06/09/2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში კომპაკ სპორტინგში საქართველოს თასის სარეიტინგო ეტაპი ჩატარდა.
ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძე, მერი მანუჩარ რობაქიძე , პარლამენტის დელეგატი ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ტურნირში თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებიდან 100-მდე პროფესიონალი და მოყვარული მსროლელი მონაწილეობდა.
შეჯიბრება ინდივიდუალურ და გუნდურ კატეგორიებში გაიმართა.
გამოვლენილ გამარჯვებულებს თასები, მედლები და ჯილდოები გადაეცათ, საუკეთესო გუნდს კი დელეგატის თასი.
ღონისძიება საქართველოს სპორტინგის ფედერაციის ეგიდით და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
მისი მიზანი სპორტინგის განვითარება და მონაწილეთა კვალიფიკაციის ამაღლებაა.