კახეთი • ძლიერი საქართველო

  • Home
  • Georgia
  • Telavi
  • კახეთი • ძლიერი საქართველო

კახეთი • ძლიერი საქართველო ძლიერი საქართველოს კახეთის ორგანიზაციის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი

სიღნაღში "ძლიერი საქართველო - ლელო"-ს ადგილობრივი ლიდერები სოფლებში მოსახლეობს პრობლემებს გაეცნენ"ძლიერი საქართველო - ლე...
11/08/2026

სიღნაღში "ძლიერი საქართველო - ლელო"-ს ადგილობრივი ლიდერები სოფლებში მოსახლეობს პრობლემებს გაეცნენ

"ძლიერი საქართველო - ლელო"-ს ადგილობრივი ლიდერები - სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გოჩა ფხოველიშვილი და პარტიის ერთ-ერთი ადგილობრივი ლიდერი ნოდარ ვარდიაშვილი სოფლების - ჭოტორის, ქვემო ბოდბეს, ვაქირის და ქვემო ნუკრიანის (კალოები) მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.

ქვემო ბოდბეში მოსახლეობა წყლის პრობლემაზე წუხს და წყალმომარაგების მოგვარებას ითხოვს.

ჭოტორში იყო შეტყობინება, რომ სოფლის ზედა ნაწილში წყალი არ ჰქონდა მოსახლეობას, თუმცა ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ პრობლემა ამ ეტაპზე მოგვარდა.

რაც შეეხება ვაქირს, აქ გზის კეთება დაიწყეს და შემდეგ მშენებლობა შეჩერდა. ვინაიდან გზა არ არის დასრულებული, შესაბამისად არ არის სანიაღვრე, რის გამოც წვიმის დროს შიდა გზებიდან ნიაღვარს ქვა და ღორღი ცენტრალურ გზაზე ჩამოაქვს, რაც მოძრაობას აფერხებს. მოსახლეობა ითხოვს სამუშაოები რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

წყლის პრობლემაა ქვემო ნუკრიანში (კალოები), სადაც მოსახლეობა აცხადებს, რომ პრაქტიკულად იმედიც აღარ აქვთ, რომ რომელიმე ხელისუფლება ამ პრობლემას მოაგვარებს.

"ლელოს" ადგილობრივი ლიდერები დაპირდნენ მოსახლეობას, რომ ამ პრობლემებს ხელისუფლებამდე მიიტანენ.

08/08/2026

სტიქიით დაზარალებულმა ახალგაზრდა მეფუტკრემ, გიორგი ციბაძემ, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მხარდაჭერით, 15 ახალი სკა შეიძინა.

პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები სოფელ კისისხევში ჩავიდნენ და 12 ივლისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ციბაძეების ოჯახი მოინახულეს.

საკრებულოს დეპუტატის, ლევან ბერძენაშვილის ინიციატივით, მათ მხარდასაჭერად, სპეციალური ანგარიში გაიხსნა და მეურნეობის აღდგენას აქტიურად შეეწყო ხელი.

მხარდაჭერის ფარგლებში, გიორგი ციბაძემ 15 ახალი სკა შეიძინა, რომლებსაც ფუტკრის შემდგომი გამრავლებისთვის გამოიყენებს.

მისი თქმით, მეურნეობის სრულად აღდგენას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.

17 წლის ფერმერს 12 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგად, ადიდებულმა კისისხევმა 40 სკა ფუტკარი გაუნადგურა.

07/08/2026

ხვიჩა კუზიბაბაშვილი : მუნიციპალიტეტში ე.წ. ღვარცოფული მდინარეების კალაპოტები სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს. სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული, რაც მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია”

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრმა “ძლიერი საქართველო - ლელოდან” ხვიჩა კუზიბაბაშვილმა ე.წ. ღვარცოფული მდინარეების კალაპოტების ნაპირსამაგრი და გაწმენდის სამუშაოების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სამუშაოები უხარისხოდ კეთდება.

“მე თვითონ ვნახე მდინარე მაწიმის სანაპირო ზონაში ნაპირაღდგენითი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების შემდეგ რა მდგომარეობაა ადგილზე: გათვალისწინებული იყო ბეტონის ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა, გაბიონები და სხვა საჭირო სამუშაოები, რაზეც მილიონამდე ლარი დაიხარჯა, მაგრამ შესრულებული სამუშაოების ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს.

