06/07/2026
2026 წლის 6 ივლისს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა შემდეგი კომისიის სხდომები:
✅12:00 საათზე ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო,
საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა
დღის წესრიგი
1. „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების დამტკიცებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის და შრომითი ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე;
მომხს.: დავით გაბუნია
2. „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე;
მომხს.: დავით გაბუნია
3. „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე;
მომხს.: დავით გაბუნია
4. „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე;
მომხს.: ზვიად კაპანაძე
5. „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე;
მომხს.: ტარიელ ძაგნიძე
6. „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე;
მომხს.: მამუკა ნამიჭეიშვილი
7. „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე;
მომხს.: ირმა ცხვარაძე
8. „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე;
მომხს.: ივანე მამფორია
9. „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე;
მომხს.: მიხეილ სვანაძე
10. „ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ დიხაშხოს N12 ქუჩისათვის ნიკოლოზ აგიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 ივლისის Nგ-65.65211951 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე;
მომხს.: გიორგი ივანიაძე
11. „ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩის არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტის განხილვის თაობაზე;
მომხს.: გიორგი ივანიაძე
12. „ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩის არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტის განხილვის თაობაზე;
მომხს.: გიორგი ივანიაძე
13. ქალაქ ვანში მდებარე ქუჩების არსებული დამისამართების შესახებ სამუშაო ჯგუფის დასკვნის მოსმენისა და დამტკიცების თაობაზე;
მომხს.: შოთა დიასამიძე
14. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციის მოსმენა კომისიის მიერ 2026 წლის პირველ ნახევარში გაწეული მუშაობის შესახებ;
მომხს.: გიორგი ივანიაძე
✅13:00 საათზე ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის სხდომა
დღის წესრიგი
1. ა(ა)იპ „ვანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მიერ 2025-2026 სასწავლო წლის შეჯამების შესახებ ინფორმაციის მოსმენა.
მომხს: გვანცა სიგუა
2. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციის მოსმენა კომისიის მიერ 2026 წლის პირველ ნახევარში გაწეული მუშაობის შესახებ;
მომხს: ალეკო ბელთაძე
✅14:00 საათზე ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომა
დღის წესრიგს
1. „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების დამტკიცებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის და შრომითი ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე;
მომხს.: დავით გაბუნია
2. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების, გარდა პოლიტიკური თანამდებობის პირებისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვის თაობაზე;
მომხს: გიორგი ნამიჭეიშვილი
3. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციის მოსმენა კომისიის მიერ 2026 წლის პირველ ნახევარში გაწეული მუშაობის შესახებ;
მომხს: გიორგი ნამიჭეიშვილი