აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, Government Organization, 15a Tamarashvili Street, Tbilisi.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, გლდანის რაიონში, წყალსადენის ქუჩაზე მდებარე დე...
13/07/2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, გლდანის რაიონში, წყალსადენის ქუჩაზე მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

შეხვედრაში აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, გლდანის რაიონის დელეგატი პარლამენტში ვლადიმერ ბოჟაძე და საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე მათ ადგილზე არსებული საჭიროებები შეისწავლეს და განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

აღნიშნულ მისამართზე აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დევნილი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის, განახლდა არსებული და ასევე დამონტაჟდა ერთი ახალი ლიფტი.

#აფხაზეთისმთავრობა

12/07/2026
09/07/2026

გაიცანით აფხაზეთიდან დევნილები – რომან ზოდელავა და გელა კეშელავა, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდამჭერი პროგრამის ბენეფიციარები არიან.

პროგრამის ფარგლებში მათ 80%-იანი თანადაფინანსებით მოტობლოკი და თხილის შესაწამლი აპარატი გადაეცათ, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარებას და გაზრდის შრომის ეფექტიანობას.

ამავე პროგრამის ფარგლებში დღეის მდგომარეობით 400-მდე ბენეფიციარი უკვე დაფინანსდა და განაცხადების მიღება კვლავ გრძელდება.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენა შესაძლებელია:
https://portal.abkhazia.gov.ge/guest/show/109

☎️ ცხელი ხაზი: 143

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ანაკლიაში, აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხ...
08/07/2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ანაკლიაში, აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა.

შეხვედრაზე გიორგი ჯინჭარაძემ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ 2026 წელს წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯანდაცვის, სოციალური მხარდაჭერის, განათლების, კულტურის, სპორტისა და სოფლის მეურნეობის პროგრამული ნაწილის დაფინანსება.

მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განსაკუთრებულ მხარდაჭერას, რამაც ბიუჯეტის უპრეცედენტო ზრდა გახადა შესაძლებელი.

„როდესაც ვიწყებთ საუბარს ახალ პროგრამებზე, ახალ ინიციატივებზე, მთავარი არის ბიუჯეტი და მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტი გადასცდა 50 მილიონს წელს, შესაბამისად, გაზრდილმა ბიუჯეტმა მოგვცა შესაძლებლობა, განგვეხორციელებინა ყველა მიმართულებით თვისობრივად ახალი პროექტები, პროგრამები", - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად, კვლავ ჯანდაცვის მიმართულება რჩება. მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაიზარდა პროგრამების დაფინანსება, რომელიც დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ხორციელდება.

„დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანით - ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ჩვენ ბიუჯეტი გავზარდეთ სამჯერ და ბიუჯეტი გახდა რვა მილიონ ოთხასი ათასი, ეს არის პროგრამული ბიუჯეტი, რომელიც მიემართება უშუალოდ დევნილების ჯანმრთელობის დაცვას. მომართვიანობა გაზრდილია და შეადგენს 12 ათას ბენეფიციარს. 12 ათასი ბენეფიციარიდან 500 იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოცემულობა, სადაც ჩვენი ჩართულობით 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ. ეს ერთი წლის შედეგია და შემდეგი წლები ჯანდაცვის მიმართულებას მეტ შესაძლებლობას მისცემს.

მინდა აღვნიშნო, რომ დევნილთა პოლიკლინიკები უმთავრესი პრიორიტეტია, ამ კუთხით სამი მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც მოხმარდება როგორც ინფრასტრუქტურულ აღჭურვას, ასევე ტექნიკურს. სიახლეა ის, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად ჩვენ გვექნება ახალი პოლიკლინიკა წყნეთში და სამომავლოდ, ფოთში ვგეგმავთ ახალი პოლიკლინიკის აშენებას“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებულ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანეს პროექტებზეც ისაუბრა.

„სოციალური მიმართულება, რა თქმა უნდა, რჩება უმთავრეს გამოწვევად აფხაზეთის მთავრობისთვის, თუმცა ღირსეულად ვუმკლავდებით ჩვენი რესურსის ფარგლებში და ციფრები ამაზე მეტყველებს.

მინდა დავიწყო გასული ერთი წლის განმავლობაში სარემონტო და აღდგენითი სამუშაოებით, რომელიც ჩაუტარდა ორასამდე კომპაქტურ დასახლებას, ამისთვის დაახლოებით 4 მილიონი ლარი გამოვყავით, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება სამომავლოდ, წლევანდელი წელი ჩვენთვის არის მოტივაცია, რომ მეტი სიკეთე შევთავაზოთ ჩვენს დევნილ მოსახლეობას“, - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.

მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, საანგარიშო პერიოდში, ახალგაზრდების მხარდასაჭერად განხორციელებულ პროექტებზე, მათ შორის, წარმატებული ახალგაზრდების სტიპენდიით უზრუნველყოფაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლის მიმართულებით განხორციელებულ ტრენინგებსა და ახალგაზრდულ ბანაკებზე.

„როდესაც ვსაუბრობთ აფხაზეთზე და ჩვენს მშვიდობიან, ღირსეულ დაბრუნებაზე, უმთავრესია ჩვენი მომავალი თაობა და განათლება, შესაბამისად, განათლება არის უმთავრესი პრიორიტეტი, რაზეც აფხაზეთის მთავრობა ყველაზე დიდ აქცენტს აკეთებს. საკმაოდ კარგი ინიციატივები დავნერგეთ მიმდინარე წელს, ჩემი ინიციატივით, პირველად დაწესდა ყოველთვიური სტიპენდია წარმატებულ სტუდენტებზე, 221-მა წარმატებულმა სტუდენტმა ისარგებლა აღნიშნულით, ასევე, 185 ახალგაზრდას დაუფინანსდა სწავლის გადასახადი, ჯამში, 500-მა სტუდენტმა ისარგებლა ფინანსური მხარდაჭერით“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

გიორგი ჯინჭარაძის თქმით, აფხაზეთის მთავრობის შერიგების პოლიტიკა უცვლელია და ის აფხაზებთან ურთიერთობის ღირსეულად, პატივისცემითა და ურთიერთნდობით აღდგენას ითვალისწინებს.

„რაც შეეხება ნდობის აღდგენის და შერიგების მიმართულებას, როგორც უკვე ბევრჯერ აღვნიშნე, ეს არის ჩვენი მისია, რომ ღირსეულად, პატივისცემით, ურთიერთნდობით, რომელიც საუკუნეები აფხაზ ძმებთან და დებთან გვაკავშირებდა, მოხდეს ურთიერთობის ღირსეული აღდგენა. ამ კუთხით, 15 პროექტი განვახორციელეთ, სადაც ჩართული იყო სამასამდე ადამიანი და რა თქმა უნდა, სამომავლოდ ვგეგმავთ ბევრი პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ

მოხსენების შემდეგ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.

#აფხაზეთისმთავრობა

07/07/2026
აფხაზეთის ომის დროს, ტამიშთან მომხდარი ბრძოლიდან 33 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკ...
02/07/2026

აფხაზეთის ომის დროს, ტამიშთან მომხდარი ბრძოლიდან 33 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მემორიალთან ასევე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

1993 წლის 2 ივლისს, დაბა ტამიშთან აფხაზმა სეპარატისტებმა რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს.

#აფხაზეთისმთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე,  ქუთაისში, გასტრონომიულ ფესტივალს „გე...
29/06/2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, ქუთაისში, გასტრონომიულ ფესტივალს „გემოფესტი 2026“ დაესწრო.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, რომელმაც აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები და მათი მრავალფეროვანი პროდუქცია წარადგინა. მინისტრმა მონაწილეთა სტენდები დაათვალიერა და მეწარმეების მიერ წარმოდგენილ პროდუქციას გაეცნო.

ღონისძიებას იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გასტრონომიული ფესტივალი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.

11/06/2026
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე და მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე ...
29/05/2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე და მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე აფხაზეთიდან დევნილი მეწარმის, მარიამ კარბაიას პროდუქციის გამოფენას დაესწრო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ქართული კულტურული მოტივების შერწყმით შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საგრანტო პროგრამის მხარდაჭერით დამზადდა. პროგრამის ფარგლებში მეწარმემ შეიძინა 3D პრინტერი, რომლის მეშვეობითაც შეიქმნა სახლის დეკორისა და აქსესუარების უნიკალური ხაზი, ასევე ჭრისა და გრავირების სპეციალური დანადგარი.

სწორედ ამ ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადდა „სამაიას“, „სოხუმისა“ და სხვადასხვა არქიტექტურული ნაგებობების შთაგონებით შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც გამოფენის დამთვალიერებლების განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია როგორც დევნილი მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ასევე ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის. მისივე თქმით, საგრანტო პროგრამა მომავალშიც გააგრძელებს ინოვაციური და შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერას, რაც ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების შექმნას დევნილი მეწარმეებისთვის.

Address

15a Tamarashvili Street
Tbilisi
0177

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო:

Shortcuts

Share