Georgia in Thessaloniki

Georgia in Thessaloniki Consulate General of Georgia in Thessaloniki

⚜️ 2026 წლის 5 სექტემბერს, ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული გელა ჯაფარიძე ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენას...
07/09/2026

⚜️ 2026 წლის 5 სექტემბერს, ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული გელა ჯაფარიძე ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენას „HELEXPO“-ს ეწვია, სადაც ქართველი დიზაინერებისა და ხელოვანების ნამუშევრები და ნაწარმია წარმოდგენილი.

⚜️ გენერალურმა კონსულმა ღონისძიების ორგანიზატორს სოფიო მინაძეს, ასევე გამოფენაში მონაწილე ქართველ დიზაინერებსა და ხელოვანებს, საზღვარგარეთ ქართული კულტურისა და შემოქმედების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

⚜️ ქართველი დიზაინერებისა და ხელოვანების ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება 13 სექტემბრის ჩათვლით, საგამოფენო ცენტრის „HELEXPO“-ს მე-5 პავილიონში.

⚜️ Στις 5 Σεπτεμβρίου 2026, ο Γενικός Πρόξενος της Γεωργίας στη Θεσσαλονίκη, Gela Japaridze επισκέφθηκε τη Διεθνή Έκθεση Θεσσαλονίκης (ΔΕΘ), όπου συμμετέχουν Γεωργιανοί σχεδιαστές και καλλιτέχνες, παρουσιάζοντας τα έργα τους.

⚜️ Ο Γενικός Πρόξενος απένειμε ευχαριστήριες διακρίσεις στη διοργανώτρια, Sophio Minadze, καθώς και στους Γεωργιανούς σχεδιαστές και καλλιτέχνες που συμμετέχουν στην έκθεση, ως αναγνώριση της συμβολής τους στην προβολή του γεωργιανού πολιτισμού στο εξωτερικό, και τους ευχήθηκε κάθε επιτυχία στη μελλοντική τους δραστηριότητα.

⚜️ Τα έργα των Γεωργιανών σχεδιαστών και καλλιτεχνών θα παρουσιάζονται έως και τις 13 Σεπτεμβρίου, στο Περίπτερο 5 της ΔΕΘ.

31/08/2026
13/08/2026

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ‼️

გაცნობებთ, რომ ხალკიდიკის რაიონში, სივირის დასახლებასთან ტყის მასივში გაჩენილ მასშტაბურ ხანძართან დაკავშირებით, საბერძნეთის სახანძრო სამსახურები ახორციელებენ შესაბამის ღონისძიებებს, რის გამოც
ხანძრის ტერიტორიის მიმდებარე რაიონებში მისასვლელი გზები გადაკეტილია სამართალდამცავი ორგანოების მიერ.

ხალკიდიკის ვიცე-გუბერნატორის გადაწყვეტილებით, მ.წ. 14 აგვისტოს დილის 08.00 სთ-მდე ძალაში შევიდა ფეხით მოსიარულეთათვის და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე აკრძალვა ხალკიდიკის მუნიციპალიტეტების კასანდრას, სითონიის, არისტოტელისა და პოლიგიროსის ტყის მასივების გარკვეულ ტერიტორიებზე. აღნიშნულ ტერიტორიებზე მოქალაქეებისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებზე შეზღუდვის მიზნით, შესასვლელ პუნქტებზე საბერძნეთის პოლიციის ქვედანაყოფების მიერ განხორციელდება კონტროლი.

ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობასა და ვიზიტორებს, დაიცვან გადაადგილების აკრძალვა და დაემორჩილონ სახელმწიფო ორგანოების მითითებებს, რათა ხელი შეუწყონ ადამიანების სიცოცხლის, ტყის ეკოსისტემისა და საზოგადოებრივი ქონების დაცვას.

⚜️ 2026 წლის 7 აგვისტოს, ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგ...
13/08/2026

⚜️ 2026 წლის 7 აგვისტოს, ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, თესალონიკში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

⚜️ დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ, ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გელა ჯაფარიძემ და არქიმანდრიტმა ღვთისავარ გობეჯიშვილმა.

