საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო, Government Organization, თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 10, Tbilisi.

ქვემო ქართლის რეგიონში მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების საჯარო განხილვა დაიწყო.პროცე...
24/07/2026

ქვემო ქართლის რეგიონში მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების საჯარო განხილვა დაიწყო.

პროცესის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, მოსახლეობას გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული პროექტები დეტალურად წარუდგინა.

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებაზე, რაც რეგიონისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. გარდა ამისა, პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს სკოლამდელი და სასკოლო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, ასევე ადგილობრივი ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის მაქსიმალური ათვისება, რაც ახალი სამუშაო ადგილების გაჩენასა და მუნიციპალიტეტის საერთო სოციალურ-ეკონომიკურ დაწინაურებას შეუწყობს ხელს.

მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დავალებით ხორციელდება, ხოლო პროცესის კოორდინაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს.

მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია წარმოადგენს ადგილობრივი განვითარების გრძელვადიან ხედვას, რომელიც უშუალოდ მოსახლეობის საჭიროებებსა და პრიორიტეტებს ეფუძნება.

სტრატეგიის მთავარი მიზანი მუნიციპალიტეტის მდგრადი, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული განვითარებაა.

შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

18/07/2026
საქართველოს რეგიონული განვითარების  მინისტრმა კახაბერ გულედანმა დაბა ბაკურიანის საგზაო, ინფრასტრუქტურული განვითარების მი...
16/07/2026

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა დაბა ბაკურიანის საგზაო, ინფრასტრუქტურული განვითარების მიმდინარე და სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს დაბა ბაკურიანის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი გეგმა, ასევე განიხილეს დაბის მასშტაბით არსებული ყველა ჩიხისა და შიდა საავტომობილო გზის აღდგენა-რეაბილიტაცია, რომლის საერთო სიგრძე 35 კილომეტრს შეადგენს.

დაბა ბაკურიანში დაწყებულია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები. კერძოდ, მიმდინარეობს ლიანა გოგოლაძისა და თამარ მეფის ქუჩებზე გზის საფარის მოწესრიგების სამუშაოები, რაც წარმოადგენს აღნიშნული ქუჩების შემდგომი ასფალტირების მოსამზადებელ ეტაპს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ვიზიტორების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

მხარეებმა განიხილეს დაბა ბაკურიანის ტურისტული ცენტრის განვითარების მიმართულებები და იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს კურორტის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და ვიზიტორებისთვის უკეთესი პირობების შექმნას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკურორტო სეზონის პერიოდში სატრანსპორტო ნაკადების მართვასა და მოძრაობის განტვირთვას. ამჟამად მიმდინარეობს ახალი ალტერნატიული გზების პროექტირება, რომლებიც შეამცირებს ცენტრალურ ქუჩებზე არსებულ დატვირთვას, გააუმჯობესებს გადაადგილების პირობებს და შექმნის დამატებით შესაძლებლობებს ტურისტული და ადგილობრივი ტრანსპორტის ეფექტიანი გადაადგილებისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, მოადგილე სერგი მუშკუდიანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე გურამ არაბიძე.

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებუ...
16/07/2026

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების მერებმა მინისტრის მოადგილეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

შეხვედრის შემდეგ ზაზა კვიციანმა სოფელ სადმელში დასრულებული ადმინისტრაციული-ტერიტორიული ორგანოს შენობა დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული შენობა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

მინისტრის მოადგილე ასევე იმყოფებოდა სოფელ ზნაკვაში, სადაც სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და გზის დამხმარე ნაგებობების მოწყობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა  გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი...
14/07/2026

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

ლევან ზაუტაშვილმა და გიორგი ღურჯუმელიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში დასრულებული საგზაო სამუშაოები, ხოლო დაბა გომისმთაზე დასრულებული სკვერი და მინის საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერეს.

⁠რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე და გურიის სახელმწიფო რწმუნებული იმყოფებოდნენ ასევე ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, სადაც ლანჩხუთში სპორტული ცენტრის, ჩოხატაურის სოფელ ერკეთში კი დედათა მონასტერთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი და პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერა...
12/07/2026

რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი და პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომას დაესწრნენ.

