18/07/2026
ვულოცავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს 2026 წლის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის წარმატებას.
წლევანდელი ფესტივალი ნამდვილად გამორჩეული იყო, მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ერთად ახალი ქართული სახეებიც ვიხილეთ და კიდევ ერთხელ დაფასდა ჩვენი საბალეტო ხელოვნების არაერთი გამორჩეული წარმომადგენელი. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ, ფესტივალის ფარგლებში, საქართველოში პირველად იმყოფება მსოფლიოში სახელგანთქმული პინა ბაუშის ვუპერტალის ცეკვის თეატრი, რომელიც ქართველ მაყურებელს და ჩამოსულ სტუმრებს ლეგენდარულ დადგმას „მაზურკა ფოგოს“ წარუდგენს. ამ სპექტაკლით დაიხურება წლევანდელი საბალეტო ფესტივალი.
ასეთი მასშტაბის ფესტივალები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისი ჩვენი რეგიონის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია, სადაც მსოფლიო ხელოვნების უდიდესი წარმომადგენლები იყრიან თავს. ეს არა მხოლოდ ჩვენს კულტურულ ცხოვრებას ამდიდრებს, არამედ საქართველოს საერთაშორისო ცნობადობის ზრდას და კულტურის ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს.