20/08/2026
📌 ყველაფერი სასკოლო ფორმების შესახებ.
ძვირფასო მშობლებო, დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა. ახალი სასწავლო წლის მზადების პროცესში გიზიარებთ ამომწურავ ინფორმაციას ფორმების მიღებასთან, შეძენასა და მოქმედ წესებთან დაკავშირებით:
🎁 ვის გადაეცემა სასკოლო ფორმა უფასოდ (უსასყიდლოდ)?
ფორმები უფასოდ გადაეცემა შემდეგ კატეგორიას:
სოციალურად დაუცველები (ქულა 65 001-ზე ნაკლები);
მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები;
მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და თავშესაფრების ბენეფიციარები;
თბილისის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები;
უკრაინელი მოსწავლეები;
ასევე 65001-დან 12001 ქულამდე ოჯახის 1-6 კლასის მოსწავლეს, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახის წევრია.
საჯარო სკოლებში ჩარიცხული უკრაინელი მოსწავლეები.
ახალი სტატუსის მიღება: თუ მოსწავლე წლის განმავლობაში მოიპოვებს ბენეფიციარის სტატუსს, მშობელმა წერილობით უნდა მიმართოს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. განაცხადი განიხილება 10 სამუშაო დღეში.
🔎 რა ღირს სასკოლო ფორმა?
სასკოლო პიჯაკი: 45 ლარი
სასკოლო შარვალი: 25 ლარი
სასკოლო ქვედაკაბა: 25 ლარი
💳 როგორ ხდება გადახდა?
ანგარიშსწორება ადგილზე ხორციელდება უნაღდო ფორმით, ტერმინალის საშუალებით, ასევე შესაბამის კოდზე გადარიცხვის მეშვეობით, რომლის ქვითარსაც წარადგენთ სარეალიზაციო პუნქტში( გადახდისას დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: მოსწავლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი)
🔄 შეიძლება თუ არა ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება?
დიახ! ზომის შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის შემთხვევაში, ფორმის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
პირობა: ნივთს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სასაქონლო იერსახე, ეტიკეტი და არ უნდა ეტყობოდეს მოხმარების კვალი.
📍 სად და როდის მოხდება პირველკლასელთა ფორმების გაცემა?
სარეალიზაციო პუნქტები ძველი თბილისის რაიონის სკოლებისთვის:
ჩუღურეთი, კიევის ქ.N2;
მთაწმინდა, N20 საჯარო სკოლა, ჯამბულის ქუჩა N5;
N51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქუჩა N2.
გაცემის პერიოდი: 1–14 სექტემბერი
სამუშაო საათები: 11:00 – 19:00 საათი (ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით)
ადგილზე გექნებათ საშუალება, ბავშვებს ფორმები ზომაზე მოარგოთ.
🗓️ როგორ გადანაწილდება ნაკადი (გეგმა-გრაფიკი)?
რიგებისა და შეფერხებების თავიდან ასაცილებლად საჯარო სკოლები(დირექტორები) მოგაწვდიან გეგმა-გრაფიკს.
📅 როდის მოვა მაღალი კლასების ფორმები?
II, III და IV კლასების ფორმები შემოვა ოქტომბრის შუა რიცხვებში.
V და VI კლასების ფორმები შემოვა ნოემბრის დასაწყისში.
📌 გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალი სკოლიდან მიღებულ შეტყობინებებს და დაიცვათ მითითებული ვადები.
📌 ყველაფერი სასკოლო ფორმების შესახებ.
ძვირფასო მშობლებო, დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა. ახალი სასწავლო წლის მზადების პროცესში გიზიარებთ ამომწურავ ინფორმაციას ფორმების მიღებასთან, შეძენასა და მოქმედ წესებთან დაკავშირებით:
🎁 ვის გადაეცემა სასკოლო ფორმა უფასოდ (უსასყიდლოდ)?
ფორმები უფასოდ გადაეცემა შემდეგ კატეგორიას:
სოციალურად დაუცველები (ქულა 65 001-ზე ნაკლები);
მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები;
მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და თავშესაფრების ბენეფიციარები;
თბილისის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები;
უკრაინელი მოსწავლეები;
ახალი სტატუსის მიღება: თუ მოსწავლე წლის განმავლობაში მოიპოვებს ბენეფიციარის სტატუსს, მშობელმა წერილობით უნდა მიმართოს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. განაცხადი განიხილება 10 სამუშაო დღეში.
🔎 რა ღირს სასკოლო ფორმა?
სასკოლო პიჯაკი: 45 ლარი
სასკოლო შარვალი: 25 ლარი
სასკოლო ქვედაკაბა: 25 ლარი
💳 როგორ ხდება გადახდა?
ანგარიშსწორება ადგილზე ხორციელდება უნაღდო ფორმით, ტერმინალის საშუალებით, ასევე შესაბამის კოდზე გადარიცხვის მეშვეობით, რომლის ქვითარსაც წარადგენთ სარეალიზაციო პუნქტში( გადახდისას დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: მოსწავლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი)
🔄 შეიძლება თუ არა ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება?
დიახ! ზომის შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის შემთხვევაში, ფორმის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
პირობა: ნივთს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სასაქონლო იერსახე, ეტიკეტი და არ უნდა ეტყობოდეს მოხმარების კვალი.
📍 სად და როდის მოხდება პირველკლასელთა ფორმების გაცემა?
სარეალიზაციო პუნქტები ძველი თბილისის რაიონის სკოლებისთვის:
ჩუღურეთი, კიევის ქ.N2;
მთაწმინდა, N20 საჯარო სკოლა, ბროსეს ქუჩა N8;