12/08/2026
🫶 12-აგვისტო ,,ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს“,განსაკუთრებული პატივისცემითა და სითბოთი ვულოცავთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თითოეულ ახალგაზრდას.
🔹🔹დღეს, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლს საზოგადოების, ქვეყნისა და მსოფლიოს განვითარებაში. მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს ახალგაზრდა, რა შესაძლებლობები აქვს ან რა გამოწვევების წინაშე დგას. ახალგაზრდებს მსოფლიო მასშტაბით აერთიანებთ საერთო სურვილები მიიღონ ხარისხიანი განათლება,ჰქონდეთ განვითარების შესაძლებლობა, ღირსეული დასაქმება, საკუთარი აზრის გამოხატვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და შექმნან უკეთესი მომავალი.
🔹🔹ჩვენი ახალგაზრდები არიან ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი. მათი ცოდნა, განათლება, შრომისმოყვარეობა, ინიციატივა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა ქმნის იმ საფუძველს, რომელზეც ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარება უნდა გაგრძელდეს.
🔹🔹ვუსურვებთ მათ მშვიდობიან, წარმატებულ და ღირსეულ მომავალს.