წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია

  • Home
  • Georgia
  • Tskaltubo
  • წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება მიმდინარეობსწყ...
04/09/2026

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები დაათვალიერეს.

ამ ეტაპზე სოფელ საყულიაში დასასვენებელ სკვერში არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სრულდება პატრიკეთისა და პირველი წყალტუბოს სკვერების მოწყობა, ხოლო სოფელ ტყაჩირსა და ყუმისთავში გარეგანათების ქსელის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულებულია.

მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან ერთად, გაეცნენ მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების განყოფილების უფროსი იონა ჯოჯუა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2026 წელს მუნიციპალიტეტის 49 სოფელში 62 პროექტი განხორციელდა. სოფლებში მოეწყო სკვერები და ფანჩატურები, დაიგო შიდა გზები, მოწესრიგდა სასმელი წყლისა და გარეგანათების ქსელები, ასევე დამონტაჟდა ქუჩებისა და სახლების ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრები.

27/08/2026
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გ...
27/08/2026

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მუხიანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, გრიგოლ ბერძენაძის ხსოვნას.

შეხვედრის მთავარი თემა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასრულებული და მიმდინარე პროექტების განხილვა იყო. მერმა დეტალურად განიხილა თითოეულ სოფლებში არსებული მდგომარეობა.

„გვაქვს გარდამავალი პროექტები, ჩვენი მიზანია ყველა სოფელში მოეწყოს სკვერები, სპორტული მოედნები, გზები, ბევრი რამ გაკეთდა სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მხრივ, მაგრამ არის გამოწვევები, შესაბამისად უკვე დავიწყეთ ახალი პროექტების დაგეგმვა“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ.

შეხვედრის დღის წესრიგის კიდევ ერთი საკითხი, სახალხო დღესასწაულის "შემოდგომის წყალტუბოსთვის" მოსამზადებელი სამუშაოები იყო.

მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა მერის წარმომადგენლებს ღონისძიებაში ჩართულობისა და ასევე აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სახალხო დღესასწაული "შემოდგომის წყალტუბო -2026" წელს წყალტუბოში 2-4 ოქტომბერს გაიმართება.

25/08/2026

ძვირფასო პირველკურსელებო,

გულითადად გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!

თქვენს ცხოვრებაში ახალი, კიდევ უფრო საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპი იწყება. დარწმუნებული ვარ პროფესიული განვითარების გზაზე გამოავლენთ შრომისმოყვარეობას, პასუხისმგებლობასა და გონიერებას. იქნებით გამორჩეულები და წარმატებულები.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია, კვლავ აგრძელებს მერის სტიპენდიების პროგრამას. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევითა და ახალი იდეებით შევძლებთ ქალაქისა და ქვეყნის სასიკეთო საქმეების გაკეთებას!

გჯეროდეთ საკუთარი თავის, იამაყეთ იმ შრომით, რომელიც უკვე გასწიეთ და არასოდეს შეწყვიტოთ განვითარება, რადგან საქართველოს სწორედ განათლებული, მიზანდასახული და მოაზროვნე მომავალი თაობა სჭირდება.

გისურვებთ სიმტკიცეს, წინსვლასა და წარმატებას!

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე

25/08/2026

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მუხიანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, ჩვენი თანამშრომლის გრიგოლ ბერძენაძის გარდაცვალების გამო.

გრიგოლ ბერძენაძე გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით. იგი ყოველთვის მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ერთგულად ემსახურებოდა სოფელს.

ვიზიარებთ მისი ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრების, კოლეგებისა და თანასოფლელების დიდ მწუხარებას.

Send a message to learn more

წყალტუბოს  მუნიციპალიტეტში (მერია, საკრებულო), სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი, 16 პოზიციაზე გამოცხადდება.სტაჟირების მსურვე...
19/08/2026

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (მერია, საკრებულო), სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი, 16 პოზიციაზე გამოცხადდება.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - WWW.VACANCY.HR.GOV.GE-ის მეშვეობით შეუძლიათ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია

საფინანსო - საბიუჯეტო სამსახური - 2 ვაკანსია
ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა განყოფილება - 2 ვაკანსია
ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება - 2 ვაკანსია.
სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური -
2 ვაკანსია.
ზედამხედველობის სამსახური - 2 ვაკანსია
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური -
2 ვაკანსია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო

აპარატის საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება -
1 ვაკანსია.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების დაცვის განყოფილება - 1 ვაკანსია.
ლოჯისტიკის განყოფილება - 1 ვაკანსია.
საინფორმაციო-ანალიტიკური და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება - 1 ვაკანსია.

