ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო • Sakrebulo Of Zugdidi Municipality

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო • Sakrebulo Of Zugdidi Municipality

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო • Sakrebulo Of Zugdidi Municipality ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხებ...
04/09/2026

დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მ/წლის 4 სექტემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.

2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2 (ორი) წლის ვადით სარგებლობის უფლებით შპს „კახათის ბავშვთა საფეხბურთო კლუბი კოლხასთვის“ გადაცემის თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2 (ორი) წლის ვადით სარგებლობის უფლებით შპს „საფეხბურთო კლუბი კოლხეთი ზუგდიდისთვის“ გადაცემის თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 349 (სამასორმოცდაცხრა) ცალი გარე განათების ბოძის ნაწილის (წერტილი) სს „სილქნეტის“ სარგებლობაში პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით გაცემისა და ქირის წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 334 (სამასოცდათოთხმეტი) ცალი გარე განათების ბოძის ნაწილის (წერტილი) სს „სილქნეტის“ სარგებლობაში პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით გაცემისა და ქირის წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

7. შპს „ანაკლია-განმუხურის ბულვარის“ საკუთრებაში (ბალანსზე) არსებული მოძრავი ქონების (მძიმე ტექნიკა) მიწახაპიას ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ შპს „ანაკლია-განმუხურის ბულვარისთვის“ თანხმობის მიცემის თაობაზე.

8. ქალაქ ზუგდიდში ეროსი მანჯგალაძის ქუჩისთვის გიორგი შამუგიას სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე.

9. სხვადასხვა საკითხები

დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვ...
04/09/2026

დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის მ/წლის 4 სექტემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;

2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ;

3. სხვადასხვა საკითხები

დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა ...
04/09/2026

დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:

1.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2 (ორი) წლის ვადით სარგებლობის უფლებით შპს „კახათის ბავშვთა საფეხბურთო კლუბი კოლხასთვის“ გადაცემის თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

2.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2 (ორი) წლის ვადით სარგებლობის უფლებით შპს „საფეხბურთო კლუბი კოლხეთი ზუგდიდისთვის“ გადაცემის თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

3.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 349 (სამასორმოცდაცხრა) ცალი გარე განათების ბოძის ნაწილის (წერტილი) სს „სილქნეტის“სარგებლობაში პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით გაცემისა და ქირის წლიური საიჯარო საფასურისგან საზღვრის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

4.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 334(სამასოცდათოთხმეტი) ცალი გარე განათების ბოძის ნაწილის (წერტილი) სს „სილქნეტის“სარგებლობაში პირდაპირი განკარგვის წესითიჯარის ფორმით გაცემისა და ქირისწლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

5.შპს „ანაკლია-განმუხურის ბულვარის“ საკუთრებაში (ბალანსზე) არსებული მოძრავი ქონების (მძიმე ტექნიკა) მიწახაპიას ელექტრონული აუქციონის წესით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებშპს „ანაკლია-განმუხურის ბულვარისთვის“ თანხმობის მიცემის თაობაზე.

6.სხვადასხვასაკითხები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.მიმდინარე წელს მუნიციპა...
03/09/2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში 179 მედალოსანი კურსდამთავრებულია, მათგან 158 ოქროს, ხოლო 21 — ვერცხლის მედლის მფლობელი.

ახალგაზრდებს საზეიმო ღონისძიებაზე სიგელები და სასაჩუქრე ბარათები გადაეცათ.

წარჩინებული ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი მიღწევების დაფასება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უკვე წლებია დამკვიდრებული ტრადიციაა.

ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, მერის მოადგილეები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.

ზუგდიდში საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ტურნირი „MAX FIGHT 17“ ჩატარდა. მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაში ქართველ მებრძოლ...
01/09/2026

ზუგდიდში საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ტურნირი „MAX FIGHT 17“ ჩატარდა.

მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაში ქართველ მებრძოლებთან ერთად უცხოელი სპორტსმენებიც ასპარეზობდნენ.

საღამოს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, მუნიციპალიტეტების მერები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

შეჯიბრი ზუგდიდელი სპორტსმენების ტრიუმფით დასრულდა – სამმა ადგილობრივმა მებრძოლმა მოიპოვა გამარჯვება. გოგა ნაჭყებიამ და ამირან სიჭინავამ ტურნირის ჩემპიონობა იზეიმეს, ხოლო ნიკა პაპავამ MIX FIGHT-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა, რითაც ტოკიოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მიიღო.

სპორტული ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო, ხოლო პროექტის ორგანიზატორი კიკბოქსინგში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, დავით ქირიაა.

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  2  ვაკანსიაზე ...
01/09/2026

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - https://vacancy.hr.gov.ge მეშვეობით შეუძლიათ.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იცის სახელმწიფო ენა;
ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
დ) აკადემიური მოსწრება: ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA 2.7-4.0).
დამატებითი მოთხოვნები და დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს, შემდეგ მისამართებზე:

საქმისწარმოების საკითხთა განყოფილების სტაჟიორი-1
https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/101011?active=1

იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების სტაჟიორი-1

https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100995?active=1

კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

28/08/2026
საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის   მუნიციპალიტეტში  20 პოზიციაზე კონკურსი გა...
19/08/2026

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 20 პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდება, რომელთაგან 18 ვაკანსია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაშია, ხოლო 2 ვაკანსია საკრებულოში.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge -ის მეშვეობით შეუძლიათ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია: მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 2 ვაკანსია; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური - 2; ეკონომიკის სამსახური - 2; განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური - 2; სოციალური და ჯანდაცვის სამსახური - 2; ზედამხედველობის სამსახური - 2; შიდა აუდიტის სამსახური - 2; შესყიდვების სამსახური - 2.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო: საქმის წარმოების საკითხთა განყოფილება -1 ვაკანსია, იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება-1

ზუგდიდში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, ...
12/08/2026

ზუგდიდში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ფესტივალი გაიმართა.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები თაზო ფაცაცია და ოთარ ქადარია, ფრაქცია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კორტავა და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

ფესტივალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით ჩატარდა.

ახალგაზრდებისთვის დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული, კულტურული და შემოქმედებითი აქტივობა გაიმართა.

ღონისძიებაზე ახალგაზრდებს საერთაშორისო დღე დავით კოდუამ მიულოცა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა მნიშვნელოვანია.

ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებულებს სპორტკომპლექსის დირექტორმა და საკრებულოს წევრმა მამუკა ყურაშვილმა ულიმიტო აბონემენტები გადასცა.

Address

ზვ. გამსახურდიას გამზ. 45
Zugdidi
2100

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995415255717

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო • Sakrebulo Of Zugdidi Municipality posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო • Sakrebulo Of Zugdidi Municipality:

Shortcuts

Share