17/04/2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იტალიური აგროინდუსტრიული ჯგუფების „Bonifiche Ferraresi” და „EUROVO” ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა.
🤝 შეხვედრების დროს მინისტრი გაეცნო კომპანიების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. „Bonifiche Ferraresi” იტალიის ერთ-ერთი წამყვანი აგროინდუსტრიული გაერთიანებაა, რომელიც აგროსასურსათო წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის თანამედროვე მიდგომებით განვითარებაზე მუშაობს.
🌍 კომპანია აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო პროექტებს, რომლებიც მოიცავს:
🔹 სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებას;
🔹 სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გავრცელებას;
🔹 ციფრული პლატფორმების განვითარებას;
♻️ შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვით საკითხებს, მათ შორის:
🔹 ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას;
🔹 სათბური გაზების ემისიების შემცირებას;
🔹 ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას;