12/06/2026
🖍 მე-6 კლასელებთან თვითმართველობაზე ვისაუბრეთ✨
მომავალი წლიდან ისინი უკვე თვითმართველობის ნაწილი გახდებიან, ამიტომ გადავწყვიტეთ წინასწარ გაგვეცნო მათთვის რა არის ეს.
🔗ვისაუბრეთ თვითმართველობის დანიშნულებაზე, ძირითად პრინციპებზე და იმაზე, თუ რას ნიშნავს სკოლაში მოსწავლის ხმა. გავაცანით ჩვენი სკოლის დებულება, ავხსენით ჩვენი სკოლის ლოგო და ლოზუნგი.
📌ბოლოს კი ჩავატარეთ პატარა აქტივობა თვითმმართველობის შესახებ: ,,მითი თუ რეალობა’’.
📍ახლა მათ უკეთ იციან რა არის თვითმმართველობა, რა პასუხისმგებლობები მოსდევს მას და სურთ უფრო ჩართულები გახდნენ სკოლის ცხოვრებაში.