ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Zugdidi Municipality

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Zugdidi Municipality

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Zugdidi Municipality ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალური აღმასრულებელი ორგანო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრირება

04/09/2026

ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, 2025-2026 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.

დაჯილდოვდა 158 ოქროს და 21 ვერცხლის მედალოსანი წარმატებული მოსწავლე.

ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, 2025-2026 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებ...
03/09/2026

ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, 2025-2026 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.

179 მედალოსანს სიგელები და სასაჩუქრე ბარათები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ გადასცეს.

“ზუგდიდში 158 ოქროსა და 21 ვერცხლის მედალოსანი გვყავს ეს მხოლოდ 2025-2026 სასწავლო წლის მონაცემებია.
მიხარია, რომ ძალიან ნიჭიერი და წარმატებული თაობა იზრდება ჩვენს მუნიციპალიტეტში. განათლება ჩვენი მომავლისთვის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია და სწორედ განათლებული, მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდები ქმნიან ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად მივულოცე და მათი შრომისა და დამსახურების აღსანიშნავად, სიგელებითა და სასაჩუქრე ვაუჩერებით დავაჯილდოვეთ.

ჩვენი მიზანია, მათ შევუქმნათ პირობები საკუთარი ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების სრულფასოვნად განსავითარებლად. განათლებისა და განვითარების გზაზე ჩვენი გუნდი ყოველთვის იქნება ახალგაზრდების მხარდამჭერი, რომ ერთად შევქმნათ ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის კიდევ უფრო ძლიერი და პერსპექტიული მომავალი. კიდევ ერთხელ ვულოცავ თითოეულ ახალგაზრდას და ვუსურვებ წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი თითოეულ მასწავლებელსა და მშობელს, ახალგაზრდების წარმატებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი როლისთვის”- აღნიშნა დავით კოდუამ.

ახალგაზრდებს სიტყვით სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ მიმართა:

„თითოეულს გილოცავთ სასკოლო განათლების მნიშვნელოვანი საფეხურის წარმატებით დასრულებას. მინდა წარმატებები გისურვოთ ცხოვრების ახალ ეტაპზე. სწორედ განათლებაზე გადის ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი და ამისთვის, როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან ბევრ პროექტსა და პროგრამას ახორციელებს - მის შედეგებზე კი არაერთი მიმართულებით არსებული მიღწევები საუბრობს.

მადლობა თითოეულ თქვენგან, მადლობა მასწავლებლებს თავდაუზოგავი შრომისთვის, მადლობა მშობლებს, რომლებიც დღეს ყველაზე ამაყები არიან, რადგან ამხელა ქალაქში, ამდენ მოსწავლეში ეს მიღწევა ნამდვილად საამაყოა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ“ - აღნიშნა დაჯილდოების ცერემონიალზე სახელმწიფო რწმუნებულმა.

ღონისძიებას ზუგდიდის მერთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, საჯარო სკოლის დირექტორები და მშობლები ესწრებოდნენ.

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ინგირს მელე“ ჩვენება გაიმართა.ღ...
02/09/2026

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ინგირს მელე“ ჩვენება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, ორგანიზაციების - „მოძრაობა მრავალშვილიანი საქართველოს“ და „მშვიდობის ელჩების“ ერთობლივი ინიციატივით, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი დედების ყოველწლიური დაჯილდოების ტრადიციას. პროექტის ფარგლებში, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის 7 სხვადასხვა ქალაქიდან დევნილ 7 მრავალშვილიან დედას სიგელები და საჩუქრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისგან გადაეცათ. ღონისძიება ზუგდიდის მერიის თანაორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე ნუგზარ გაბელია, საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, მეფრინველეობის დასახლებაში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.პროექ...
02/09/2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, მეფრინველეობის დასახლებაში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში გზასთან ერთად ეწყობა, სანიაღვრე სისტემა და მოსახლეობის ეზოებთან მისასვლელები.

მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მოადგილესთან ბესიკ ჭეჟიასთან ერთად გაეცნო.

დავით კოდუა ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა.

"შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას და მათი საჭიროებები და პრობლემები მოვისმინე. აღნიშნულ დასახლებაში აქამდე გრუნტის გზა იყო, რაც მოსახლეობისთვის გადაადგილებას განსაკუთრებით ართულებდა.

მეფრინველეობის დასახლებაში სამი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსია, რომელთა სახურავების რეაბილიტაციაც უკვე განვახორციელეთ. ამასთან, კორპუსების შიდა სივრცეების რეაბილიტაცია მოსახლეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საჭიროებაა და აღნიშნულ სამუშაოებს ჩვენი გუნდი აუცილებლად უზრუნველყოფს"- აღნიშნა დავით კოდუამ.

სამუშაოების ღირებულება 452 640 ლარია. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მდებარე №2 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციის მიზნით, საქართველოს ინფრასტრუ...
01/09/2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მდებარე №2 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციის მიზნით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.