თელავში სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარება, მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები და მომდევნო ეტაპზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომაზე, რომელშიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრები, პარლამენტის წევრები და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპერატიული შტაბის წევრები სტიქიის ზონაში ადგილზე გაეცნენ მიმდინარე სამუშაოებს და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, პარლამენტის წევრები ირაკლი ქადაგიშვილი და გელა სამხარაული, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი თელავში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფისა და სალიკვიდაციო სამუშაოების ოპერატიული მართვის მიზნით შეიქმნა.

რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი და მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრ...
12/07/2026

რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი და მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, ქალაქ თელავში სტიქიის ზონაში იმყოფებიან.

მინისტრები უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულ ზიანს და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. ხევის ადიდებისა და წყლის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, რომლის აღსადგენად შესაბამისი ღონისძიებები დაიგეგმა. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ყველა შესაბამისი უწყება. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინაციით, იწმინდება გზები და წესრიგდება დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, რამდენიმე ქუჩაზე დროებით შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა.

სტიქიის შედეგების დროული მართვისა და სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინაციის მიზნით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი ...
10/07/2026

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა გუდაურის ზამთრის სეზონისთვის მზადებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კურორტის წარმატებული და შეუფერხებელი სეზონის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებებზე, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მზადყოფნაზე, ტურისტული მიმართულებების განვითარებასა და შესაბამის უწყებებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის გაძლიერებაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დარსალია, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი კობა გელაძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური.

მხარეებმა განიხილეს გუდაურის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრის, განვითარების მიმართულებები და იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს კურორტის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და ვიზიტორებისთვის უკეთესი პირობების შექმნას.

გუდაურის ზამთრის სეზონისთვის აქტიური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც მიზნად ისახავს კურორტზე ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და მაღალი ხარისხის გარემოს შექმნას.

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანმა, სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობი...
10/07/2026

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანმა, სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელ მინდია ღლონტთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან ერთად, სენაკის, აბაშის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

სენაკის მუნიციპალიტეტში მინისტრის მოადგილე გაეცნო სოფელ საწულეისკირიოში მინი სპორტული მოედნის მოწყობის, სოფელ საადამიოში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის ბურჯის გამაგრებისა და რუსთაველის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციის სამუშაოებს.

აბაშის მუნიციპალიტეტში ზაზა კვიციანმა დაათვალიერა ილიას ქუჩასა და კვათანის უბანში სკვერების მოწყობის, ასევე წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში სკოლის სპორტდარბაზისა და დამხმარე სივრცეების სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობა.

ხობის მუნიციპალიტეტში მინისტრის მოადგილე გაეცნო ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის პროცესს, რომელიც ბეტონის საფარის მოწყობას, სანიაღვრე სისტემის, საგზაო ნიშნებისა და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 16 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 8 პროექტი ხორციელდება.

ზუგდიდში მინისტრის მოადგილემ ასევე დაათვალიერა ვეკუას, ამბროსი ხელაიას, ჯიქიასა და შოთა დარასელიას ქუჩებზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა ფარგლებში ქალაქში 8 კილომეტრამდე გზის მოწყობა მიმდინარეობს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, გაერთიანებული ერების განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (UNSDCF 2026-2030) ფა...
08/07/2026

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, გაერთიანებული ერების განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (UNSDCF 2026-2030) ფარგლებში, ადგილობრივი საჭიროებებისა და პრიორიტეტების განხილვის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ამბროლაურში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს რეგიონის განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებებზე, მუნიციპალიტეტების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე. ყურადღება გამახვილდა იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც საფუძვლად დაედება გაეროს განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობასა და კონკრეტული ინიციატივების დაგეგმვას.

შეხვედრაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ზურაბ იაშვილმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ და საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა დიდიე ტღებიუკმა.

დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, განათლებისა და სოციალური დაცვის მიმართულებების გაძლიერებას, გარემოს დაცვას, ასევე მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას. აღინიშნა, რომ რეგიონების მდგრადი განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტებისა და საერთაშორისო პარტნიორების კოორდინირებული თანამშრომლობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და მუნიციპალიტეტების მერები.

Address

თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 10
Tbilisi
0114

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share