იგივე ხდება ლაგოდეხისხევის გასწვრივ. ესეც ღვარცოფული მდინარეა და მას პირველი კატეგორია აქვს მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, თუმცა, მიუხედავად წლიდან წლამდე დახარჯული სახსრებისა, არც ლაგოდეხისხევზე, არც შრომისხევზე, სამუშაოები ხარისხიანად არ შესრულებულა და არსებობს საფრთხე, რომ მოვარდნილმა წყალმა მიმდებარე ტერიტორიები წალეკოს”.

ხვიჩა კუზიბაბაშვილმა ამ და სხვა ღვარცოფულ მდინარეებზე არსებული მდგომარეობის შესწავლა, ტენდერის პირობების გადახედვა და შემსრულებელი კომპანიის მიმართ სათანადო ზომების მიღება და ახალი სამუშაოების დაგეგმვა მოითხოვა, რომლის ხარისხი სათანადოდ გაკონტროლდება.

07/08/2026

რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წლისთავზე, აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ზურაბ ბალაშვილის ხსოვნას მის მშობლიურ სოფელ ნაფარეულში „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს.

პარტიის თელავის ორგანიზაციის წევრებმა გმირის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ზურაბ ბალაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში 1981 წელს დაიბადა. ის 2008 წლის აგვისტოს ომში, 27 წლის ასაკში დაიღუპა.

18 წლის ბალაშვილმა ერთწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა, რის შემდეგაც სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობდა. 2002 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო გახდა და მსახურობდა ერაყშიც.

2008 წლის 9 აგვისტოს, სოფელ ნიქოზზე განხორციელებული რუსული საავიაციო შეტევის დროს, კაპრალ ზურაბ ბალაშვილს კასეტური ბომბის ნამსხვრევი მოხვდა და სასიკვდილოდ დაიჭრა.

სიკვდილის შემდეგ, გმირს სამხედრო მამაცობისთვის მედალი გადაეცა.

04/08/2026

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას, რომელთა შორის 2026 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თემაც იყო, დებატები მოჰყვა.

მერიის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც ბიუჯეტის მოცულობის განსაზღვრასა და თანხების გადანაწილებას ითვალისწინებდა, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ დეპუტატმა გააკრიტიკა.

ლევან ბერძენაშვილმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტში არსებულ მძიმე გამოწვევებსა და პრიორიტეტების არასწორად გადანაწილებაზე.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე სტიქიისა და მოსახლეობის წინაშე არსებული კრიტიკული პრობლემების ფონზე, თანხების ნაწილი არაპროფილურად იხარჯება.

მისი თქმით, ხევების დროულად არ გაწმენდა და წყალსატევი ნაგებობების მოწყობის დაგვიანება, მოსახლეობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის, განსაკუთრებით თელავში 12 ივლისის სტიქიური უბედურების შემდეგ. დეპუტატმა თქვა, რომ არსებული რესურსები შედეგების ლიკვიდაციასა და მოსახლეობის უსაფრთხოებას უნდა მოხმარდეს და არა სპორტული ინფრასტრუქტურისა თუ სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსებას.

სხდომაზე განხილულ იქნა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, მუყაოსა და ქაღალდის საპრესი დანადგარისა და ელექტროდამტვირთველი აპარატის სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის მიზნით. ლევან ბერძენაშვილის თქმით, არსებობს ამ ტექნიკის ადგილზე ამუშავების შესაძლებლობა და ის თელავს რეალურად სჭირდება.

“ლელო-ძლიერი საქართველოს” დეპუტატმა კითხვები დასვა მუნიციპალიტეტში არსებულ სახელფასო პოლიტიკაზე, ბანკში არსებულ ნაშთებსა და ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის გზების რეაბილიტაციის შეფერხების საკითხებზე.

