RDA / სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახური

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • RDA / სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახური

RDA / სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახური ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო

📍 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა👤 ქ....
24/07/2026

📍 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

👤 ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ მაჭარაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მეწარმეებს დეტალური ინფორმაცია გააცნო „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსების პირობებისა და მონაწილეობის კრიტერიუმების შესახებ.

✅ აგროთანადაფინანსების პროგრამა მოიცავს პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების, ასევე სასურსათო დანიშნულების ცხოველების დაკვლისთვის განკუთვნილი ობიექტების (სასაკლაოების) მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტებს. პროგრამის ფარგლებში, ასევე ხელმისაწვდომია შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც ძირითადი და საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას ითვალისწინებს.

✅ შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ირაკლი თოფურია და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი ნადარაია ესწრებოდნენ.

➡️ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/4wquLkS

#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2026
#მთავრობა2026

✅ აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა✔  საინფორმაციო შეხვედრა 📍 შეხვედრის ადგილი: სამეგრელო-ზემო სვანეთი , ქ. ზუგდი...
22/07/2026

✅ აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა

✔ საინფორმაციო შეხვედრა

📍 შეხვედრის ადგილი: სამეგრელო-ზემო სვანეთი , ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N45

📆 შეხვედრის დრო: 23 ივლისი, 12:00 საათი

#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2026
#მთავრობა2026

10/07/2026
10/07/2026
02/07/2026

✅ „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ ამოქმედდა

📆 1 ივლისს „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ ამოქმედდა. პროგრამა სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება და მიზნად ისახავს აგროსექტორში თანამედროვე, კლიმატურ პირობებთან ადაპტირებული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას, წარმოების ზრდასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას.

✔ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მრავალწლოვანი კულტურების გაშენება, სასათბურე მეურნეობების, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების, მეფუტკრეობის, აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობების მოწყობა, სასურსათო დანიშნულების ცხოველების დაკვლისთვის განკუთვნილი ობიექტების (სასაკლაოების) მოწყობა, ასევე გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების შექმნა.

👤 პროგრამით სარგებლობა შეუძლია რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ პირს (ინდივიდუალურ მეწარმეს) ან მეწარმე იურიდიულ პირს.

✔ სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური მოცულობა პროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 2 მილიონი ლარით განისაზღვრება. განსხვავებული პირობებით ისარგებლებენ მერძეული ფერმის მოწყობით დაინტერესებული ფერმერები.

✅ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსება წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%-მდეა განსაზღვრული, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში და მაღალმთიან დასახლებებში განსახორციელებელი პროექტებისთვის – არაუმეტეს 55%-მდე.

✔ „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში“ განაცხადების მიღება ხორციელდება ელექტრონულად, სოფლის განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.

✅ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისსა და მუნიციპალურ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.

➡️ „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამისა“ და „ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის“ შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე - www.rda.gov.ge

#სოფლისგანვითარება
#სოფლისმეურნეობა2026
#მთავრობა2026

21/05/2026

Address

კოსტავას ქ. 58
Zugdidi
2100

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995599355015

Alerts

Be the first to know and let us send you an email when RDA / სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახური posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to RDA / სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახური:

Shortcuts

Share