23/06/2026
26 მაისს, კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში, ჩავატარეთ სამუშაო შეხვედრა/სემინარი სტუდენტებისთვის, სახელწოდებით: "ერთი დღე ბიბლიოთეკაში: ტრადიციიდან ინოვაციამდე".
ჩვენ მიზანი იყო, გვეჩვენებინა სტუდენტებისთვის, რომ ბიბლიოთეკა არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც დროსთან ერთად იცვლება.
შეხევდრაზე გვქონდა შემდეგი აქტივობები:
ტური ბიბლიოთეკაში: სტუდენტებმა დავათვალიერეს უნიკალური ხელნაწერები და რარიტეტები, რომლებსაც ყოველდღე ვერ ნახავთ. გავაცანით საუკეთესო უახლესი გამოცემები;
წიგნის გზა: გავაცანით პროცესი, რომელიც წიგნის შერჩევიდან მაგიდამდე მოსვლამდე სრულდება;
ბიბლიოთეკის როლი და მნიშვნელობა: გავაცანით ბიბლიოთეკის ისტორიული განვითარება_ მონასტროდან ინფორმაცულ ლაბამდე.
AI_ი ჩემს სასრგებლოდ: ვისწავლით, როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი პრეზენტაციების ასაწყობად, ვიზუალების შესაქმნელად და სამეცნიერო წყაროების დასამუშავებლად;
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საფეხურის 5 სტუდენტმა, ვინც შეავსო სარეგისტრაციო ფორმა და გამოხატა სურვილი სამუშაო შეხვერაში მონაწილეობის მიღებისა. შეხვედრის ბოლოს გადავეცით სერტიფიკატები.
ეს დღე ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. ვფიქრობთ სტუდენტებსაც კარგად დაამახსოვრდებათ. რაც მთავარია მათ სულ სხვა თვალით დაინახეს ბიბლიოთეკარის სამუშაო პროცეში, რაც ხშირად უხილავი რჩება.
ახალი სასწავლო წლიდან კვლავ ვგეგმავთ საინტერესო შეხვედრებს.