თბილისის განვითარების ფონდი / Tbilisi Development Fund

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის განვითარების ფონდი / Tbilisi Development Fund

თბილისის განვითარების ფონდი / Tbilisi Development  Fund Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from თბილისის განვითარების ფონდი / Tbilisi Development Fund, Government Organization, Zubalashvili Street 20, Tbilisi.

26/08/2026

რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე პირველი სექტემბრიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება.

08/08/2026
05/08/2026

ისტორიულ სახლს თაბუკაშვილის N51-ში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

05/08/2026

დღეს, დიღმის მასივის I კვარტლის N14ა-ში მცხოვრებ მოსახლეობასთან, ნოტარიუსსა და იუსტიციის სახლში, ფართების ჩანაცვლების ხელშეკრულებების გაფორმება დაიწყო.

ძველი, 9-სართულიანი ავარიული შენობის ადგილას თანამედროვე, 21-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. პროექტის ფარგლებში, 134 მესაკუთრეს ბინები სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემა.

მოსახლეობასთან მოლაპარაკების პროცესში აქტიურად იყო ჩართული დიდუბის რაიონის გამგეობა, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები დროებით ქირით ჰყავს გაყვანილი.

ადგილზე ადგილობრივ მცხოვრებლებს თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე გიორგი ბზიშვილი, დიდუბის რაიონის გამგებლის მოადგილე მამუკა ვეკუა და ფონდის თანამშრომლები შეხვდნენ.

მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს 00:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში საგზაო მოძრაობა...
31/07/2026

მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს 00:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე - სულხან-საბას ქუჩის კვეთიდან ინგოროყვას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

ავტომობილები შემოვლას შეძლებენ ივანე მაჩაბლის, გიგა ლორთქიფანიძის, პაოლო იაშვილისა და პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩების გამოყენებით. ასევე, ლეონიძის ქუჩაზე მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ავტომანქანებით გადაადგილება დროებით შესაძლებელი იქნება სულხან-საბას ქუჩაზე.

აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ავტობუსები - N316, 324, 364, 374, 380, 382, 383, 390 და მიკროავტობუსები - N408 და 541) ლეონიძის ქუჩიდან იაშვილის ქუჩის მიმართულებით მაჩაბლისა და ლორთქიფანიძის ქუჩების გამოყენებით გადაადგილდება, რის შემდეგაც დადგენილი მარშრუტით იმოძრავებს.

📍თბილისის განვითარების ფონდი, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ვარკეთილის მე-3 მასივის მე-4 კვარტალში,...
17/07/2026

📍თბილისის განვითარების ფონდი, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ვარკეთილის მე-3 მასივის მე-4 კვარტალში, N6 კორპუსის ადგილზე ახალ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს.

პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა ძველი, 4-სართულიანი ავარიული შენობის სრული დემონტაჟი. მის ნაცვლად შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 10-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ჯამში 36 ოჯახს უზრუნველყოფს ახალი, სრულიად უსაფრთხო საცხოვრებელი ფართით.

🏗️ამ ეტაპზე სამშენებლო მოედანზე აქტიური სამუშაოები დასკვნით ფაზაშია და პარალელურად მიმდინარეობს:
✅ ფასადის მოპირკეთება და მოაჯირების მონტაჟი;
✅ შიდა ტიხრების მოწყობა თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციებით;
✅ კაფელ-მეტლახის დაგება;
✅ ელექტროგაყვანილობისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების (მილების) მონტაჟი;

სამშენებლო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით კომპანია შპს „ბიქეი ქონსთრაქშენი“ ასრულებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 9,430,385 ლარს შეადგენს.

დღეს სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი თამაზ ალიბეგაშვილი, დირექტორის მოადგილეები დავით ფაჩულია და გიორგი ბზიშვილი, ფონდის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.

სამუშაოები ხორციელდება დედაქალაქის ურბანული განახლების პროგრამის ფარგლებში, რომლის მთავარი მიზანია ავარიული საცხოვრებელი ფონდის ჩანაცვლება უსაფრთხო, გამართული და ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურით.

06/06/2026
06/06/2026

თბილისის მერიამ სიონში რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე, ტაძრის ირგვლივ სამშენებლო ხარაჩოების მოწყობა მიმდინარეობს.

არსებული მდგომარეობით დაზიანებულია ტაძრის გადახურვა და სამრეკლო, რის გამოც მოსული ნალექი აზიანებს კედლებს და საფრთხეს უქმნის ტაძარში არსებულ ფრესკებს. ტაძრის აღნიშნულ ნაწილს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ტაძარი და მისი სამრეკლო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლს წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნულ პროექტს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.

მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 1 220 000 ლარს შეადგენს.

Address

Zubalashvili Street 20
Tbilisi
0108

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322470014

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის განვითარების ფონდი / Tbilisi Development Fund posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to თბილისის განვითარების ფონდი / Tbilisi Development Fund:

Shortcuts

Share