წყალტუბოში საერთაშორისო ფორუმი „კომპოსტირება მდგრადი განვითარებისა და ცირკულარული ეკონომიკისათვის“ გაიმართაფორუმი საერთა...
19/08/2026

წყალტუბოში საერთაშორისო ფორუმი „კომპოსტირება მდგრადი განვითარებისა და ცირკულარული ეკონომიკისათვის“ გაიმართა

ფორუმი საერთაშორისო პროექტის „სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისათვის“ (Smart4Rural) ფარგლებში ჩატარდა და მასში ოთხი ქვეყნის-საქართველოს, რუმინეთის, მოლდოვასა და თურქეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფორუმი გახსნა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა პროექტის კოორდინატორმა მაია ფანჩულიძემ.

მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ყურადღება გაამახვილა ნარჩენების მართვაში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს, რუმინეთის, მოლდოვისა და თურქეთის წარმომადგენლები. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გარემოს დაცვა, ნარჩენების მართვა და მწვანე ეკონომიკის განვითარება საერთო გამოწვევებია, რომელთა გადაჭრაც თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას მოითხოვს. წყალტუბოში კომპოსტირების ცენტრის ფუნქციონირება იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვის მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავეცნოთ კომპოსტირების მიმართულებით არსებულ საუკეთესო პრაქტიკას და ხელი შევუწყოთ მწვანე, ჯანსაღი გარემოს შექმნას“, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.

პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ძირითად აქტივობებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე ისაუბრეს ქალაქ უნგენის (მოლდოვა) მერის მოადგილემ ედუარდ ბალანმა, ორგანიზაცია „ტექნოპოლ გალაცის“ (რუმინეთი) წარმომადგენელმა ლაურენტიუ დრასოვეანმა და პროექტის კოორდინატორმა რიზეს მუნიციპალიტეტიდან (თურქეთი) მუსტაფა ბალტაშმა.

ფორუმის მონაწილეებს პროექტის „სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისათვის“ შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა პროექტის მენეჯერმა, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ცხაკაიამ.

ფორუმის მონაწილეები გაეცნენ ნარჩენების მართვის სტრატეგიებისა და კომპოსტირების გამოცდილებას პროექტში ჩართული ქვეყნების - საქართველოს, რუმინეთის, მოლდოვისა და თურქეთის წარმომადგენელთა პრეზენტაციების საშუალებით. განხილვის მთავარი თემები იყო სათემო კომპოსტირება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სამომავლო თანამშრომლობა.

ფორუმს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს საგამოფენო და საგანმანათლებლო სივრცეები, პროექტის ფარგლებში შექმნილი ნახატები და ნარჩენებისგან შექმნილი ნამუშევრები. ასევე, მონაწილეობა მიიღეს კომპოსტირების პრაქტიკულ სამუშაოებში.

დღესვე, ფორუმის მონაწილეებმა დაათვალიერეს წყალტუბოს კომპოსტირების ცენტრის მშენებლობის პროცესი და შპს „ჰერბიას“ მეურნეობა, სადაც წარმოდგენილი იყო ბიოპროდუქტი.

წყალტუბოში ახალგაზრდული საღამო გაიმართა.ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრ...
14/08/2026

წყალტუბოში ახალგაზრდული საღამო გაიმართა.

ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებმა თეატრალიზებული პერფორმანსი „იმერული ესკიზები წყალტუბოში“ წარმოადგინეს და საინტერესო ინტერაქტიური აქტივობები ჩაატარეს.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, აღნიშნა, რომ განათლებული და მოტივირებული ახალგაზრდების თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და სიგელები გადასცა მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა.

ახალგაზრდული საღამო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებითა და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.

Address

რუსთველის 25
Tskaltubo
5200

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995599359017

Alerts

Be the first to know and let us send you an email when წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია:

Shortcuts

Share