Georgia in Hungary

Georgia in Hungary Embassy of Georgia to Hungary
Szegfű u. 6, 1063, Budapest, Hungary

18/09/2026

GEO/ENG👇

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2026 წლის 18 სექტემბერს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

აღნიშნული ე.წ. არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. იგი ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს და ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსს.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნების ჩატარება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის პირობებში, როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა, უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე კატეგორიულად გმობს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, 2026 წლის 18-20 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ჩატარების შესახებ.

საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საარჩევნო უბნების გახსნა და ფუნქციონირება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის კიდევ ერთ აშკარა გამოვლინებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და მკაცრად დაგმოს რუსეთის ფედერაციის აღნიშნული უკანონო ქმედებები და უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო-სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება.

საქართველო კვლავაც მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარი დაუჭიროს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia condemns the so-called presidential elections held in the occupied Tskhinvali region on 18 September 2026.

The holding of these so-called elections is contrary to the fundamental norms and principles of international law. It cannot confer legitimacy on the occupation regime and does not alter the international legal status of the Tskhinvali region as an integral part of Georgia.

The conduct of any so-called elections in the occupied territories of Georgia amid the Russian Federation’s military occupation and effective control, in circumstances where internally displaced persons and refugees are denied the opportunity to return safely and with dignity to their homes, is illegal and cannot produce any legal effect under international law.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia also strongly condemns the decision of the Russian Federation to hold elections to the State Duma of the Federal Assembly of the Russian Federation in the occupied Abkhazia and Tskhinvali regions from 18 to 20 September 2026.

The opening and operation of polling stations of the Russian Federation on the sovereign territory of Georgia without the consent of the Government of Georgia constitute yet another gross violation of Georgia’s sovereignty and territorial integrity and a further clear manifestation of the Russian Federation’s policy directed towards the de facto annexation of Georgian regions.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia calls upon the international community to duly assess and unequivocally condemn the aforementioned unlawful actions of the Russian Federation and to ensure an appropriate international legal and political response.

Georgia continues to call on the international community to firmly uphold Georgia’s sovereignty and territorial integrity within its internationally recognized borders and to support the peaceful resolution of the conflict.

ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების ორი საშინაო მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტში უნგრეთის ნაკრებს დაუპირის...
11/09/2026

ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების ორი საშინაო მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტში უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი 2 ოქტომბერს საქართველოს დროით 22:45-ზე, ხოლო უნგრეთის დროით 20:45-ზე დაიწყება.

აღნიშნულ მატჩზე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები ბილეთების შეძენას 21 სექტემბრამდე შეძლებენ.

08/08/2026

GEO/ENG👇

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

On the occasion of the 18th anniversary of the 2008 Russia-Georgia war, the national flags are flown at half-mast at the premises of the Ministry of Foreign Affairs, as well as at Georgia’s diplomatic representations and consular offices abroad, to honour the memory of those who lost their lives.

08/08/2026

GEO/ENG👇

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით, განახორციელა საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და მათი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

დღესაც, ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მეტიც, რუსეთი აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში, აგრძელებს მათი მილიტარიზაციის პროცესს და აქტიურად დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციითა და მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევით, რუსეთი საგრძნობლად აუარესებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გარემოს. ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის არქონა, ართულებს ადგილზე არსებული ვითარების სრულფასოვან შეფასებასა და ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიან უზრუნველყოფას.

მსგავსი ქმედებებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რაც დასტურდება საერთაშორისო სასამართლოების მიერ ბოლო წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით.

საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რომლის მიზანია დეოკუპაცია, მშვიდობის განმტკიცება და კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენა. საქართველო ამ მიზნების მისაღწევად იყენებს დიპლომატიურ და სამართლებრივ მექანიზმებს და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან.

საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებზე მოლაპარაკებების მთავარ საერთაშორისო ფორმატს. მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველო მკაფიოდ აყენებს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების სრულფასოვანი ფუნქციონირების საკითხებს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ასევე, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის უპირობო აღდგენა და მისი რეგულარული მუშაობა.

საქართველო აფასებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის მიმართ გამოხატულ ურყევ მხარდაჭერას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

18 წლის შემდეგ საქართველოს მშვიდობისა და ერთიანობის მიზანი კვლავ უცვლელია. საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკას და ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა, უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას.

Eighteen years have passed since the full-scale military aggression launched by the Russian Federation against Georgia. In August 2008, disregarding the fundamental norms and principles of international law, Russia carried out the illegal occupation of Abkhazia and the Tskhinvali region - inalienable parts of Georgia’s territory - and recognised their so-called independence.

Today, on the eighteenth anniversary of the occupation, Russia continues to defy the EU-mediated 12 August 2008 Ceasefire Agreement. Moreover, Russia is expanding its illegal control within the occupied regions, continuing their militarisation and actively taking steps towards their de facto annexation.

Through grave violations of human rights, ethnic discrimination against Georgians and the isolation of the population in Georgia’s occupied regions, Russia is severely worsening the security and humanitarian environment on the ground. Furthermore, the lack of access for international organisations to the occupied territories complicates a comprehensive assessment of the situation and ensuring the effective protection of human rights.

Through such actions, Russia flagrantly violates fundamental norms of international law, which is evidenced by numerous judgements adopted by international courts in recent years.

