თელავის თეატრი

თელავის თეატრი ყველაფერი თელავის თეატრის შესახებ

მუდამ ვაჟა-ფშაველა 🎭✨
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი — 1760 წლიდან ქართული კულტურის ერთგულ სამსახურში.

სცენა, სადაც ტრადიცია და თანამედროვეობა ერთიანდება.

17/08/2026

კიდევ ერთი დიდი წარმატება ჩვენი თეატრის ისტორიაში!
ეს იყო ნამდვილი გამარჯვება თელავის თეატრის და ზოგადად ქართული თეატრალური ხელოვნების.🇬🇪

გიზიარებთ თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის კიდევ ერთ წარმატებულ გასტროლს ბათუმის დრამატულ თეატრში. 🎭

ბათუმელ მაყურებელს ორი გამორჩეული სპექტაკლი წარვუდგინეთ:
🎭 „წრეა… ცამდე…“
🎭 „ალუდა“

მადლობა ბათუმელ მაყურებელს საოცარი სითბოსთვის, სიყვარულისა და დაუვიწყარი ოვაციებისთვის! ❤️👏
თქვენი შეფასება ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდოა.

შეგახსენებთ, რომ თელავის თეატრი ზაფხულში სვანეთშიც იმყოფებოდა, სადაც მაყურებელს სპექტაკლი „წრეა… ცამდე…“ წარუდგინა.

🎭 თელავის თეატრი აგრძელებს გზას წარმატებისკენ!
წინ გველოდება ახალი, დატვირთული და საინტერესო სეზონი!

13/08/2026

🎭
ალუდა— კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ვემზადებით.
გიზიარებთ რეპეტიციის კადრებს ბათუმიდან — სცენაზე გაცოცხლებული ემოციები, სიტყვები და ისტორიები, რომლებიც მაყურებლამდე უნდა მივიდეს. ✨

📍 ბათუმის დრამატული თეატრი — დიდი სცენა
🕖 შევხვდებით 19:00 საათზე

🎭 ,,ალუდა”
თელავის თეატრი ბათუმში გელოდებათ! ❤️

#თელავისთეატრი #წრეაცამდე #ბათუმი #რეპეტიცია #თეატრი

11/08/2026

🎭 ბათუმი… ჩვენ უკვე აქ ვართ!

„წრეა… ცამდე…“ — კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ვემზადებით.
გიზიარებთ რეპეტიციის კადრებს ბათუმიდან — სცენაზე გაცოცხლებული ემოციები, სიტყვები და ისტორიები, რომლებიც მაყურებლამდე უნდა მივიდეს. ✨

📍 ბათუმის დრამატული თეატრი — მცირე სცენა
🕖 შევხვდებით 19:00 საათზე

🎭 „წრეა… ცამდე…“
თელავის თეატრი ბათუმში გელოდებათ! ❤️

#თელავისთეატრი #წრეაცამდე #ბათუმი #რეპეტიცია #თეატრი

🎭 თელავის თეატრი ბათუმში!დღეს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული დრამატული თე...
10/08/2026

🎭 თელავის თეატრი ბათუმში!

დღეს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი ბათუმში გაემგზავრა❤️

ბათუმელ მაყურებელს ორი გამორჩეული სპექტაკლით ვესტუმრებით:

🎭 „წრეა… ცამდე…“
📅 11 აგვისტო | ⏰ 19:00
📍ა.მელაშვილის 32

🎭 „ალუდა“
📅 13 აგვისტო | ⏰ 19:00
📍შ.რუსთაველის 1
ორივე წარმოდგენა გაიმართება ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

დიდი სიყვარულით ველოდებით ბათუმელ მაყურებელს! ❤️
გელოდებით ბათუმის დრამატულ თეატრში — შეხვედრამდე! 🎭✨

07/08/2026

💍❤️ თეატრი მხოლოდ სცენა არ არის…

ზოგჯერ ჩვენი გასტროლები მხოლოდ აპლოდისმენტებით არ სრულდება… იქ იბადება მეგობრობა, სიყვარული და იქმნება ახალი ოჯახები.

დღეს სწორედ ასეთი სასიხარულო ამბის გაზიარება გვინდა. უზომოდ გვიხარია, რომ ამ ლამაზი ისტორიის მონაწილენი ვართ.

