დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული ს

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული ს

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული ს დანაშაულის პრევენცია და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა

🔺დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მუზეუმების გაერთი...
02/09/2026

🔺დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით, არასრულწლოვანი ბენეფიციარები ილია ჭავჭავაძის მემორიალურ მუზეუმს ესტუმრნენ.

🔺მოზარდებმა დაათვალიერეს ექსპოზიცია, გაეცნენ ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და ლიტერატურულ მოღვაწეობას. საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავდა ექსკურსიას და სპეციალური პროექტის „ჯადოსნური ფარანის“ პრეზენტაციას, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა პოეტის ბიოგრაფია და შემოქმედება მოძრავი გამოსახულებებით შექმნილი ფილმის საშუალებით იხილეს.

🔺სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული შემეცნებითი ღონისძიება ბენეფიციართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც უწყების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.

🔺დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ...
01/09/2026

🔺დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაჟიორების მიღებას იწყებს

🔺საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო 2026 წლის 1 სექტემბრიდან 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს აცხადებს.

🔺სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე https://vacancy.hr.gov.ge შეუძლიათ.

27/08/2026
🔺დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, გიორგი საჯაიამ, თანამ...
26/08/2026

🔺დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, გიორგი საჯაიამ, თანამშრომლებს განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ირაკლი წულაია წარუდგინა.

🔺ირაკლი წულაია პროფესიით იურისტია. მას საჯარო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს მუშაობდა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში, მათ შორის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში. ის სიღრმისეულად იცნობს უწყების პრიორიტეტებსა და მისი საქმიანობის სპეციფიკას.

🔺გიორგი საჯაიამ ირაკლი წულაიას ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.

🔺დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს  უფროსმა გიორგი საჯაიამ სააგენ...
24/08/2026

🔺დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი საჯაიამ სააგენტოს თანამშრომლებს პირველი მოადგილე და ადმინისტრაციის უფროსი წარუდგინა.

🔺სააგენტოს უფროსის პირველ მოადგილედ გელა გელოვანი, ხოლო სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსად თამარ ბერიძე დაინიშნენ.

🔺გელა გელოვანს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში ის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სისტემაში მუშაობდა.

🔺თამარ ბერიძე წლების მანძილზე მუშაობდა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში. ის კარგად იცნობს უწყების საქმიანობის პრიორიტეტებსა და სპეციფიკას.

🔺გიორგი საჯაიამ ახლად დანიშნულ ხელმძღვანელ პირებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

🔺იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უ...
18/08/2026

🔺იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად გიორგი საჯაია დაინიშნა

🔺ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ წარუდგინა.

🔺პაატა სალიამ გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკა ცხვარაშვილს კი, გაწეული საქმიანობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

🔺გიორგი საჯაიას „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში“ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის უწყებაში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა, ხელმძღვანელად დანიშვნამდე კი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

🔺თბილისისა და რეგიონების პრობაციის ბიუროების ავტოპარკი განახლდა. 🔺დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულები...
03/08/2026

🔺თბილისისა და რეგიონების პრობაციის ბიუროების ავტოპარკი განახლდა.

🔺დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროებს ახალი ავტომობილები გადაეცათ.

🔺პრობაციის ოფიცრები თანამედროვე სტანდარტების, მაღალი გამავლობის ავტომობილების მეშვეობით უფრო ეფექტიანად განახორციელებენ ზედამხედველობაში მყოფი პირების რეგულარულ შემოწმებასა და შეფასებას.

🔺დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით ტექნიკის განახლება.

Address

ალ. ყაზბეგის გამზ. #42
Tbilisi
0177

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322222800

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული ს posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული ს:

Shortcuts

Share