05/06/2026
🚀“საქართველოს ინოვაციების ჰაბი სან-ფრანცისკოში წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც საქართველოსა და სილიკონ ველის ინოვაციურ ეკოსისტემებს დააკავშირებს”. – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სან-ფრანცისკოში, ინოვაციების ჰაბის BRID.GE ოფიციალურ გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.
📌GITA-ს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ინოვაციების ჰაბის შექმნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სააგენტოს მიზანია, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ ქართველი მეწარმეებს, მკვლევარებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს, რათა ისინი წარმატებით ინტეგრირდნენ გლობალურ ეკონომიკაში.
🚀BRID.GE წარმოადგენს საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველ ქართულ ინოვაციების ჰაბს, რომელიც ქართველი სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის, გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო ინვესტორებთან პირდაპირი წვდომის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
👉იხილეთ ვრცლად: https://shorturl.at/dXl9W
#იდეაქმნისმომავალს🚀