ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია / Zugdidi District Election Commission

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია / Zugdidi District Election Commission

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია / Zugdidi District Election Commission Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია / Zugdidi District Election Commission, Government Organization, ქ. ზუგდიდი, კოსტავას №58, Zugdidi.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საზაფხულო ბანაკების მონაწილეებთან ორი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.მირა...
01/09/2026

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საზაფხულო ბანაკების მონაწილეებთან ორი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

მირანდა მესხმა საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის როლისა და უფლებების, ასევე ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობისა და არჩევნების ორგანიზების შესახებ. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების უპირატესობების, მათი დანერგვის პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილების შესახებ.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბანაკის მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360 გრადუსით“ წარუდგინა და აღნიშნა, რომ გამოცემა მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ, ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს.

შეხვედრების მიმდინარეობისას ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

✅ 2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკე...
06/08/2026

✅ 2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

🗳️ ნათია იოსელიანმა შეხვედრის მონაწილეებთან არჩევნებსა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის, ასევე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მათი ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

🙋‍♂️ ახალგაზრდებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს საარჩევნო ისტორიის შესახებ და გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო გამოცდილებას.

სრულად: https://shorturl.at/o9OC2
#ცესკო #შეხვედრაახალგაზრდებთან

ახალგაზრდების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირების მიზნით, ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია და მის მონა...
27/07/2026

ახალგაზრდების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირების მიზნით, ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია და მის მონაწილეებს შეხვდა.

გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან არჩევნების მნიშვნელობაზე, დემოკრატიულ პროცესებში მათი აქტიური მონაწილეობის როლსა და საარჩევნო საკითხებზე ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა დეზინფორმაციის გავლენაზე საარჩევნო პროცესზე და აღნიშნული ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად შეაფასა. მან მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგია გააცნო, რომელიც დეზინფორმაციის პრევენციასა და საზოგადოების დროულ და ობიექტურ ინფორმირებას ისახავს მიზნად.

დეტალები: https://shorturl.at/FGiWS
#ცესკო #შეხვედრაახალგაზრდებთან See less

საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრა ახა...
05/06/2026

საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.

მორიგი შეხვედრა ახალგაზრდებთან ზუგდიდში გაიმართა. შეხვედრა #ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა გახსნა.

ნათია იოსელიანმა საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო სისტემების, არჩევნების ისტორიის, საარჩევნო უფლების, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

ინფორმაცია სრულად https://shorturl.at/59RmC
🤝 ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency

05/06/2026

#ცესკო აგრძელებს ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს.

ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, ამჯერად შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა.

#ცესკო #შეხვედრაახალგაზრდებთან

19/05/2026

❌ სიცრუეა, რომ "ეუთოს დასკვნის მიხედვით არჩევნების 20% გაყალბებულია " - თუ რატომ, ამ ვიდეოდან გაიგებ.

✅ გადაამოწმე ინფორმაცია ვებგვერდზე Disinfo.cec.gov.ge, მანამ სანამ გაიზიარებ.

#დეზინფორმაციისრეესტრი #ცესკო

13/05/2026

❌ ამბობენ, რომ ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანია არ ჩატარებულა - ფაქტები კი სხვას აჩვენებს.

✅ 5 000-ზე მეტი შეხვედრა და 600 000-ზე მეტი ინფორმირებული მოქალაქე.

🟢 ამ ვიდეოდან გავიხსენოთ, როგორი იყო ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია.

#ცესკო #დეზინფორმაციისრეესტრი

08/05/2026

საგანმანათლებლო პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი“ წარმატებით დასრულდა.

#ცესკო #სასწავლოპროექტი #შეხვედრაახალგაზრდებთან

06/05/2026

❌ დეზინფორმაცია პლანშეტებზე - გაიგე, რატომ არის შეუძლებელი პლანშეტით ინფორმაციის სხვაგან გაგზავნა.
✅ გადაამოწმე ინფორმაცია, მანამ სანამ გაიზიარებ ვებგვერდზე Disinfo.cec.gov.ge.
#ცესკო #დეზინფორმაციისრეესტრი

27/11/2025

Address

ქ. ზუგდიდი, კოსტავას №58
Zugdidi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია / Zugdidi District Election Commission posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია / Zugdidi District Election Commission:

Shortcuts

Share