ვაკანსიები - კახეთი

ვაკანსიები - კახეთი დასაქმება

📢📢📢 ვაკანსიაა ბარისტას პოზიციაზე☕☕☕ანაზღაურება-1200 ლარიდეტალებზე მოგვწერეთ 💌 ან მობრძანდით 📍 ქ.თელავი, აღმაშენებლის N41...
24/08/2026

📢📢📢 ვაკანსიაა ბარისტას პოზიციაზე☕☕☕
ანაზღაურება-1200 ლარი
დეტალებზე მოგვწერეთ 💌 ან მობრძანდით 📍 ქ.თელავი, აღმაშენებლის N41 ა

10/08/2026

მოგესალმებით, ვისაც გსურთ დასაქმება საწყობში მაღაზიაში გელით☺️
რეგიონი - კახეთი
მუნიციპალიტეტი - გურჯაანი
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 8 საათიანი სამუშაო
ანაზღაურება: 750 ლარი + 250 ლარი დანამატი
მსურველები დაგვიკავშირდით ნომერზე : 599258528

🌴🍸🗝️🛎️ თელავთან მდებარე სასტუმრო აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:დაცვის თანამშრომელიინჟინერ -ტექნიკოსიგარე სივრცის...
06/08/2026

🌴🍸🗝️🛎️ თელავთან მდებარე სასტუმრო აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
დაცვის თანამშრომელი
ინჟინერ -ტექნიკოსი
გარე სივრცის დიასახლისი
მზარეულის დამხმარე
ჭურჭლის მრეცხავი
📍💌 დეტალებზე მოგვწერეთ ან გვეწვიეთ მისამართზე: ქ.თელავი, აღმაშენებლის 41 ა

31/07/2026

🚀 უფასო ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო,
კურსები მოიცავს 4 მიმართულებას:
პერსონალურ, ციფრულ, ენობრივ და სამეწარმეო უნარების განვითარებას.
💻 სწავლება სრულად დისტანციურია და ფინანსდება სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ.
ონლაინ ფორმატი ქმნის შესაძლებლობას რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის და არა მხოლოდ მათთვის პროფესიული სწავლება გახდეს ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი.
✅ ციფრული კომპეტენცია ( სწავლების ხანგრძლივობა 1 თვე)
✔️კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია Microsoft Office (Word, Excel, PowerPoint) პროგრამების შესწავლა, Google-ის სისტემის ეფექტური გამოყენება, ინფორმაციის მოძიებისა და ციფრული უსაფრთხოების საფუძვლები.
✅ მულტილინგვური კომპეტენცია (ინგლისური ან გერმანული ენა – A1–A2, სწავლის ხანგძლივობა 3 თვე)
✔️ კურსი მოიცავს ინგლისური ან გერმანული ენის საუბრის, მოსმენის, კითხვისა და წერის უნარების განვითარებას ყოველდღიური და პროფესიული კომუნიკაციისთვის.
✅ პერსონალური და სოციალური კომპეტენცია (სწავლების ხანგძლივობა 5 დღე )
✔️კურსის ფარგლებში შეისწავლება პრეზენტაციისა და გასაუბრების ტექნიკები, რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის მომზადება, ეფექტური კომუნიკაციის საფუძვლები და გუნდური მუშაობის პრინციპები.
✅ სამეწარმეო კომპეტენცია (სწავლის ხანგძლივობა 1 თვე)
✔️კურსი მოიცავს ბიზნეს იდეის განვითარების, ფინანსური გადაწყვეტილებების, რესურსების მართვის საფუძვლების შესწავლას, მოლაპარაკებისა, კრეატიული და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
👤 საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს.
🎓 პროგრამაში ჩასართავად განათლების კონკრეტული საფეხურის ფლობა სავალდებულო არ არის.

მნიშვნელოვანია ინფორმაცია:
🔹 პირველადი რეგისტრაცია არ ნიშნავს ავტომატურ ჩარიცხვას, საჭიროა მეორე ეტაპზე სააგენტოს სერვისცენტრში ვიზიტი და კონსულტაცია; შემგომი კონსულტაციისთვის ვიზიტის დასაგეგმად სააგენტოს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ თავად.

🔹 შესაძლებელია მხოლოდ ერთი მიმართულების არჩევა;
🔹 სასწავლო პროცესი დაიწყება 2026 წლის, სექტემბრის შუა რიცხვებიდან.

📢 ონლაინ კურსებზე პირველადი რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
📝 https://forms.gle/PHWuyMyitDhfKzHz7
🗓️ რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.
📌 არ გადადო! გაიარე პირველადი რეგისტრაცია და გადადგი კიდევ ერთი ნაბიჯი შენი პროფესიული განვითარებისკენ.

31/07/2026

📌 ხშირად დასმული კითხვები კვოტირების სისტემასთან დაკავშირებით

1️⃣რას გულისხმობს წლიური კვოტა?

