განათლებისა და კულტურის კომისია - თბილისის საკრებულო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • განათლებისა და კულტურის კომისია - თბილისის საკრებულო

განათლებისა და კულტურის კომისია - თბილისის საკრებულო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from განათლებისა და კულტურის კომისია - თბილისის საკრებულო, Government Organization, თავისუფლების მოედანი N2, Tbilisi.

The Education and Culture Commission of the Tbilisi City Municipal Assembly develops relevant programs and draft legal acts and conclusions in order to pursue a unified state policy in the field of education and culture.

27/08/2026
თბილისის საკრებულოს ორი კომისიის - განათლებისა და კულტურის კომისიის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ერთობლივ...
07/08/2026

თბილისის საკრებულოს ორი კომისიის - განათლებისა და კულტურის კომისიის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართა, რომელსაც განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ნიჟარაძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი უძღვებოდა.

გაერთიანებულ სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს ლევან მიქავას მოუსმინეს, რომელმაც დედაქალაქის 2026 წლის თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.

თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი იზრდება ჯამში 26 მილიონ 498 ათასი ლარით და შეადგენს 2 მილიარდ 663 მილიონ 350 ათას ლარს. წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონის გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები.

სხდომაზე კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის ცვლილებების ფარგლებში კვლავ პრიორიტეტად რჩება სპორტის და ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტები. მათი თქმით, 2026 წელს გაგრძელდება სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა, სპორტული დაწესებულებების მშენებლობა, რეკონსტრუქცია. ასევე, განათლებისა და კულტურის სფეროების მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების წარმატებით განხორციელებას.

დღესვე კომისიის სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის რიგი უფლებამოსილებების დელეგირების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ წარადგინა.

კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

27/07/2026

თბილისის საკრებულოს სამთო-სათხილამურო კურორტების მართვის სფეროში მსოფლიო ლიდერი Tatry Mountain Resorts (TMR) სტუმრობდა.

📢თბილისის საკრებულოს დღეს სამთო-სათხილამურო კურორტების მართვის სფეროში მსოფლიო ლიდერი Tatry Mountain Resorts (TMR) სტუმრ...
24/07/2026

📢თბილისის საკრებულოს დღეს სამთო-სათხილამურო კურორტების მართვის სფეროში მსოფლიო ლიდერი Tatry Mountain Resorts (TMR) სტუმრობდა.

სლოვაკური კომპანიიის წარმომადგენელები, რომელიც ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ჯგუფად მიიჩნევა საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. მათი მიზანია ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გაცნობა, არსებული ბიზნეს შესაძლებლობების შეფასება ამასთანავე „ჯინო ჰოლდინგის“ საქმიანობისა და მიმდინარე პროექტებისა შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება.

ბექა ოდიშარიამ შეხვედრის მონაწილეებს თბილისის განვითარების პრიორიტეტებზე, ქალაქის საინვესტიციო შესაძლებლობებსა და საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მისი თქმით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს თბილისის საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარმოჩენას, ახალი პარტნიორების მოზიდვასა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.

დელეგაციას ხელმძღვანელობდა იგორ რატაი, Tatry Mountain Resorts-ის დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. იგი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის ერთ-ერთ წამყვან ბიზნესლიდერად მიიჩნევა. მისი ხელმძღვანელობით TMR მრავალეროვნულ კომპანიად ჩამოყალიბდა და დღეს ოთხ ევროპულ ქვეყანაში მართავს სამთო -სათხილამურო კურორტებს, სასტუმროებსა და დასასვენებელ ინფრასტრუქტურას.

შეხვედრა საქმიანი დიალოგის ფორმატში გაიმართა და მხარეებმა საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება კი სამთო- სათხილამურო კურორტების განვითარების, მართვის თანამედროვე პრაქტიკისა და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას დაეთმო

15/07/2026

თბილისის საკრებულოსა და სს „ჯინო ჰოლდინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით მოეწერა.

თბილისის საკრებულოსა და სს „ჯინო ჰოლდინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საკრებულოს გ...
14/07/2026

თბილისის საკრებულოსა და სს „ჯინო ჰოლდინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით მოეწერა.

ღონისძიება საკრებულოს განათლებისა და კულტურის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ გახსნა, მისასალმებელ სიტყვაში გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა და ქალაქის სასიკეთოდ თანამშრომლობის სურვილის გამოვლინებაა.

„ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ აღნიშნა საამაყოა, როდესაც მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის სულ სხვა და უფრო მჭიდრო ეტაპი იწყება. მუნიციპალიტეტის, მერიის, საკრებულოს, გამგეობებისა და მაჟორიტარი დეპუტატების თანამშრომლობა „ჯინო ჰოლდინგთან“ და მრავალი სოციალური და სხვა სახის პროექტის ერთობლივად განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. წარმატება მინდა ვუსურვო ყველას, ვინც ამ ქალაქში სიკეთეს თესავს“,- განაცადა ნოდარ გიორგაძემ საკრებულოში.

მემორანდუმის მიზანი საკრებულოსა და „ჯინო ჰოლდინგს“ შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ჰოლდინგის საგანმანათლებლო პროექტებში განსაკუთრებული და შეღავათიანი პირობების უზრუნველყოფა და კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული, საქველმოქმედო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით მხარეთა კოორდინირებული თანამშრომლობის ხელშეწყობაა.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, „ჯინო ჰოლდინის“ წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის ქუჩის N13-ში, თბილისის N14 საბ...
14/07/2026

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის ქუჩის N13-ში, თბილისის N14 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის დაწყების ღონისძიებას დაესწრო.

მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორ გურამ ოქროპირიძესთან ერთად ჩადო.

პროექტის მიხედვით, ახალი ბაღი 250-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. ბაგა-ბაღის ტერიტორია 3 420 კვადრატული მეტრია, სადაც აშენდება თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შენობა და უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოების ყველა სტანდარტი.

13/07/2026

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.

Address

თავისუფლების მოედანი N2
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 09:00 - 18:00
Sunday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when განათლებისა და კულტურის კომისია - თბილისის საკრებულო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to განათლებისა და კულტურის კომისია - თბილისის საკრებულო:

Shortcuts

Share