Georgia remains firmly committed to the policy of peaceful conflict resolution, the objectives of which are de-occupation, the strengthening of peace and the restoration of trust and relations between societies divided by the conflict. To achieve these goals, Georgia utilises diplomatic and legal mechanisms and actively cooperates with international partners.

Georgia attaches particular importance to the Geneva International Discussions as the primary international negotiation format addressing security, humanitarian and human rights issues in the Russia-Georgia conflict. Within the framework of the negotiations, Georgia clearly raises the issues of the implementation by Russia of the obligations assumed under the 12 August 2008 Ceasefire Agreement, the safe and dignified return of internally displaced persons and refugees and the full-fledged functioning of international security mechanisms on the ground. For Georgia, the unconditional restoration and regular functioning of the Incident Prevention and Response Mechanism (IPRM) in Gali is also of high importance.

Georgia appreciates the unwavering support expressed by the international community for the country’s sovereignty and territorial integrity, as well as for the process of peaceful conflict resolution.

The Ministry of Foreign Affairs calls upon the Russian Federation to cease the illegal occupation of Georgia’s territories and actions directed towards their de facto annexation, to fully implement the obligations assumed under the EU-mediated 12 August 2008 Ceasefire Agreement, to withdraw its military forces from the territory of Georgia and to ensure the safe and dignified return of internally displaced persons and refugees to their homes.

Eighteen years on, Georgia’s goal of peace and unity remains unchanged. Georgia will continue its policy and efforts based on the principles of international law to ensure the peaceful restoration of the country’s territorial integrity, security and stable development.

The Ministry of Foreign Affairs once again pays tribute to the memory of the military servicemen and civilians who heroically lost their lives in the August 2008 war.

08/08/2026
🇬🇪🇲🇪  2026 წლის 30 ივლისს, უნგრეთში და მონტენეგროში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ ლალიაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა მ...
04/08/2026

🇬🇪🇲🇪 2026 წლის 30 ივლისს, უნგრეთში და მონტენეგროში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ ლალიაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა მონტენეგროს პრეზიდენტს, იაკოვ მილატოვიჩს. ცერემონია მონტენეგროს ქ. ცეტინიეს საპრეზიდენტო რეზიდენციაში გაიმართა.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ, მონტენეგროს პრეზიდენტმა და საქართველოს ელჩმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკასა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

On July 30, 2026, Ambassador of Georgia to Hungary and Montenegro, Mr. Nikoloz Laliashvili, presented his Letters of Credence to the President of Montenegro, Mr. Jakov Milatović. The ceremony took place at the Presidential Residence in Cetinje, Montenegro.
Following the presentation of credentials, the President of Montenegro and the Ambassador of Georgia discussed the dynamics of bilateral relations between the two countries and the prospects for deepening cooperation.

29/07/2026
29/07/2026

GEO/ENG 👇

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.

საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia welcomes the decision adopted on 21 July 2026 by the Cabinet of the Republic of Naoero on the revocation of diplomatic relations "between the Republic of Naoero and the Republic of South Ossetia also known as the State of Alania," as well as "between the Republic of Naoero and the Republic of Abkhazia."

This decision once again confirms that respect for and adherence to the norms of international law constitute the foundation of sound international relations.

Georgia expresses its readiness to establish diplomatic relations with the Republic of Naoero and to promote the development of bilateral cooperation on the basis of shared interests.

🇬🇪🇭🇺2026 წლის 25 ივნისს ბუდაპეშტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ოფიცი...
30/06/2026

🇬🇪🇭🇺2026 წლის 25 ივნისს ბუდაპეშტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ოფიციალურად გაიხსნა უნგრეთში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა.

ღონისძიება უნგრეთში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა და მოწვეულმა საპატიო სტუმარმა, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა კლარა ბრაიერმა გახსნეს.

მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ელჩმა და სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვეს სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.

ღონისძიებას ესწრებოდა უნგრეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ასევე - პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და უნგრეთში მცხოვრები თანამემამულეები.

🇬🇪🇭🇺On June 25, 2026, the reception marking Georgia's Independence Day was held in Budapest, during which the Georgian Embassy’s new building was officially inaugurated.

The ceremony was opened by Nikoloz Laliashvili, Ambassador of Georgia to Hungary, and the invited guest of honor, Klara Breuer, State Secretary at the Hungarian Ministry of Foreign Affairs.

In their welcoming remarks, the Ambassador of Georgia and the State Secretary underscored the necessity of continuing the strategic partnership and deepening bilateral cooperation across various fields.

The event was attended by the Deputy Speaker of the Hungarian Parliament, as well as members of Parliament, representatives of the executive authorities, heads of the diplomatic corps, and members of the Georgian community residing in Hungary.

Cím

Szegfű Utca 6
Budapest
1063

Nyitvatartási idő

Hétfő 09:00 - 17:00
Kedd 09:00 - 17:00
Szerda 09:00 - 17:00
Csütörtök 09:00 - 17:00
Péntek 09:00 - 17:00

Értesítések

Ha szeretnél elsőként tudomást szerezni Georgia in Hungary új bejegyzéseiről és akcióiról, kérjük, engedélyezd, hogy e-mailen keresztül értesítsünk. E-mail címed máshol nem kerül felhasználásra, valamint bármikor leiratkozhatsz levelezési listánkról.

A Szervezet Elérése

Üzenet küldése Georgia in Hungary számára:

Parancsikonok

Megosztás