თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო ს

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო ს

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო ს თბილისის მერიის კულტურის,განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, საკრებუ...
25/07/2026

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილთან და ამავე კომისიის წევრ მამუკა ხაბარელთან ერთად, მანგლისში ახალგაზრდულ სათავგადასავლო ბანაკს ესტუმრა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ბანაკის მონაწილეებს შეხვდნენ. მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ბანაკი 13-16 წლის მოზარდებისთვის, თბილისის მერიის დაფინანსებით, საზაფხულო-ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება. მას ააიპ „თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი“ ატარებს.

ბანაკში წელს მონაწილეობა 30-მა ახალგაზრდამ მიიღო. ბანაკის პროგრამა არაფორმალური განათლების მეთოდებს, გუნდურ დავალებებსა და პრაქტიკულ აქტივობებს აერთიანებდა. მონაწილეებმა ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან თემებზე დაფუძნებული სოციალური პროექტების იდეები შეიმუშავეს, ასევე, მონაწილეობა მიიღეს ლაშქრობასა და სკაუტური უნარების პრაქტიკულ სწავლებაში. ბანაკის ფარგლებში აქტივობები ჩაატარეს ევროპის სოლიდარობის კორპუსის (ESC) საერთაშორისო მოხალისეებმა, რომლებმაც ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მეთოდებზე დაფუძნებული შეხვედრები შესთავაზეს. ბანაკის მიზანია ახალგაზრდებში კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ლიდერული, კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარების განვითარება.

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, ისანი-სამგოროს კო...
25/07/2026

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, ისანი-სამგოროს კომპლექსური სპორტული ცენტრის ახლადგახსნილ სკეიტ მოედანზე პირველი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების მიზანი სკეიტბორდინგისა და როლერ სპორტის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე და ინკლუზიური სივრცის შექმნა გახლდათ.

ღონისძიების ფარგლებში, პროფესიონალი სკეიტერები და როლერები 2 საათის განმავლობაში მართავდნენ საჩვენებელ გამოსვლებს და ასრულებდნენ მათთვის საუკეთესო მოძრაობებს.

დასასრულს, მოწვეულ სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდათ, მოქმედი სპორტსმენებისგან მიეღოთ რჩევები და რეკომენდაციები.

16/07/2026
16/07/2026

🔷სტუმრად სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამის მონაწილე ოჯახთან

🔷დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მერიის სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამის მონაწილე სტუდენტების ოჯახს ეწვია....
16/07/2026

🔷დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მერიის სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამის მონაწილე სტუდენტების ოჯახს ეწვია. სანამაშვილების ხუთშვილიანი ოჯახიდან პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა სამი სტუდენტი, რომლებმაც აღნიშნული პროგრამით არაერთხელ ისარგებლეს.

კახა კალაძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე თბილისის მერიის ახალგაზრდულ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი, საჭიროებების მიხედვით, ახალგაზრდების მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.

„განათლების რეფორმის ფარგლებში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივა იყო, 2026 წლის შემოდგომიდან სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლა უფასო ხდება. ამიტომ, ჩვენ თბილისის მერიის სტუდენტთა დაფინანსების პროგრამას მოდიფიცირებას გავუკეთებთ და რეფორმასთან ადაპტაციას მოვახდენთ - 1 000 ლარამდე გავზრდით მაგისტრანტთა სტიპენდიას, რათა კიდევ უფრო წავახალისოთ წარჩინებული სტუდენტები. ახალგაზრდების როლი ქვეყნის ცხოვრებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მომავალი თქვენია. ყველაფერი, რაც კეთდება, მომავალი თაობებისთვის კეთდება. პრემიერმაც ახალგაზრდებთან შეხვედრაზე სწორედ ამას გაუსვა ხაზი, რომ მომავალში ქვეყნის მართვა ახალგაზრდებმა უნდა გადაიბარონ ახალი ხედვით, ახალი იდეებით, პატრიოტიზმით. რაც შეგვეძლება, მომავალშიც დაგეხმარებით. ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების სტიმულირება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თინათინ სანამაშვილმა თბილისის მერიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სტუდენტურ ცხოვრებაში სახელმწიფოს თანადგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ჩვენთვის დიდი მოტივაციაა ის ფაქტი, რომ პროგრამები, რომელსაც გვთავაზობს სახელმწიფო, სტუნდენტურ ცხოვრებას უფრო მეტად ამარტივებს და საინტერესოს ხდის. ჩვენთვის ეს მეტად დასამახსოვრებელი წლები იქნება, რისთვისაც მადლობას გიხდით“, - განაცხადა თინათინ სანამაშვილმა.