პროექტი სკოლის აღდგენით სამუშაოებს ითვალისწინებს, რაც მოსწავლეებისთვის თანამედროვე და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

დარჩელის №2 საჯარო სკოლა იმ 20 საჯარო სკოლას შორისაა, რომელთა პროექტირება-რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით ტენდერი გამოაცხადა.

ზუგდიდმა  „MAX FIGHT“- ის მე-17  საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა.საერთაშორისო ტურნირში, ადგილობრივ მებრძოლებთან ერთად, ს...
01/09/2026

ზუგდიდმა „MAX FIGHT“- ის მე-17 საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა.

საერთაშორისო ტურნირში, ადგილობრივ მებრძოლებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და მოწვეულ სტუმრები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო ტურნირში სამმა ზუგდიდელმა გაიმარჯვა. ამირან ნაჭყებია და გოგა სიჭინავა გახდნენ ტურნირის ჩემპიონები. MIX FIGHT-ის ქამრის მფლობელი კი ნიკა პაპავა გახდა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატზე ტოკიოში.

ღონისძიება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. მისი ორგანიზატორი კი კიკბოქსინგში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი დავით ქირიაა.

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის მერიაში 18 ვაკანსიაზე კონკ...
01/09/2026

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში 18 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - https://vacancy.hr.gov.ge მეშვეობით შეუძლიათ.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იცის სახელმწიფო ენა;
ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
დ) აკადემიური მოსწრება: ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA 2.7-4.0).

დამატებითი მოთხოვნები და დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს, შემდეგ მისამართებზე:

საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის სტაჟიორი - 2
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101672?active=1

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სტაჟიორი - 2

https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101673?active=1

ადმინისტრაციული სამსახურის სტაჟიორი -2
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101670?active=1

ეკონომიკის სამსახურის სტაჟიორი - 2
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101674?active=1

განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის სტაჟიორი - 2
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101675?active=1

სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სტაჟიორი -2
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101676?active=1

ზედამხედველობის სამსახურის სტაჟიორი -2
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101677?active=1

შიდა აუდიტის სამსახურის სტაჟიორი -2
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101678?active=1

შესყიდვების სამსახურის სტაჟიორი -2
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101679?active=1

კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.

შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მოასპარეზე ექვსმა ზუგდიდელმა სპორტსმენმა 12 მედ...
31/08/2026

ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მოასპარეზე ექვსმა ზუგდიდელმა სპორტსმენმა 12 მედალი მოიპოვა, მათ შორის - 7 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

ტურნირზე განსაკუთრებულ შედეგს ლადო ძიმცეიშვილმა მიაღწია, რომელმაც ევროპის ჩემპიონობასთან ერთად ახალი რეკორდიც დაამყარა. ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს ასევე ნუგზარ მანიამ და ლევან ძიმცეიშვილმა, ხოლო ლუკას თოდუა ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ჩემპიონატზე წარმატებული დებიუტი ჰქონდათ ახალგაზრდა ძალოსნებს, 13 წლის ლიზი ვეკუასა და 14 წლის ვერიკო შამათავას.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კოდუამ, შერიგებისა და სამ...
31/08/2026

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კოდუამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კოდუამ.

“საქართველოს უახლესი ისტორიის შეიარაღებულმა კონფლიქტებმა არაერთ ოჯახს დაუტოვა პასუხგაუცემელი კითხვები. დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ადამიანები, რომელთა ხვედრი დღემდე უცნობია და მათი ოჯახებისთვის გაურკვევლობა კვლავ მძიმე რეალობად რჩება. ზუგდიდისთვის ეს საკითხი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ჩვენ, ამ ქალაქის მცხოვრებლებმა, განსაკუთრებით კარგად ვიცით, რას ნიშნავს ომით გაყოფილი საზოგადოება, დაკარგული ადამიანები და წლების მანძილზე მოლოდინში ცხოვრება. წარსულის გახსენებათან ერთად, ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა ხელი შევუწყოთ მშვიდობის, შერიგებისა და ნდობის განმტკიცებას, რომ მომავალმა თაობებმა აღარასოდეს გადაიხადონ ომის ასეთი მძიმე ფასი. მადლობა ყველას, ვინც წლების განმავლობაში ერთგულად აგრძელებს მუშაობას დაკარგული ადამიანების მოძიებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერისთვის”- აღნიშნა დავით კოდუამ.

ვლაქერნის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა, მამა მალხაზ ჭანტურიამ, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის პატივსაცემად პარაკლისი აღავლინა.

ღონისძიება, სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ასოციაცია “ქსენონის” ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების აქტიური ჩართულობით გაიმართა.

ღონისძებას, ხელისუფლების წარმოამდგენლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Address

შოთა რუსთაველის ქუჩა 90
Zugdidi
2100

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995599850297

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Zugdidi Municipality posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია / City Hall of Zugdidi Municipality:

Shortcuts

Share