⚜️ შეხვედრაზე განხილულ იქნა საბერძნეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და დიასპორის როლი ქართული იდენტობის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის, ასევე საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდაჭერის საქმეში.

⚜️ შეხვედრის ფარგლებში, არქიმანდრიტმა ღვთისავარ გობეჯიშვილმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, სიწმინდე - „წმინდა ოთხთავი (მოქვის სახარების მინიატურებით)“ წარადგინა, რომელიც ისტორიული რედაქციის შევსებული ვარიანტია და გამოიცა არქიმანდრიტ ღვთისავარ გობეჯიშვილის მიერ, აფხაზეთის მთავრობის, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიისა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.

⚜️ Στις 7 Αυγούστου 2026, στο Γενικό Προξενείο της Γεωργίας στη Θεσσαλονίκη, κατά τη διάρκεια της επίσημης επίσκεψης του στην Ελληνική Δημοκρατία, ο Πρόεδρος του Ανώτατου Συμβουλίου της Αυτόνομης Δημοκρατίας της Ατζαρίας, Tsotne Ananidze και ο Υπουργός για τα Αναγκαστικά Εκτοπισμένα Πρόσωπα της Αυτόνομης Δημοκρατίας της Αμπχαζίας, Davit Patsatsia, συνοδευόμενοι από μέλη της αντιπροσωπείας, συναντήθηκαν με εκπροσώπους της γεωργιανής διασποράς που διαμένουν στη Θεσσαλονίκη.

⚜️ Στους εκπροσώπους της διασποράς απηύθυναν χαιρετισμό ο Πρόεδρος του Ανώτατου Συμβουλίου της Αυτόνομης Δημοκρατίας της Ατζαρίας, Tsotne Ananidze, ο Υπουργός για τα Αναγκαστικά Εκτοπισμένα Πρόσωπα της Αυτόνομης Δημοκρατίας της Αμπχαζίας, Davit Patsatsia, ο Γενικός Πρόξενος της Γεωργίας στη Θεσσαλονίκη, Gela Japaridze, καθώς και ο Αρχιμανδρίτης Kvtisavar Gobedjishvili.

⚜️ Κατά τη συνάντηση συζητήθηκαν ζητήματα ιδιαίτερης σημασίας για τους συμπατριώτες μας που διαμένουν στην Ελλάδα, καθώς και ο ρόλος της διασποράς στη διατήρηση και προώθηση της γεωργιανής ταυτότητας, του πολιτισμού και των παραδόσεων, καθώς και στην υποστήριξη των εθνικών συμφερόντων της Γεωργίας.

⚜️ Στο πλαίσιο της συνάντησης, με αφορμή τη συμπλήρωση 1.700 ετών από την ανακήρυξη του Χριστιανισμού ως κρατικής θρησκείας, ο Αρχιμανδρίτης Kvtisavar Gobedjishvili παρουσίασε το ιερό κειμήλιο „Το Ιερό Ευαγγέλιο των Τεσσάρων Ευαγγελιστών (με μικρογραφίες του Ευαγγελίου του Mokvi)”, το οποίο αποτελεί εμπλουτισμένη εκδοχή της ιστορικής έκδοσης και εκδόθηκε με πρωτοβουλία του Αρχιμανδρίτη Kvtisvar Gobedjishvili, με την υποστήριξη της Αυτόνομης Κυβέρνησης της Αμπχαζίας, της Θεολογικής Ακαδημίας και Σεμιναρίου της Τιφλίδας και του Εθνικού Κέντρου Χειρογράφων της Γεωργίας.

GEO/ENG👇2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, სა...
08/08/2026

GEO/ENG👇

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

On the occasion of the 18th anniversary of the 2008 Russia-Georgia war, the national flags are flown at half-mast at the premises of the Ministry of Foreign Affairs, as well as at Georgia’s diplomatic representations and consular offices abroad, to honour the memory of those who lost their lives.

https://www.facebook.com/share/p/1DxfHWYSbe/

29/07/2026
GEO/ENG 👇საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს,...
29/07/2026

GEO/ENG 👇

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.

საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia welcomes the decision adopted on 21 July 2026 by the Cabinet of the Republic of Naoero on the revocation of diplomatic relations "between the Republic of Naoero and the Republic of South Ossetia also known as the State of Alania," as well as "between the Republic of Naoero and the Republic of Abkhazia."

This decision once again confirms that respect for and adherence to the norms of international law constitute the foundation of sound international relations.

Georgia expresses its readiness to establish diplomatic relations with the Republic of Naoero and to promote the development of bilateral cooperation on the basis of shared interests.

https://www.facebook.com/share/p/17rT41nGc6/

GEO/ENG👇🇬🇪🇺🇸საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწ...
17/07/2026

GEO/ENG👇

🇬🇪🇺🇸საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ პოლიტიკური ტერორიზმის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე.

„ეს განხილვა განსაკუთრებით დროულია, რადგან დღეს ვდგავართ რთული და მუდმივად ცვალებადი გამოწვევების წინაშე, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე. მსოფლიოში, რადიკალური ჯგუფები სხვადასხვა იდეოლოგიის ქვეშ მოქმედებენ, მათ შორის, ხშირად, დემოკრატიის სახელით. თუმცა მათი მიზანი არა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, არამედ მათი დასუსტებაა,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

🇬🇪🇺🇸The Deputy Prime Minister, Minister for Foreign Affairs of Georgia, Maka Botchorishvili, at the invitation of the United States Secretary of State, Marco Rubio, participated in the Ministerial on the Resurgence of Political Terrorism held in Washington, D.C., where she delivered an address to the participants.

In her remarks, the Minister for Foreign Affairs underscored that placing the issue of political terrorism prominently on the international agenda is of particular importance in light of the contemporary security challenges.

“This discussion could not be more timely as we face complex and evolving challenges that directly affect our national interests, sovereignty, and security. Around the world, radical groups operate under different ideological banners - including, at times, in the name of democracy. Yet their objective is not to strengthen democratic institutions, but to weaken them,” stated Maka Botchorishvili.

https://www.facebook.com/share/p/1931iZjvKz/

🌐ვრცლად იხილეთ: https://mfa.gov.ge/news/843660-maka-botchorishvili-vashingtonshi-politikuri-terorizmis-khelakhali-gaaqtiurebis-shesakheb-ministeria

GEO/ENG👇🇬🇪🇺🇸საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფ...
17/07/2026

GEO/ENG👇

🇬🇪🇺🇸საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობს მინისტერიალში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“.

ღონისძიება ვაშინგტონში იმართება და მასში მონაწილეობს 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი.

აშშ-ის ტერორიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგიული ჩარჩოს ფარგლებში გამართული მინისტერიალი მიზნად ისახავს პოლიტიკური ძალადობის ახალი ტალღისა და ექსტრემისტული დაჯგუფებების საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე მსჯელობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეფექტიანი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ამ მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევის გაღრმავებას.

🇬🇪🇺🇸 The Deputy Prime Minister, Minister for Foreign Affairs of Georgia, Maka Botchorishvili, is participating in the Ministerial on the Resurgence of Political Terrorism, at the invitation of the United States Secretary of State, Marco Rubio.

The event is being held in Washington, D.C., and brings together representatives from approximately 60 countries.

Held as part of the United States’ new strategic framework for countering terrorism, the Ministerial aims to address ways to combat the new wave of political violence and the activities of extremist groups. Particular attention is being paid to strengthening effective international cooperation and further enhancing joint efforts in this area.

https://www.facebook.com/share/p/1C9xh5YR7B/

Address

Μητροπολίτου αμβροσιου Μοσχονησίων 11, Θεσσαλονίκης
Thessaloníki
54655

Opening Hours

Monday 09:00 - 13:30
Tuesday 09:00 - 13:30
Wednesday 09:00 - 13:30
Thursday 09:00 - 13:30

Telephone

+306936840912

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgia in Thessaloniki posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Georgia in Thessaloniki:

Shortcuts

Share