ქალთა ოთახი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი/Women's Room Zugdidi Municipality

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • ქალთა ოთახი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი/Women's Room Zugdidi Municipality

ქალთა ოთახი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი/Women's Room Zugdidi Municipality საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი

დღეს, სოფელ ნარაზენში, მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა შშმ ბავშვების მშობლებისთვის გამოცდილების გაზიარებას, ურთიერთმხ...
17/07/2026

დღეს, სოფელ ნარაზენში, მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა შშმ ბავშვების მშობლებისთვის გამოცდილების გაზიარებას, ურთიერთმხარდაჭერასა და გაძლიერებას დაეთმო.

🤝 „ქალთა ოთახი“ უერთდება ამ მნიშვნელოვან ინიციატივას და მშობლების მხარდაჭერას.

🌿 პროექტი ხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროექტების ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში.

💙 შშმ ბავშვების მშობლების მხარდაჭერა, გამოცდილების გაზიარება და უსაფრთხო, მხარდამჭერი გარემოს შექმნა ამ პროექტის მთავარი...
09/07/2026

💙 შშმ ბავშვების მშობლების მხარდაჭერა, გამოცდილების გაზიარება და უსაფრთხო, მხარდამჭერი გარემოს შექმნა ამ პროექტის მთავარი მიზანია. გვიხარია, რომ "ქალთა ოთახიც" ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის ნაწილია და თავისი წვლილი შეაქვს მშობლების მხარდაჭერასა და გაძლიერებაში. 🤝

პროექტი ხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროექტების ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში. 🌿

🌟 დღეს, 16 ივნისს ზუგდიდის „ქალთა ოთახში“ახალგაზრდა ავტორის, ანა ჯღარკავას სადებიუტო რომანის - “გაუჩინარება” წარდგენა შე...
16/06/2026

🌟 დღეს, 16 ივნისს ზუგდიდის „ქალთა ოთახში“
ახალგაზრდა ავტორის, ანა ჯღარკავას სადებიუტო რომანის - “გაუჩინარება” წარდგენა შედგა.

📖 „გაუჩინარება“ არ არის მხოლოდ ერთი გოგონას ისტორია. ეს არის წიგნი, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ქალების რეალურ ამბებზეა დაფუძნებული და აერთიანებს იმ ტკივილს, შიშსა და დუმილს, რომელსაც ბევრი ქალი ყოველდღიურად ატარებს.

🌼 შეხვედრაზე ვისაუბრეთ უმნიშვნელოვანეს და აქტუალურ თემებზე:
🔸 სოციალური სტიგმები და ფსიქოლოგიური ტრავმა
🔸 მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა
🔸 საკუთარი თავის მიღება, სიყვარული და ტრანსფორმაცია

👏🏻 მადლობა ავტორს ამ უმნიშვნელოვანესი ამბების გაჟღერებისთვის და თითოეულ სტუმარს მოსვლისა და მხარდაჭერისთვის. ძალა ერთმანეთის გაძლიერებაშია! 🤗

,,ქალთა ოთახის“ სივრცეში, ,,პოზიტიური მშობლობის“  6 სესიისგან შემდგარი ტრენინგების მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ტ...
29/05/2026

,,ქალთა ოთახის“ სივრცეში, ,,პოზიტიური მშობლობის“ 6 სესიისგან შემდგარი ტრენინგების მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ტრენინგების სერია მიზნად ისახავდა ინფორმირებულობის დონის ამაღლებას მშობლობისა და ბავშვის საჭიროებების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით.

აღნიშნულ პროექტს სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება 2024 წლიდან ახორციელებს. ტრენინგ-მოდულში სულ 35 მშობელმა მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნული აქტივობა განხორციელდა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

27 მაისს, ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდება.მოქალაქეები  სპეციალისტების კონსულტაციას...
25/05/2026

27 მაისს, ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდება.
მოქალაქეები სპეციალისტების კონსულტაციასთან ერთად, მრავალპროფილური კვლევებით : ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგი, ასევე B და C ჰეპატიტების, აივ ინფექციის, ტუბერკულოზისა და ჰიპერტენზიის გამოკვლევებით უფასოდ ისარგებლებენ.
უფასო სამედიცინო კვლევები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით,
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება

27 მაისს, ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდება.

მოქალაქეები სპეციალისტების კონსულტაციასთან ერთად, მრავალპროფილური კვლევებით : ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგი, ასევე B და C ჰეპატიტების, აივ ინფექციის, ტუბერკულოზისა და ჰიპერტენზიის გამოკვლევებით უფასოდ ისარგებლებენ.

უფასო სამედიცინო კვლევები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით,
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია პერსონალური ასისტენტის სერვისის განხორციელებას იწყებს.აღნიშნული პროგრამის  მიზანი შეზღუდუ...
22/05/2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია პერსონალური ასისტენტის სერვისის განხორციელებას იწყებს.

აღნიშნული პროგრამის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობაა.

სერვისით სარგებლობა შეუძლიათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ 18 წელზე უფროსი ასაკის შშმ პირებს.

პროგრამაში ჩართვის დამატებითი კრიტერიუმებია:

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;

მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირის მშობელი;

მარტოხელა პენსიონერი;

მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქე;

მრავალშვილიანი ოჯახის სრულწლოვანი პირი;

პროგრამაში ჩართვის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას.

24/04/2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ფილტვის კიბოს სკრინინგის მუნიციპალურ პროგრამას იწყებს.

ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მერიის დაფინანსებით განხორციელდება.

კვლევა ხორციელდება დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის (LDCT) მეთოდით, რაც წარმოადგენს თანამედროვე მედიცინის „ოქროს სტანდარტს“ დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად.

პროგრამის მიზანია ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნეების პრევენცია, დროული დიაგნოსტიკა და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების რისკის მინიმიზაცია.

სამიზნე ჯგუფი და კრიტერიუმები:
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ადგილობრივ და იძულებით გადაადგილებულ პირებს, 50-დან 70 წლის ჩათვლით, რომლებიც განეკუთვნებიან მაღალი რისკის ჯგუფს:

აქტიური მწეველები ან პირები, რომლებმაც მოწევას თავი დაანებეს ბოლო 15 წლის განმავლობაში;

პირები დატვირთული გენეტიკური ანამნეზით (ფილტვის სიმსივნე ოჯახის წევრებში);

ფილტვის ქრონიკული დაავადებების (მაგ: ფქოდი) მქონე პაციენტები;

პირები, რომელთა პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია რესპირატორული სისტემისთვის მავნე გარემო-ფაქტორებთან.

პროგრამა 25 აპრილიდან ამოქმედდება.

11/04/2026

Address

Rustaveli Str
Zugdidi
2100

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 06:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქალთა ოთახი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი/Women's Room Zugdidi Municipality posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ქალთა ოთახი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი/Women's Room Zugdidi Municipality:

Shortcuts

Share

Category