გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი The committee determines national policy on environmental protection.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი.
კომიტეტის თავმჯდომარე -მაია ბითაძე https://www.facebook.com/MBitadze

Committee on Environmental Protection and Natural Resources Parliament of Georgia. Chairman of the Committee - Maia Bitadze.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა გარემოს დაცვის სფეროშ

ი და მისი აღსრულების კონტროლი, რათა უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის მდგრადი განვითარება მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის ხელშეწყობის გზით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით, ასევე, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებითა თუ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, სხვა საპარლამენტო კომიტეტებსა თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან ეფექტური, ეფექტიანი და მჭიდრო თანამშრომლობით. Committee on Environmental Protection and Natural Resources determines national policy on environmental protection and is tasked with the oversight of its enforcement, promoting Georgia’s sustainable development through supporting the transition to green economy and climate change adaptation, including through the fulfillment of commitments undertaken by the Association Agreement between the European Union and Georgia and by Sustainable Development Goals of the United Nations, as well as through effective and close cooperation with relevant government agencies, other parliamentary committees and with the civil society.

🇬🇪გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან...
17/07/2026

🇬🇪გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროს პაატა ტოგონიძესთან ერთად, ხუდადოვის ტყე-პარკში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო და ხე-მცენარეების დარგვაში მიიღო მონაწილეობა.

✅ნერგების დარგვის ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია.

🌱 2026 წელს ხუდადოვის ტყე-პარკში 12 200 სხვადასხვა სახეობის ნერგი დაირგვება, მათ შორის 1 000 ბუჩქი, ასევე, მოეწყობა სარწყავი სისტემა. სამუშაოები 15 ჰექტარ ფართობზე განხორციელდება.

🔶2018 წლიდან დღემდე ხუდადოვის ტყის გადარჩენის მიზნით, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება – მოიჭრა 6 000-მდე ხმელი და დაავადებული ხე, მიმდინარეობს ფიტოსანიტარიული და სამკურნალო სამუშაოები, ხოლო 2018–2025 წლებში ტერიტორიაზე 20 000-მდე სხვადასხვა სახეობის ნერგი დაირგო და 20 ჰექტარზე ტყის აღდგენა განხორციელდა.

🇬🇪გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების...
13/07/2026

🇬🇪გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიას, სახელწოდებით „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები“.

📌ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელსაც მოდერატორობას „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის‘‘ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი უწევდა, მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე მიგელ სანტოს გონზალეზი, GGU ჯგუფის და ჯივიპის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოს გონზალეზი და სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.

🔶მონაწილეებმა იმსჯელეს წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის, ურბანული განვითარების თანამედროვე გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ეკონომიკური ზრდის მდგრადი მოდელის ჩამოყალიბებაზე და ინფრასტრუქტურული პროექტების როლზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში; ასევე მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით საქართველოს პროგრესსა და სამომავლო პრიორიტეტებზე.

🇬🇪გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საპარლამე...
13/07/2026

🇬🇪გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საპარლამენტო და სამთავრობო გუნდთან ერთად, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების სამუშაოების დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

📣თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, TAV Airports-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ფრენკ მერეიდემ და TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.

🔷პროექტში „ტავ ჯორჯია“150 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რომლის მეშვეობითაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და წელიწადში 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონამდე გაიზრდება. აღნიშნული კომპანია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს და წარმოადგენს ფრანგული საავიაციო გიგანტის, Groupe ADP-ის წევრის, TAV Airports-ის შვილობილ კომპანიას საქართველოში.

📌თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი საქართველოს ავიაციის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტია, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის საერთაშორისო დაკავშირებადობას, გაზრდის საქართველოს ტურისტულ და სატრანზიტო პოტენციალს, ხელს შეუწყობს ახალი ავიაკომპანიებისა და ავიამიმართულებების შემოსვლას და შექმნის მყარ საფუძველს ქვეყნის მთავარი საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი განვითარებისთვის.

✅ღონისძიების ფარგლებში, პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.

12/07/2026
🇬🇪გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, რუსთავის, გურჯაანის, წალენჯიხისა და ზესტაფო...
10/07/2026

🇬🇪გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, რუსთავის, გურჯაანის, წალენჯიხისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების- რუსთავის ცენტრალური პარკის, გურჯაანის „ღვინის ქალაქის“, ასევე წალენჯიხისა და ზესტაფონის მრავალფუნქციური კომპლექსების არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევ საკონკურსო კომისიის სხდომას დაესწრო.

🔷პროექტები ითვალისწინებს რეკრეაციული, სპორტული, საგანმანათლებლო, კულტურული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობას.

📌საკონკურსო კომისია გამარჯვებულ არქიტექტურულ ბიუროებს რამდენიმე დღეში გამოავლენს.

✅შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, პარლამენტის წევრები ირაკლი ქადაგიშვილი და ვიქტორ სანიკიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის და სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეებში სახელმწიფო რწმუნებულები, სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, რუსთავის, გურჯაანის, წალენჯიხის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მერები, არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები.