წლიური კვოტა არის იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა დასაქმებაზეც დამსაქმებელს შეუძლია სპეციალურ ნებართვაზე განაცხადის წარდგენა კალენდარული წლის განმავლობაში.

2️⃣ყველა დამსაქმებელს ეხება კვოტირების ვალდებულება?

❌არა. კვოტის წინასწარი შეთანხმება საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი გეგმავს კალენდარული წლის განმავლობაში 5-ზე მეტი უცხოელის დასაქმებას.

3️⃣როდის უნდა მიმართოს დამსაქმებელმა სააგენტოს კვოტის დასადგენად?

📅 შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე.

4️⃣რა დოკუმენტია საჭირო კვოტის მოთხოვნისას?

📄 საჭიროა შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დამსაქმებლის წლიურ ბრუნვას, რომლითაც დასტურდება, რომ შრომითი იმიგრანტის დასაქმების მსურველი ადგილობრივი დამსაქმებლის (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის, ხოლო საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში წლიური ბრუნვა არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი საქმიანობის უფლების მსურველ თითოეულ უცხოელზე.

5️⃣შეუძლია თუ არა დამსაქმებელს წლის განმავლობაში კვოტის გაზრდა?

✅ დიახ. თუ დამატებითი საჭიროება წარმოიშვა, შესაძლებელია დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე კვოტის გაზრდის მოთხოვნა სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

6️⃣რა მოხდება, თუ დამსაქმებელი სრულად ვერ გამოიყენებს მისთვის განსაზღვრულ კვოტას?

ℹ️ სააგენტო უფლებამოსილია მომდევნო წლის კვოტის განსაზღვრისას ეს გარემოება გაითვალისწინოს და კვოტა შეამციროს, დამსაქმებლის დასაბუთების შეფასების საფუძველზე.

7️⃣არსებობს თუ არა პროფესიები, რომლებზეც ცალკე კვოტებია განსაზღვრული?

✅ დიახ. იმ პროფესიებზე, კვალიფიკაციებსა და საქმიანობის სფეროებზე, სადაც ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება აჭარბებს ან შესაძლოა გადააჭარბოს მოთხოვნას, დადგენილია შესაბამისი წლიური კვოტები.

8️⃣სად ხდება კვოტის მოთხოვნა და შეთანხმება?

💻 კვოტასთან დაკავშირებული პროცედურები ხორციელდება შრომითი მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
https://labourmigration.moh.gov.ge/index.php

9️⃣რა შემთხვევაში არ ვრცელდება კვოტირების პროცედურა?

📌 დადგენილება ითვალისწინებს გამონაკლისებს, მაგალითად: საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიები, ინოვაციური სტარტაპები, გარკვეული სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე შემთხვევები და მაღალი ანაზღაურების სპეციფიკური პოზიციები.

🔟ვრცელდება თუ არა კვოტირება თვითდასაქმებულ უცხოელებზე?

❌ არა. კვოტირების მექანიზმი ეხება ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ უცხოელის დასაქმებას. თვითდასაქმებულ უცხოელებზე მოქმედებს განსხვავებული პროცედურა.

1️⃣1️⃣როგორ უნდა მოიქცეს დამსაქმებელი, თუ სისტემაში უკვე დარეგისტრირებული ყავს დადგენილ წესზე მეტი უცხოელი?

ℹ️ დადგენილი რეგულაციებით წლიური კვოტის განსაზღვრის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ უცხოელებზე, რომლებმაც უკვე მოიპოვეს შრომითი საქმიანობის უფლება და რეგისტრირებულნი არიან შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში აქტიური სტატუსით. თუმცა, წლიური კვოტის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ადგილობრივ დამსაქმებელთან უკვე დასაქმებული და აქტიური სტატუსის მქონე უცხოელთა რაოდენობაც. წლიური კვოტის მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს ერთიანად, იმ უცხოელთა საერთო რაოდენობის გათვალისწინებით, რომელთა დასაქმებასაც ადგილობრივი დამსაქმებელი გეგმავს შესაბამისი კალენდარული წლის განმავლობაში.

1️⃣2️⃣არის თუ არა კვოტის მოთხოვნა ფასიანი?

💸 კვოტის მოთხოვნა უფასოა.

1️⃣3️⃣რა ვადით გაიცემა კვოტა და წლის განმავლობაში რამდენჯერ არის შესაძლებელი კვოტის ცვლილება/ხელახალი მოთხოვნა?

📆 კვოტა გაიცემა 1 წლის ვადით, საჭიროების შემთხვევაში, წლის განმავლობაში შესაძლებელია კვოტის ხელახალი მოთხოვნა.

#ხშირადდასმულიკითხვები

Address

ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის ქ N 41ა
Telavi
2200

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ვაკანსიები - კახეთი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share