ლევან  ბერძენაშვილი: “სტიქიის შედეგად დაზარალებული მევენახეები კვლავ დახმარების გარეშე რჩებიან”“ძლიერი საქართველო - ლელო...
30/07/2026

ლევან ბერძენაშვილი: “სტიქიის შედეგად დაზარალებული მევენახეები კვლავ დახმარების გარეშე რჩებიან”

“ძლიერი საქართველო - ლელოს” თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი ლევან ბერძენაშვილი აცხადებს, რომ ოთხი სოფლის - წინანდლის, კისისხევის, კონდოლისა და კურდღელაურის, სტიქიის შედეგად განადგურებული ვენახები და შესაბამისად, მევენახეები, დღემდე ხელისუფლების ყურადღების მიღმა რჩებიან. გარდა იმისა, რომ ჰექტრობით მიწა უნდა გაიწმინდოს, ვენახები პრაქტიკულად თავიდან უნდა გაშენდეს, რაც მოსახლეობისთვის ხელმიუწვდომელ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
“საჭიროა ამ ადამიანებს სახელმწიფო დაეხმაროს, ისევე, როგორც მათ, ვისაც სხვა სახის კერძო ქონება გაუნადგურდა ან დაუზიანდა. ვენახი ამ სოფლების მოსახლეობის ძირითადი შემოსავალია და ხალხის შემოსავლის გარეშე დატოვება დაუშვებელია”, - განაცხადა ლევან ბერძენაშვილმა.

მას შემდეგ რაც “ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერები არაერთგზის ჩავიდნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის  სოფელ ერისიმედში და მოსა...
21/07/2026

მას შემდეგ რაც “ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერები არაერთგზის ჩავიდნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში და მოსახლეობის პრობლემებზე საინფორმაციო საშუალებებში პირდაპირ ეთერში ისაუბრეს, ხელისუფლებამ ამ სოფელში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაწყება დააანონსა.

ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

საზღვრისპირა ერისიმედში პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე და გენერალური მდივნის მადგილე ოთარ ფარულავა იმყოფებოდნენ.

როგორც ფონდის განცხადებაშია ნათქვამი, აღდგენითი და ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება. სხვა პროექტებთან ერთად საუბარია ახალი სკოლის და საბავშვო ბაღის მშენებლობაზე.

ფონდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ განხორციელებული პროექტები სოფლის უსაფრთხოებისა და განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის.

როგორც ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, კახეთის პოლიტიკურმა კურატორმა ფიქრია ჩიხრაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, სწორედ ესაა ოპოზიციის დანიშნულება : გამოავლინოს პრობლემები, რომლებიც მოსახლეობის წინაშე დგას და მათზე მიუთითოს ხელისუფლებას. მან ასევე აღნიშნა, რომ “ძლიერი საქართველო-ლელო” აუცილებლად დააკვირდება რამდენად შეასრულებს ხელისუფლება დანაპირებს. “სოფელი ერისიმედი კვლავ იქნება ჩვენი ყურადღების ცენტრში, ” - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

“ძლიერი საქართველო - ლელოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის,  ფიქრია ჩიხრაძის ჩართვა თელავიდან.ხალხის პრობლემების კვალდაკვალ. 👇...
20/07/2026

“ძლიერი საქართველო - ლელოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ფიქრია ჩიხრაძის ჩართვა თელავიდან.
ხალხის პრობლემების კვალდაკვალ. 👇

https://youtu.be/4JYAO5C4Qpo

"ვერ იტყვი ვერცერთ პრობლემას, რომელიც არის მოგვარებული და რომლის გა...

„ძლიერი საქართველო ლელოს“ თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრი ლევან ბერძენაშვილი სტიქიით დაზარალებული ...
15/07/2026

„ძლიერი საქართველო ლელოს“ თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრი ლევან ბერძენაშვილი სტიქიით დაზარალებული სოფლების მოსახლეობისათვის დაუყოვნებლივ დახმარებას ითხოვს.

ბერძენაშვილის განცხადებით, 13 ივლისს, გუნდის წევრებთან ერთად, იმყოფებოდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, სადაც წინა დღეს მოსულმა უხვმა ნალექმა და ღვარცოფმა ათეულობით ჰექტარი ვენახი და ერთწლიანი კულტურები გაანადგურა.

მისი თქმით, ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოსახლეობას მძიმე ტექნიკის მობილიზება, მდინარის კალაპოტის გაწმენდა და სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარება სჭირდება.

