03/08/2026
✅დასავლეთ ატიკასა და ბეოტიის რეგიონში ხანძრის კონტროლის მიზნით სახანძრო სამსახურები მუშაობას აგრძელებენ.
✅საბერძნეთის კლიმატური კრიზისებისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს (civilprotection.gov.gr) მიერ გამოქვეყნებული ხანძრის საფრთხის პროგნოზირების რუკის მიხედვით, 2026 წლის 3 აგვისტოს, მოსალოდნელია ხანძრის ძალიან მაღალი რისკი (საფრთხის კატეგორია 4) შემდეგ რეგიონებში:
🔘ატიკის რეგიონი
🔘ცენტრალური საბერძნეთის რეგიონი
✅სამოქალაქო დაცვის გენერალური სამდივნო მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და თავი შეიკავონ ისეთ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება დაუდევრობით ხანძარი გამოიწვიოს.
✅ტყის ხანძრებისგან თავის დაცვის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და რეკომენდაციების მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ კლიმატური კრიზისებისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდს – civilprotection.gov.gr.
🔴ასევე, გადაუდებელ შემთხვევაში დაგვიკავშირდით საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზზე: 69 52 22 00 00