ვულოცავთ რუსთაველის თეატრის მსახიობს მანანა აბრამიშვილის ვაჟს გაბედნიერებას.ახალდაქორწინებულებს ვუსურვებთ უსაზღვრო სიყვარულს♥️

მანანა აბრამიშვილი თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის არაერთი სპექტაკლის მონაწილეა.განსაკუთრებით გვახარებს, ის ფაქტი რომ ჩვენი თეატრი ამ ლამაზი ისტორის მოზიარეა .
სიყვარულს ყველაზე ლამაზი პრემიერა აქვს… ❤️🎭

2026 წლის 5 აგვისტოს, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრა...
06/08/2026

2026 წლის 5 აგვისტოს, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი,საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, მაყურებლის წინაშე წარსდგა სპექტაკლით
წრეა… ცამდე...

მადლობას ვუხდით მესტიის გულთბილ და განსაკუთრებულ მაყურებელს თბილი მიღებისთვის და დაუვიწყარი საღამოსთვის.

განსაკუთრებული მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერისთვის, რომელმაც ამ გასტროლის განხორციელება შესაძლებელი გახადა.

🎭 გზა სვანეთისკენ…თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, საქართველოს კულტურის სამინისტრ...
05/08/2026

🎭 გზა სვანეთისკენ…
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, სვანეთში გაემგზავრა.

მესტიელი მაყურებლის წინაშე თელავის თეატრი წარდგება სპექტაკლით
წრეა… ცამდე…

🎭 გიზიარებთ რეპეტიციის კადრებს, რომელსაც მაყურებელი სულ მალე მესტიის სცენაზე იხილავს
05.08.2026

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, 12 ივლისს,თელავში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარა...
27/07/2026

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, 12 ივლისს,თელავში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართა.

ღონისძიებიდან შემოსული სრული თანხა გადაეცა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მცხოვრებ გიორგი ციბაძის ოჯახს, რომელსაც სტიქიის დროს ადიდებულმა ხევმა 40 სკა ფუტკარი გაუნადგურა.

შეგროვებული თანხა ახალგაზრდა ფერმერს დღეს ოფიციალურად გადასცეს თეატრის დირექტორმა ზაქარია რაზმაძემ და გენერალურმა მენეჯერმა მიხეილ გენგაშვილმა.

თეატრის ადმინისტრაცია გულითად მადლობას უხდის თითოეულ მაყურებელს, რომელმაც სპექტაკლზე დასწრებითა და თანადგომით ამ კეთილ საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანა.

27/07/2026

🎭 მზადება 2026–2027 თეატრალური სეზონისთვის უკვე დაიწყო!

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი აქტიურად ემზადება ახალი, 2026–2027 წლების თეატრალური სეზონისთვის.

წინ გველოდება მრავალფეროვანი, დატვირთული და დასამახსოვრებელი სეზონი — ახალი პრემიერებით, საინტერესო შემოქმედებითი პროექტებითა და არაერთი სასიამოვნო შეხვედრით ჩვენს ერთგულ მაყურებელთან.

დღეს კი გიზიარებთ რეჟისორ ნიკოლოზ შველიძის მოკლე ინტერვიუს, სადაც ის საუბრობს ახალ სპექტაკლზე,რომელსაც შემოდგომით იხილავს მაყურებელი,მის იდეასა და შემოქმედებით პროცესზე.

🎬 დარჩით ჩვენთან — წინ ბევრი სიახლე, საინტერესო პრემიერა და თეატრალური ემოცია გელოდებათ. ერთად შევქმნათ კიდევ ერთი დაუვიწყარი სეზონი!

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართა საქველმოქმედო სპექტაკლი, რომელიც თელავის ...
22/07/2026

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართა საქველმოქმედო სპექტაკლი, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად მოეწყო.

სპექტაკლიდან შემოსული მთელი თანხა სრულად გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად.

გულწრფელ მადლობას ვუხდით თითოეულ მაყურებელს, რომელმაც თავისი დასწრებითა და მხარდაჭერით ამ კეთილ საქმეში მიიღო მონაწილეობა! ❤️🎭

Address

ერეკლე II მოედანი. № 7
Telavi
2200

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თელავის თეატრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to თელავის თეატრი:

Shortcuts

Share