13/08/2026
👉2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მიმოხილვა
2026 წლის იანვარ-ივნისში:
🔷სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 15,562.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 50.6%-ს, ხოლო 6 თვის გეგმის 102.8%-ს შეადგენს;
🔷სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში ძირითადი წილი, 72.1%-ის ოდენობით, საგადასახადო შემოსავლებზე მოდის, რომელიც, 2024-2025 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად შემოსულობებში - შემცირებული;
🔷სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 14,053.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 45.5%-ს, ხოლო 6 თვის გეგმის 92.0%-ს შეადგენს;
🔷სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 75.9%-ის ოდენობით, ხარჯებზე მოდის, რომელიც, 2024-2025 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად გადასახდელებში - შემცირებული;
🔷სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 1,508.3 მლნ ლარი შეადგინა და 2026 წლის 1-ელი ივლისისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 2,974.0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა;
🔷სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ 1,846.5 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო მთლიანმა სალდომ - 787.2 მლნ ლარი.
🔗 დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
https://infogram.com/2026-tslis-sakhelmtsipo-biujetis-6-tvis-shesrulebis-mimokhilva-1h9j6q7q5jej54g
🔗 დოკუმენტის ბმული PDF ფორმატში იხილეთ კომენტარში