08/07/2026

🇬🇪გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ნიდერლანდებში, ქ. ჰააგაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან, ასევე დელეგაციის წევრებთან, ლევან მახაშვილთან და ეკა სეფაშვილთან ერთად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მიიღო მონაწილეობა და დამსწრე პირებს სიტყვით მიმართა.

📣”მსურს, გამოვხატო ჩვენი დელეგაციის მზარდი შეშფოთება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს მიმართ სულ უფრო სელექციური და პოლიტიზებული მიდგომის გამო. მუდმივად გვესმის კრიტიკული შეფასებები გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებისა და არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე, თუმცა გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაციას, ბორდერიზაციის პროცესს და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების სისტემურ დარღვევებს. რთულია იმის გაგება, თუ რატომ არ ხდება ჰელსინკის პრინციპების ფუნდამენტური დარღვევების სათანადო შეფასება და განხილვა იმავე ყურადღებით, როგორც საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესები ფასდება”.

📌ამ კონტექსტში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მსგავსი საკითხების შეფასებისას განსხვავებული სტანდარტების გამოყენების პრაქტიკა.

📣”საქართველოს აკრიტიკებენ, გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო - კანონის, რომელიც ბევრ მონაწილე სახელმწიფოს აქვს თავის კანონმდებლობაში. იგივე ეხება საზოგადოებრივი წესრიგის ზომებს. პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი თავდასხმის, პარლამენტის შენობის დაწვის, პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლისა და საჯარო საკუთრების დაზიანების ფონზე, საქართველომ გააძლიერა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამართლებრივი ზომები. იგივე ზომები, რომლებიც გამოიყენება მრავალ მონაწილე სახელმწიფოში მათ შორის აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა თუ ნიდერლანდებში, ჩვენთან დემოკრატიულ უკუსვლად განიხილება. ის, რაც სხვაგან დემოკრატიულ მედეგობად ფასდება, ჩვენთან ხშირად განსხვავებულად არის აღწერილი. შერჩევითი მიდგომა იკვეთება ცალკეულ პატიმრებთან დაკავშირებულ დისკუსიებშიც. არცერთ საერთაშორისო სასამართლოს არ დაუდგენია საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობა. პოლიტიკური შეხედულებები და განცხადებები ვერ ჩაანაცვლებს სამართლებრივ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზოგიერთი პირი უარს ამბობს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაზე, მათ შორის ამნისტიის პროცედურებზე”.

📌მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ ეუთო-ს ინსტრუმენტების მზარდი პოლიტიზაცია სერიოზული შეშფოთების საგანია.

📣”მექანიზმები, რომლებიც ფაქტების დადგენისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა, მათ შორის მოსკოვის მექანიზმი, შესაძლოა, სანდოობის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდეს, თუ წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკური ნარატივების გასამყარებლად იქნება გამოყენებული. იგივე ეხება არჩევნებთან დაკავშირებულ შეფასებებსაც, როდესაც მიღებული დასკვნების შერჩევითი ინტერპრეტაცია ხდება დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების მიზნით. მსგავსი ტენდენცია საფრთხეს უქმნის თავად ეუთო-ს როლსა და სანდოობას. ვინც ფიქრობს რომ რეზოლუციები ან პოლიტიკური კამპანიები განსაზღვრავს საქართველოს მომავალს, არასათანადოდ აფასებს ქართველ ხალხს. საქართველო ინარჩუნებს ძალისხმევას დემოკრატიის, რეფორმის, ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობისადმი. იმავდროულად, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენი მოქალაქეების უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი”,- განაცხადა მაია ბითაძემ.

🇬🇪გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაცი...
06/07/2026

🇬🇪გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მუდმივმოქმედმა წევრმა, მაია ბითაძემ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან, ასევე დელეგაციის წევრებთან, ლევან მახაშვილთან და ეკა სეფაშვილთან ერთად, ნიდერლანდებში, ქ. ჰააგაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე მიიღო მონაწილეობა.

🔷მაია ბითაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში გამართულ „ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის“ სხდომაზე დამსწრე პირებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ნამდვილი პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტის პატივისცემას, სახელმწიფოების თანასწორ მოპყრობასა და თითოეული ერის დემოკრატიული არჩევანის ურყევ პატივისცემას.

📣„დიდი პატივია, მივმართო კომიტეტს იმ დროს, როდესაც ეკონომიკური უსაფრთხოება, ენერგეტიკული მდგრადობა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა მშვიდობისა და უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილად იქცა. ეუთო-ს რეგიონში უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ესენია: რუსეთის მიმდინარე აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის გაგრძელება, ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობა, კლიმატის ცვლილების მზარდი გავლენა და საერთაშორისო სამართლისადმი პატივისცემის თანდათანობითი შესუსტება. ეს კრიზისი ჩვენგან მოითხოვს უფრო მეტ საერთაშორისო სოლიდარობასა და პრაქტიკულ თანამშრომლობას და არა დაყოფასა და დაპირისპირებას. ამ კონტექსტში საქართველო კვლავაც ერთგულია, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში. თავისი სტრატეგიული მდებარეობის წყალობით საქართველო იქცა საიმედო ხიდად ევროპას, სამხრეთ კავკასიასა და კასპიის რეგიონს შორის. ქვეყანა აძლიერებს კავშირს შუა დერეფნის მეშვეობით და ხელს უწყობს უსაფრთხო სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარებას. ისეთი პროექტები, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი, მხოლოდ ინფრასტრუქტურული ინიციატივები არ არის. ეს არის სტრატეგიული ინვესტიციები ევროპის გრძელვადიან ენერგეტიკულ დივერსიფიკაციაში, მდგრადობასა და ეკონომიკურ განვითარებაში“.

