18/08/2026
⚡ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის რეკომენდაციით 209 აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ქსელი გაუმჯობესდა
📍 თბილისი, პეტრე ქავთარაძის №60
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მომართა მოქალაქემ ელექტროენერგიის წყვეტების საკითხთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ავარიული გათიშვის დროს მოსახლეობას ელექტროენერგია დაახლოებით 16 საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.
🔎 მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა საკითხი შეისწავლა და რეკომენდაციით მიმართა სს „თელასს“, რათა უზრუნველეყო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მიწოდება.
საქმის შესწავლისას დადგინდა, რომ ელექტროენერგიის წყვეტების მიზეზი მესამე პირის საკუთრებაში არსებული 6 კვ. კაბელის დაზიანება იყო.
✅ დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე, ქავთარაძის №60-ში მცხოვრები 209 აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, „თელასმა“ მოაწყო ახალი სატრანსფორმატორო ქვესადგური, განაახლა არსებული საკაბელო ხაზები და მოაწყო ახალი 6 კვ. ქსელი.
⚡ განხორციელებული სამუშაოები მნიშვნელოვნად შეამცირებს ავარიული წყვეტების რისკს და ხელს შეუწყობს მოსახლეობის ელექტროენერგიით უფრო სტაბილურ მომარაგებას.
📩 თუ კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებით მსგავსი პრობლემა გაქვთ, მოგვმართეთ. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური შეისწავლის საკითხს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაიცავს თქვენს უფლებებსა და ინტერესებს.
☎️ ცხელი ხაზი: 032 242 01 90
📧 ელფოსტა: [email protected]
#ენერგოომბუდსმენი #ხარისხი #იცოდეშენიუფლებები