თბილისის მერია სწავლას მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებს უფინანსებს, დაფინანსების ოდენობა კი დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე. 2022-2026 წლებში მუნიციპალიტეტისგან 3 250-ზე მეტმა მრავალშვილიანმა და შშმ სტუდენტმა მიიღო მხარდაჭერა, 2018-2026 წლებში კი დაფინანსდა 20 000-მდე სოცდაუცველი სტუდენტი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის შემოდგომის სემესტრიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა ხდება უფასო, რაც გულისხმობს იმას, რომ დედაქალაქის მერიის პროგრამა ადაპტირდება და განსხვავებული ფორმატით განაგრძობს სტუდენტთა მხარდაჭერას. კერძოდ, გაიზრდება წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია (562,5 ლარის ნაცვლად გახდება 1 000 ლარი) და შეიქმნება ახალი პროგრამა „ახალგაზრდა მეცნიერები თბილისისათვის“, რომელიც გულისხმობს იმ ახალგაზრდა მკვლევრების დაფინანსებას, რომლებიც დედაქალაქის გამოწვევების გადაჭრასა და ინოვაციურ იდეებზე იმუშავებენ, მუნიციპალური საჭიროებების გათვალისწინებით დეფიციტური სფეროების განსაზღვრა კი ყოველწლიურად განხორციელდება.

მილევად რეჟიმში გაგრძელდება იმ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაც, რომლებმაც 2026-2027 სასწავლო წლამდე მოიპოვეს სწავლის უფლება სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

სანამაშვილების ოჯახში კახა კალაძესთან ერთად მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა იმყოფებოდნენ.

15/07/2026

🔷 ⚽️ მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. დღეს 23:00 საათზე არგენტინა-ინგლისის შეხვედრა გაიმართება. მატჩს "რუსთავი 2" პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ტრანსლაციის ნახვა თბილისის მოქალაქეებს სპეციალურად მოწყობილ სივრცეში შეეძლებათ.

მერიისა და "რუსთავი 2"-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულია დიდი ეკრანი, მოწყობილია გასართობი და კვების ზონები.

საქპატენტის სათავო ოფისში გაიმართა საზაფხულო ბანაკის „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ დახურვის ღონისძიება, სადაც...
14/07/2026

საქპატენტის სათავო ოფისში გაიმართა საზაფხულო ბანაკის „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ დახურვის ღონისძიება, სადაც ბანაკის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებას თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა საქპატენტის თავმჯდომარესა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან ერთად დაესწრო.

5-დღიანი საზაფხულო ბანაკი „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ 10-14 ივლისს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულმა 15-18 წლის ასაკის 29 მოზარდმა.

საზაფხულო ბანაკი, საქპატენტსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უკვე მეორე წელია იმართება და მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების გზით, ინტელექტუალური საკუთრებისა და განათლების სფეროში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, ახალგაზრდებისთვის ინტელექტუალური საკუთრების სფეროს გაცნობას, მათ შორის, გამოგონებების, სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების, დიზაინის, ასევე, საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ნაწარმოებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

ღონისძიების დასასრულს მოზარდებს ბანაკში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

🔷 ⚽️ მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. დღეს 23:00 საათზე ესპანეთი-საფრანგეთის შეხვედრა გაიმართება. მატჩს "რუსთავი 2" პირდაპი...
14/07/2026

🔷 ⚽️ მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. დღეს 23:00 საათზე ესპანეთი-საფრანგეთის შეხვედრა გაიმართება. მატჩს "რუსთავი 2" პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ტრანსლაციის ნახვა თბილისის მოქალაქეებს სპეციალურად მოწყობილ სივრცეში შეეძლებათ.

მერიისა და "რუსთავი 2"-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულია დიდი ეკრანი, მოწყობილია გასართობი და კვების ზონები.

მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. დღეს 23:00 საათზე ესპანეთი-საფრანგეთის შეხვედრა გაიმართება. მატჩს "რუსთავი 2" პირდაპი....

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთასაქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, საზაფხულო-ახალგაზრ...
13/07/2026

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, საზაფხულო-ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს ახალგაზრდული ბანაკები და სალაშქრო ტურები.
პროგრამები ახალგაზრდებს სთავაზობს საინტერესო, შემეცნებით და მრავალფეროვან
აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.
თითოეული ბანაკი სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო რესურსით.
საზაფხულო პროგრამები აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

თბილისის მერიის და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 19 ივლისის ჩათვლით თბილისის ბალეტის ფესტივალი იმართება.რ...
09/07/2026

თბილისის მერიის და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 19 ივლისის ჩათვლით თბილისის ბალეტის ფესტივალი იმართება.

რიგით მე-7 ფესტივალში, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დასთან ერთად მონაწილეობენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მოცეკვავეები და მსოფლიოში სახელგანთქმული საბალეტო დასი.

სრული ინფორმაცია: https://www.facebook.com/StateBalletOfGeorgia

Address

შარტავა 7
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო ს posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო ს:

Shortcuts

Share