📌მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ყურადღება გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და ბიუროკრატიული წრე კვლავ ცდილობს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას.

📣„კლიმატური მდგრადობის მიღწევა შეუძლებელია პოლიტიკური სტაბილურობის, ურთიერთნდობისა და საერთაშორისო ვალდებულებების პატივისცემის გარეშე. ამიტომ განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ იმ დროს, როდესაც ჩვენი საერთო ყურადღება სწორედ ამ გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და ბიუროკრატიული წრე კვლავ ცდილობს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას, ზეწოლას ახდენს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პატივს არ სცემს ქართველი ხალხის სუვერენულ დემოკრატიულ არჩევანს. ასეთი მიდგომები არც დემოკრატიას აძლიერებს და არც საერთაშორისო თანამშრომლობას. პირიქით, ისინი ძირს უთხრის საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის, ეუთო-ს მიმართ ნდობას, ზრდის სკეპტიციზმისა და ნიჰილიზმის საფრთხეს საქართველოს მოქალაქეებში იმ ორგანიზაციების მიმართ, რომელთა მისია დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და თანასწორი პარტნიორობის ხელშეწყობაა. საქართველო კვლავ რჩება კონსტრუქციულ, საიმედო და პასუხისმგებლიან პარტნიორად. ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონული დაკავშირებადობის, მდგრადი განვითარების და ევროპის ეკონომიკური გამძლეობის განმტკიცებაში წვლილის შეტანას. ამავე დროს მტკიცედ გვჯერა, რომ ნამდვილი პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტის პატივისცემას, სახელმწიფოებისადმი თანასწორ მოპყრობას და თითოეული ერის დემოკრატიული არჩევანის ურყევ პატივისცემას”- აღნიშნა მაია ბითაძემ.

05/07/2026

🇬🇪📣 მაია ბითაძის სიტყვით გამოსვლა ნიდერლანდებში, ქ. ჰააგაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში გამართულ „ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის“ სხდომაზე.

🇬🇪საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ...
30/06/2026

🇬🇪საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

🔷შეხვედრაზე განიხილეს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში წყალდაცვითი ზოლებისა და ფიტოსანიტარიული საკითხების ურთიერთმიმართების საკითხი, რომელიც აუცილებელია მცენარეთა დასაცავად ჩასატარებელი ღონისძიებების განხორციელებისათვის.

📌შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ უნდა მოხდეს კანონმდებლობის შემდგომი დახვეწა, რაც ურბანულ სივრცეებში ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელების საკითხებს ახლებურად და თანამედროვე სტანდარტებით დაარეგულირებს.

🇬🇪გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ქ. რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძისგან და გარემოს დაცვისა და სოფლის მე...
29/06/2026

🇬🇪გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ქ. რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძისგან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ.

🔷ნინო ლაცაბიძემ ისაუბრა 2026 წელს ქალაქ რუსთავში ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად განხორციელებულ პროექტებზე, ასევე ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში დაგეგმილ ახალ პროექტზე, რომელიც მწვანე სივრცეების კეთილმოწყობასა და მათ საგანმანათლებლო და რეკრეაციული დანიშნულებით გამოყენებას ითვალისწინებს.

🔶 სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარინე არაბიძემ კომიტეტის წევრებს რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგები გააცნო. მან მიმოიხილა მონიტორინგის სადგურების მუშაობა, ჩატარებული ინდიკატორული გაზომვები და მიღებული შედეგები. ასევე აღნიშნა, რომ 2027 წლიდან ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პროგნოზირების სისტემის ამოქმედება იგეგმება.

🔷სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნელი კორკოტაძემ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ობიექტების ინსპექტირების შედეგები წარადგინა და აღნიშნა, რომ ყველა იმ მსხვილ საწარმოში, რომლებიც გავლენას ახდენენ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე დეპარტამენტმა მოახდინა ინტენსიური და კომპლექსური ინსპექტირება.

✅ასევე კომიტეტის წევრებმა სხდომაზე მოისმინეს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მწვანე კლიმატის ფონდში აკრედიტაციის შესახებ ინფორმაცია, რომელიც სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილემ, ლევან მოსახლიშვილმა წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, აღნიშნული აკრედიტაცია სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ საშუალებას აძლევს განახორციელოს კლიმატის ცვლილებაზე ორიენტირებული, ეკონომიკურად ნაკლებად მიმზიდველი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს სათბურის აირების ემისიებისა და კლიმატზე ცვლილების უარყოფითი გავლენის შემცირებას.

Address

Shota Rustaveli Avenue 8
Tbilisi
0114

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი:

Shortcuts

Share