TESC

TESC Assisting Tbilisi-based entrepreneurs in becoming efficient.

11/02/2016

ალექსანდრე მარგიშვილი სომელიეთა გადამზადების კურსის შესახებ გადაცემაში "იმედის დილა".

09/02/2016

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ დაფინანსებით დაწყებული სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი ცენტრის, “OkTopUs“-ის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

ახალ სავარჯიშო-გამაჯანსაღებელ ცენტრს შპს „ფიტამინი“ გახსნის, რომლის განაცხადი შესაბამისმა კომისიამ გასული წლის დეკემბერში განიხილა და დააკმაყოფილა. პროგრამის შესაბამისად, ბენეფიციარმა 70000 ლარი მიიღო ძირითადი საშუალებების ხარჯების თანადაფინანსებისთვის. ცენტრის გახსნის შემდეგ შპს „ფიტამინი“, ასევე, ისარგებლებს ფართის იჯარისა და სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტებით. სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი ცენტრი გათვლილია 2 000 მომხმარებელზე. ცენტრი 1,425 კვ.მ. ფართობზე განთავსდება და შექმნის 20 მუდმივ სამუშაო ადგილს. ცენტრის გახსნის შემდეგ, თბილისის მერიის მიერ შერჩეული მოწყვლადი ჯგუფების 50 წარმომადგენელი მომსახურებაზე მინიმუმ 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, პროექტის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სპეციალური შეღავათები გაკეთდება.

„აღნიშნული პროექტი სოციალური დაცვის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. ფიზიკური დატვირთვის მიღება ხელმისაწვდომი გახდება მოწყვლადი ჯგუფებისთვისაც. როგორც ხედავთ, უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. პროექტის დასრულება და გახსნა აპრილის ბოლოსთვის არის ნავარაუდევი“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

მუნიციპალური პროგრამის ძირითადი მიზანია ბიზნეს საქმიანობის მხარდაჭერის გზით ახალი გამაჯანსაღებელი ცენტრების შექმნისა და არსებული გამაჯანსაღებელი ცენტრების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, მოწყვლადი ჯგუფებისთვის სავარჯიშო-გამაჯანსაღებელი მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და თბილისში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

სანდრო ეულის N7-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერთან ერთად, „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე მარგიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა დაათვალიერეს.

08/02/2016

#ღვინისექსპორტი2016 #ექსპორტი2016 #ქართულიღვინო2016

08/02/2016

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი

"თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" მხარდაჭერით სომელიეთა გადამზადების კურსი მიმდინარეობს. სიუჟეტი ტელეკომპანია "...
08/02/2016

"თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" მხარდაჭერით სომელიეთა გადამზადების კურსი მიმდინარეობს. სიუჟეტი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "დილა მშვიდობისა, საქართველო!"

ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ მხარდაჭერით „საქართველოს სომელიეთა ასოციაცია“ 2016 წლის 6 თებერვლიდან 29 აპრილის ჩათვლით სომელიეს პროფესიის...

08/02/2016

ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ მხარდაჭე

05/02/2016
05/02/2016
05/02/2016

თბილისის მერია, ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდთან ერთად, მასშტაბური პროექტის - „ახალი ტფილისი“ განხორციელებას იწყებს. პროექტის პირველი ეტაპი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად საზოგადოებას ილიას ბაღში, „გარდენ ჰოლში“ წარუდგინა.

,,პროექტი მართლაც რომ უნიკალურია თავისი შინაარსით, მოცულობითა და იმ სარგებლით, რომელსაც მისი განხორციელებით თბილისი, თბილისელები და დედაქალაქის თითოეული სტუმარი მიიღებს. პროექტი „ახალი ტფილისი“ მოიცავს თბილისის ძველი უბნების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას. დიახ, „ახალი ტფილისი“ ნიშნავს ქალაქში ახალი მასშტაბური საზოგადოებრივ-რეკრეაციული სივრცეების გაჩენას, ახალი ტურისტული მოედნების-გალერეების მოწყობას, ისტორიული უბნების არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებასა და განვითარებას. პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. უკვე მიმდინარეობს ღვინის აღმართისა და გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაცია. დღეს კი დაიწყო დავით აღმაშენებლის გამზირის, კერძოდ მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრუკენის მოედნამდე არსებული ტერიტორიის და მშრალი ხიდის მიმდებარე არეალის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირის, კერძოდ, აღმაშენებლის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე, მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება. აღნიშნულ არეალში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 47 საცხოვრებელ სახლს, სადაც უმეტესწილად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, სრული რეაბილიტაცია, რესტავრაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. ქუჩაზე მთლიანად შეიცვლება საინჟინრო და საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ინფრასტრუქტურა, გამაგრდება და პირვანდელი სახით აღდგება ისტორიული შენობა-ნაგებობები, განახლდება გამზირის იერსახე - საფეხმავლო და სამანქანო სავალი ნაწილის საფარი, მოეწყობა გადასასვლელები, მოპირკეთდება ქუჩა, დამონტაჟდება ახალი განათების სისტემა და მანიშნებლები, გამწვანდება ტერიტორია.

ამასთან, აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შემდეგ ტერიტორია სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

რეაბილიტაციის შედეგად, დავით აღმაშენებლის გამზირის აღნიშნულ არეალში მცხოვრებ მოსახლეობას საგრძნობლად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები.
პროექტის განხორციელება გამოიწვევს ტურისტული ნაკადების ზრდას, რაც ქალაქის ეკონომიკური სიძლიერის გარანტია.

რაც შეეხება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიას, პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა 9 მარტისა და „დედა ენის“ სახელობის ბაღები და მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნულ ბაღებს შორის მოეწყობა მიწისქვეშა საფეხმავლო გადასასვლელი - გალერეა, სავაჭრო დახლები, ტერასა. მოწესრიგდება საფეხმავლო ზონა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე 800-მდე ადამიანი დასაქმდება.

პროექტი „ახალი ტფილისის“ პირველი ეტაპი 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.

#ახალიტფილისი

05/02/2016

► ავიაკომპანია ,,ვიზეარი“ მუდმივად განათავსებს ერთ თვითმფრინავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.

► ავიაკომპანია ამჟამად წარმოდგენილია 23 აეროპორტში და ასრულებს ფრენებს 400 მიმართულებით, რითაც აკავშირებს 38 ქვეყნის 188 აეროპორტს.

#ავიარეისები #ტურიზმი2016 #ეკონომიკა2016

01/02/2016

„თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრსა“ და „საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციას“ შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ცენტრსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა და კოორდინირებული მუშაობა ბიზნესის განვითარ…

01/02/2016

1 თებერვალს „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრსა“ და

Address

89/24 Aghmashenebeli Avenue
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 10:00 - 19:00
Sunday 09:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when TESC posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share