“მოსახლეობა ითხოვს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მდინარის კალაპოტის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება, რათა შეძლონ საკუთარ ნაკვეთებთან მისვლა, ასევე ზარალის დათვლა და შესაბამისი კომპენსაციის მიღება“, - აცხადებს ბერძენაშვილი.

მისივე ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია არა მხოლოდ წინანდალი, არამედ სოფელ კურდღელაურის, გულგულისა და სხვა სოფლების ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც.

ოპოზიციონერი თელავის მუნიციპალიტეტის მერიას, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულს და სტიქიის სალიკვიდაციო შტაბს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და დაზარალებულ მოსახლეობას დროულად აღმოუჩინონ დახმარება.

“ძლიერი საქართველო - ლელოს” წარმომადგენლები, თელავიდან აცხადებენ, რომ მიმდებარე სოფლებში ვენახები პრაქტიკულად განადგურდა...
14/07/2026

“ძლიერი საქართველო - ლელოს” წარმომადგენლები, თელავიდან აცხადებენ, რომ მიმდებარე სოფლებში ვენახები პრაქტიკულად განადგურდა

“ძლიერი საქართველო - ლელოს” წარმომადგენლები გიორგი სიორიძე, ოთარ ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალებულ თელავში რამდენიმე დღე იმყოფებოდნენ და მოსახლეობას ეხმარებოდნენ, აცხადებენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის ჰექტრობით ვენახები პრაქტიკულად სრულად განადგურდა. მათი თქმით, ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები ქალაქში, ხოლო ამ ვენახების ბედი გაურკვეველია.

ბექა ბერიძიშვილი : ”როგორც მევენახეები ამბობენ, ამ ტერიტორიების გაწმენდა თითო ჰექტარზე დაახლოებით 20-30 ათასი ლარი დაჯდება და სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე ამ სამუშაოების ჩატარებას ისინი ვერ გაწვდებიან. საერთოდ, გაურკვეველია, ამ ტერიტორიაზე ხელახლა იქნება შესაძლებელი ვენახების გაშენება თუ არა. ძალიან დამთრგუნველი სიტუაციაა, რადგან ულამაზესი და მოვლილი ვენახების ნაცვლად აქ მხოლოდ ღორღი, ნატანი მასალა, მოგლეჯილი ხეები და ტოტებია”.

გიორგი სიორიძის განცხადებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბში აცხადებენ, რომ პირველ რიგში ქალაქს მიხედავენ, ხოლო ვენახების თემას მოგვიანებით მიუბრუნდებიან: “ქალაქზე არანაკლებად მძიმე სიტუაციაა კურდღელაურის, კონდოლის, წინანდლის ვენახებში არათუ წლევანდელ, არამედ მომდევნო წლების მოსავალზეც აღარ არის ლაპარაკი. ეს ხალხი სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გააკეთებს. უნდა შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელიც ამ თემაზე იმუშავებს” .

ოთარ ფარულავას განცხადებით მევენახეები დიდი ხანია ითხოვდნენ დამბის გაკეთებას კისისხევზე: “მევენახეებს ვესაუბრეთ და გვითხრეს, რომ დამბების საკითხი არაერთხელ დადგა დღის წესრიგში, მაგრამ ვერასოდეს ამისთვის ვერ გამოიყო თანხები არც სახელმწიფო, არც ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.”

იგივეს ადასტურებს “ძლიერი საქართველო - ლელოს” თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საკრებულოს წევრი ლევან ბერძენაშვილი, რომელიც თბილისიდან ჩასულ ჯგუფთან ერთად სტიქიის შედეგებით დაზარალებულთა პრობლემებს ეცნობოდა და ადგილზე დახმარებას უწევდა. “თვითონ თელავის ხევის სათავის გაწმენდის აუცილებლობაზე მეც დავაყენე საკითხი საკრებულოზე, მაგრამ უყურადღებოდ დატოვეს ეს ამბავი. წლიდან წლამდე ხომ ვხედავთ ძლიერი წვიმების დროს სად იქმნება პრობლემები. ხომ შეიძლება ამ პრობლემებს დროულად მივხედოთ,“ - აცხადებს ლევან ბერძენაშვილი.

Address

თეიმურაზ ბაგრატიონის ქუჩა N24
Telavi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კახეთი • ძლიერი საქართველო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to კახეთი • ძლიერი საქართველო:

Shortcuts

Share