05/08/2026
CÈ SOLO UN CAPITANO ♥️🖤
მილანი, კაპიტანს დაემშვიდობა!
კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს, ქვეყანას, საფეხბურთო სამყაროს!
⚽️ ფრანკო ბარეზი ‘მილანის’ ლეგენდარული და განუყოფელი კაპიტანი იყო და ‘როსონერის’ სამკლავურს 15 წლის განმავლობაში ატარებდა (1982~1997 წლებში).
მისი კაპიტნობა მხოლოდ სტატუსი არ ყოფილა. ის, გუნდის ნამდვილი სული, ლიდერი და ავტორიტეტი იყო როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.
სწორედ ამიტომ, როდესაც მან საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ‘მილანმა’, სამუდამო პატივისცემის ნიშნად მისი მაისური N 6 სიიდან ამოიღო და არცერთ სხვა ფეხბურთელს აღარასდროს ჩაუცვამს.
⚽️ ლეგენდარული კაპიტნის შესახებ ყველაზე შთამბეჭდავი ამბავი მის საწყისებს უკავშირდება.
როდესაც 14 წლის იყო, ‘ინტერის’ სინჯებზე მივიდა, მაგრამ დაიწუნეს და განუცხადეს, რომ ფეხბურთისთვის ზედმეტად სუსტი და ტანმორჩილი იყო.
შემდეგ ფრანკო ‘მილანმა’ აიყვანა, სადაც მთელი თავისი ოცწლიანი პროფესიული კარიერა გაატარა.
⚽️ ბარეზიმ „მილანთან“ ერთად 6 სერია A და 3 ჩემპიონთა თასი მოიგო.
ფრანკო ბარეზის ცხოვრებაში მძიმე ტრაგედია დატრიალდა ბავშვობაში. 14 წლის ასაკში მან ერთმანეთის მიყოლებით დაკარგა ორივე მშობელი, რის შემდეგაც მისი და-ძმის ერთადერთ მფარველად მისი უფროსი ძმა, ჯუზეპე (პეპო) ბარეზი იქცა.
• ძმების გზები ფეხბურთშიც გადაიკვეთა..
საინტერესო იყო ძმების დერბი ~ უფროსი ძმა, პეპო, ‘ინტერის’ ლეგენდა და კაპიტანი გახდა, ხოლო ფრანკო ‘მილანის’ სიმბოლო.
ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ მილანურ დერბიში წლების განმავლობაში იბრძოდნენ, თუმცა მოედნის მიღმა წარმოუდგენლად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ~ ტრაგედიის შემდეგ ხომ ისინი ერთმანეთს დედის და მამის მაგივრობას უწევდნენ.
⚽️ კიდევ ერთი წარმოუდგენლად ემოციური მომენტი მის კარიერაში 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს უკავშირდება.
ჩემპიონატის დასაწყისში ფრანკომ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და ოპერაცია დასჭირდა. ექიმებმა დაასკვნეს, რომ მისთვის ტურნირი დასრულდა. თუმცა, ბარეზიმ უპრეცედენტო შეუპოვრობა გამოიჩინა, რაც გმირობის ტოლფასი იყო.
საოცარი ძალისხმევით, სარეაბილიტაციო პერიოდი სამჯერ უფრო სწრაფად გაიარა და ზუსტად 25 დღეში, ბრაზილიის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა. მოედანზე საუკეთესო იყო, თუმცა იტალიამ პენალტების სერიაში წააგო და ფეხბურთის მოყვარულებს ახსოვთ როგორ ატირდა ფრანკო მინდორზე.
კაცმა, რომელმაც ფიზიკურად შეუძლებელი შეძლო, ოქროს მედალი ვერ აიღო..
იგი 31 ივლისს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა..
⚽️ უამრავი ფანი და გულშემატკივარი შეიკრიბა მის ბოლო გზაზე გასაცილებლად ‘სანტ ამბროჯოს’ ტაძართან და გამოსამშვიდობებელი შეძახილებითა და სიმღერით გააცილეს კაპიტანი..
‘იტალიური ფეხბურთის ძველი სკოლის მცველი, ხარისხი და ღირსება’..
ფეხბურთის იტალიური და მსოფლიოს ვარსკვლავებმაც მიაგეს ბოლო პატივი ცხადია და ჩემი საყვარელი მალდინი და ბაჯოც რომ შევნიშნე მათ შორის, მთელმა ბავშვობამ, იტალიური ფეხბურთის ქომაგობამ გაირბინა თვალწინ..
⚽️ რა გუნდი იყო!!
ძველი გვარდია!
მშვიდობით, კაპიტანო!
მილანში, ბარეზის უკვდავსაყოფად, ერთ-ერთი ძველი ტრამვაი ‘როსონერის’ ფერებში შეიღება. ვერ მოვასწარი გადაღება, თუმცა აუცილებლად გაჩვენებთ.
მანამდე კი, მოიწონეთ 👇
Milano __ ინგას მილანი __
თვალი ადევნეთ მილანურ ამბებს.
Milanium M&T
Milanium Voyager
#მილანი #ინგასმილანი #ფეხბურთი
#იტალიურიფეხბურთი #ბარეზი