რომელსაც ფოსტა კალიფორნიამდე ცხენით გადაჰქონდა. დასავლეთით ექსპანსიაში შტატს თავისი როლისთვის ქ. სეინტ ლუისში აშშ-ში ყველაზე მაღალი მონუმენტი, „Gateway Arch” - დასავლეთის კარიბჭე აღუმართეს.

ცნობილ მისურელებს შორის არიან: პრეზიდენტი ტრუმანი და მწერალი მარკ ტვენი.

გამოცხადდა ფულბრაიტის პროგრამა ლექტორებისთვის!დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ge.usembassy.gov/ffdp/აპლიკაციე...
10/08/2026

გამოცხადდა ფულბრაიტის პროგრამა ლექტორებისთვის!

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ge.usembassy.gov/ffdp/

აპლიკაციების მიღება დასრულდება 20 სექტემბერს, 18:00 საათზე.

07/08/2026

დღეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიიდან თვრამეტი წელი გავიდა. შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას.

სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზს ვუსვამთ, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საჭიროებას.

Address

29 Georgian-American Friendship Avenue
Tbilisi
0131

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322277000

Alerts

Be the first to know and let us send you an email when US Embassy Tbilisi, Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to US Embassy Tbilisi, Georgia:

Shortcuts

Share