კახეთის მხარე

კახეთის მხარე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის,გურჯაანის,დედოფლისწყაროს, თელავის,ლაგოდეხის,საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები)

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, სამგზის ...
04/08/2026

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს შეხვდა.

​შეხვედრაზე საუბარი შეეხო კახეთის რეგიონში სპორტის მიმართულებას, კერძოდ, ძალოსნობის განვითარებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს. აღინიშნა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში მცხოვრებმა სპორტსმენებმა ძალოსნობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს, ხვიჩა კიწმარიძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო გიორგი ქინქლაძემ, ბრინჯაოს პრიოზიორობა დაიმსახურა. პლატონ კალმახელიძემ ორივე სპორტსმენს მიღწეული წარმატება მიულოცა და სამომავლო გამარჯვებები უსურვა.

შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი, თბილისის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი, ძალოსნობის კახეთის ფედერაციის დამფუძნებელი ნოდარ სირბილაშვილი, ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი რუსუდან მურადაშვილი და კახეთის ძალოსნობის მწვრთნელი ნიკოლოზ წიკლაური ესწრებოდნენ.

03/08/2026

თელავის სპორტის სასახლეში 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა.

#თელავისმუნიციპალიტეტი
#კახეთი2026

თელავის სპორტის სასახლეში  18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა. ჩემპიონატის გახსნის ღონისძიება...
02/08/2026

თელავის სპორტის სასახლეში 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა.

ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებას კახეთის მხარეში სახლემწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე,
საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

18 წლამდე ხელბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატში 6 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს.

ჩემპიონატის დახურვის ცერემონია 9 აგვისტოს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ თელავის სპორტის სასახლე ხელბურთში ევროპის ჩემპიონატს წელს უკვე მეორედ მასპინძლობს.

#თელავისმუნიციპალიტეტი
#კახეთი2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ახმეტის ...
30/07/2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ახმეტის - თელავის - ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მატანში და დუისში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო სოციალურ-ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აგრეთვე სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ზემოაღნიშნულ სოფლებში, უკვე განხორციელებულ პროექტებზე, მიღწეულ შედეგებზე, ამ დროისათვის არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

30/07/2026

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხადორში, სახალხო დღესასწაული "ხადორობა" აღინიშნა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხადორში, სახალხო დღესასწაული "ხადორობა" აღინიშნა.ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯ...
30/07/2026

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხადორში, სახალხო დღესასწაული "ხადორობა" აღინიშნა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, თელავის - ახმეტის - ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი, ირაკლი ქადაგიშვილი, საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხადორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში პარაკლისი აღევლინა.

მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა - გაყიდვა.

"ხადორობის" სახალხო დღესასწაულზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა.

#ახმეტისმუნიციპალიტეტი
#კახეთი2026

🔵საგარეჯოში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი შენდება.🟢პროექტის ფარგლებში შენდება 300 მაყურებელზე გათვლილი ხელოვნუ...
29/07/2026

🔵საგარეჯოში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი შენდება.
🟢პროექტის ფარგლებში შენდება 300 მაყურებელზე გათვლილი ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონი. ასევე მოეწყობა ტექნიკური შენობა, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და სპორტსმენებისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.
👉იხილეთ ვრცლად:https://s.moi.gov.ge/yyeiM

🟢წნორში ახალგაზრდებისთვის თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი შენდება🔵პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარ...
29/07/2026

🟢წნორში ახალგაზრდებისთვის თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი შენდება
🔵პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონი. ახალი ტექნიკური ცენტრი მოიცავს 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, გასახდელებს, სველ წერტილებს, სამედიცინო ოთახსა და სპორტსმენებისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურას
👉იხილეთ ვრცლად:https://s.moi.gov.ge/yyeiM

29/07/2026

თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.

🟦„საქართველოს მთავრობა სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების უპრეცედენტო პროგრამას ახორციელებს. მსგავსი მასშ...
29/07/2026

🟦„საქართველოს მთავრობა სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების უპრეცედენტო პროგრამას ახორციელებს. მსგავსი მასშტაბის პროექტები ჩვენს ქვეყანაში აქამდე არასდროს განხორციელებულა. პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 55 ლოკაციაზე შენდება საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი, ასევე ათობით სარაგბო მოედანი და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც კახეთის რეგიონისა და მისი მუნიციპალიტეტების, ისე მთლიანად ქვეყნის მასობრივი სპორტისა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. თანამედროვე სპორტული სივრცეები ახალგაზრდებს უკეთეს პირობებს შეუქმნის ვარჯიშისა და პროფესიული განვითარებისათვის ’’- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა
🟨ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის და ხელოვნურსაფარიანი სტადიონი შენდება
🟦ახმეტაში, თელავში, ყვარელში, გურჯაანში, წნორსა და საგარეჯოში მიმდინარე პროექტების ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონები, რომლებიც ითვალისწინებს 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებს, გასახდელებს, საშხაპეებს, სველ წერტილებს, სამედიცინო ოთახებსა და სპორტსმენებისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურას
👉იხილეთ ვრცლად:https://s.moi.gov.ge/yyeiM

Address

16 Erekle II Avenue, Kakheti, Georgia
Telavi
2200

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კახეთის მხარე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to კახეთის მხარე:

Shortcuts

Share