ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია

  • Home
  • Georgia
  • Zestaponi
  • ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2" - ის შესახებ გამართულ საინფორმაციო შეხვე...
04/09/2026

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2" - ის შესახებ გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.

მუნიციპალიტეტის მერმა განათლების სამინისტროსა და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ ერთობლივი პროექტის, "კონსტრუქტ2"-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც მოქალაქეებს სამშენებლო სფეროში პროფესიულ სწავლებასა და შემდგომ დასაქმებას უზრუნველყოფს.

საუბარი შეეხო კოლეჯში არსებულ იმ მოკლევადიან და გრძელვადიან პროგრამებს, რომლებიც სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება. მერის წარმომადგენლებს "კონსტრუქტ2"- ის დირექტორმა თამარ ზაქარაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოლეჯის საქმიანობის, მიმდინარე პროგრამებისა და კოლეჯის კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივების შესახებ.

ზესტაფონში, სოფელ ზოვრეთში საუბნო გზის მოწყობა აქტიურად  მიმდინარეობსმიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს მუნიციპალიტეტის მ...
02/09/2026

ზესტაფონში, სოფელ ზოვრეთში საუბნო გზის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილთან, მერის მოადგილე ზაზა ხვედელიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 155 584 ლარს შეადგენს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეულ სოფელს ჰქონდეს გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების პირობებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო მგზავრობას" , - აღნიშნა მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მ...
01/09/2026

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მუნიციპალიტეტის მასშტაბით 10 - მდე მინი საფეხბურთო მოედნის მშენებლობა - რეაბილიტაციას ახორციელებს.

ახალი სპორტული სივრცეები სოფელ ზოვრეთსა და ზაქარიაძის ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილთან, მერის მოადგილე ზაზა ხვედელიძესთან, სოფლის დეპუტატ ელგუჯა კვეტენაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

"სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება", აღნიშნა მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ

01/09/2026

სოფელ ზოვრეთში თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო მოედნის მშენებლობა დასრულდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეორე სვირში უხვი ნალექით გამოწვეული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მი...
28/08/2026

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეორე სვირში უხვი ნალექით გამოწვეული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

უხვი ნალექის შედეგად, სოფლის საუბნო გზებზე, დიდი რაოდენობით ქვიშა- ღორღი ჩამოვიდა, სტიქიის შედეგად დაზიანდა საგზაო ბოგირები. მოსახლეობას დაუზიანდა სახნავ - სათესი სავარგულები.

მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, შეტყობინების მიღებისთანავე აქტიურად ახორციელებენ, გზების გაწმენდით და სალიკვიდაციო სამუშაოებს. ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე. პროცესი ადგილობრივი ხელისუფლების მონიტორინგის ქვეშაა და სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე სტიქიის შედეგები სრულად არ აღმოიფხვრება.

27/08/2026
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილსა და მერის მოადგილე ზაზა ...
26/08/2026

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილსა და მერის მოადგილე ზაზა ხვედელიძესთან ერთად, სოფელ დიდ განთიადში ახალი მინი საფეხბურთო მოედანი გახსნა.

მერმა ხაზი გაუსვა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს.

„მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად აგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას როგორც ქალაქში, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში, რათა თითოეული სოფლის მცხოვრებს ჰქონდეს წვდომა თანამედროვე სპორტულ და საზოგადოებრივ სივრცეებზე“, - აღნიშნა ვახტანგ ღამბაშიძემ.

ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 121 900 ლარით დაფინანსდა.

26/08/2026

ზესტაფონში, სოფელ დიდ განთიადში, ახალი მინი საფეხბურთო მოედანი გაიხსნა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად კონკურსს აცხადებსახალგაზრდული ინიციატივების კო...
25/08/2026

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად კონკურსს აცხადებს

ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის - " მომავლის იდეა ქალაქის მერს" მიზანია ახალგაზრდების იდეების, შემოქმედებითობისა და შესაძლებლობების რეალიზება და სიახლეების დანერგვა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, საზოგადოებრივ საქმიანობაში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა. ახალგაზრდობის სფეროში ინიციატივების წახალისება. ახალგაზრდებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება. ახალგაზრდებსა და თვითმმართველობას შორის ეფექტური კომუნიკაციის დამყარება.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ 18 წლიდან მოქალაქეს, ასევე ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფს, ორგანიზაციებს რეგისტრირებულს ახალგაზრდული მიმართულებით და ახალგაზრდული მიმართულების შინაარსის პროექტების მხარდამჭერ ორგანიზაციებს.

კონკურსის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ გვერდზე:
https://zestafoni.gov.ge/page/125

25/08/2026

ძვირფასო პირველკურსელებო, გილოცავთ სტუდენტობას!

თქვენი ცოდნა, შრომა, პასუხისმგებლობა და სამშობლოს სიყვარული ჩვენი ქვეყნის ძლიერი და წარმატებული მომავლის საფუძველია.

მჯერა, თითოეული თქვენგანი ღირსეულად გამოიყენებს მიღებულ შესაძლებლობებს და საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში.

განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენი ქალაქის წარმატებულ სტუდენტებს და მათ პედაგოგებს, რომელთა შრომასა და თავდადებას უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ წარმატებაში.

გისურვებთ ნაყოფიერ, საინტერესო და შესაძლებლობებით სავსე სტუდენტურ წლებს!

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე

Address

Akaki Tsereteli Str #11
Zestaponi
2000

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category