Georgia in México

Georgia in México საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში

🇬🇪 🇲🇽მ.წ. 31 ივლისს, საქმეთა დროებითი რწმუნებული, ნიკოლოზ სახვაძე შეხვდა მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დე...
03/08/2026

🇬🇪 🇲🇽

მ.წ. 31 ივლისს, საქმეთა დროებითი რწმუნებული, ნიკოლოზ სახვაძე შეხვდა მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის ახალ გენერალურ დირექტორს, სესილია ვილანუევა ბრაჩოს.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა, მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების შესაძლებლობები და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.

El 31 de julio de 2026 el Encargado de Negocios, Nikoloz Sakhvadze mantuvo un encuentro con la nueva Directora General para Europa de la Secretaría de Relaciones Exteriores de México., Cecilia Villanueva .
Conversaron sobre la dinámica de las relaciones bilaterales; las posibilidades de organizar visitas de alto nivel y temas relacionados con la cooperación en el marco de organizaciones internacionales.

29/07/2026
29/07/2026

GEO/ENG 👇

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.

საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia welcomes the decision adopted on 21 July 2026 by the Cabinet of the Republic of Naoero on the revocation of diplomatic relations "between the Republic of Naoero and the Republic of South Ossetia also known as the State of Alania," as well as "between the Republic of Naoero and the Republic of Abkhazia."

This decision once again confirms that respect for and adherence to the norms of international law constitute the foundation of sound international relations.

Georgia expresses its readiness to establish diplomatic relations with the Republic of Naoero and to promote the development of bilateral cooperation on the basis of shared interests.

16/07/2026
GEO/ESP2026 წლის 21–24 ივნისს ქ. პანამაში გაიმართა ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის (OAS) გენერალური ასამბლეის 56-ე სე...
01/07/2026

GEO/ESP

2026 წლის 21–24 ივნისს ქ. პანამაში გაიმართა ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის (OAS) გენერალური ასამბლეის 56-ე სესია, რომელსაც ესწრებოდნენ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები, წევრი სახელმწიფოების ლიდერები, საგარეო საქმეთა მინისტრები, ელჩები და მუდმივი დამკვირვებლის სტატუსის მქონე სახელმწიფოების წარმომადგენლები.

ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ საკითხთა დირექტორატის ამერიკის დეპარტამენტის უფროსი, მარიკა ლალიაშვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ, როგორც OAS-ის მუდმივმა დამკვირვებელმა ქვეყანამ, მონაწილეობა მიიღო გენერალური ასამბლეის მუშაობაში, რომლის ფარგლებშიც გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა რეგიონის ქვეყნების საგარეო უწყებების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე აღინიშნა საქართველოსთვის ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა, ასევე საქართველოს როლი დაკავშირებადობის თვალსაზრისით.

Del 21 al 24 de junio de 2026 se celebró en Ciudad de Panamá el 56º período de sesiones de la Asamblea General de la Organización de los Estados Americanos (OEA), al que asistieron los dirigentes de la organización, Jefes de Estado de los países miembros, Ministros de Relaciones Exteriores, Embajadores y representantes de los Estados con estatus de observador permanente.

La delegación georgiana estuvo encabezada por Marika Laliashvili, Jefa del Departamento de las Americas de la Dirección de Asuntos Globales del Ministerio de Asuntos Exteriores.

La delegación del Ministerio de Asuntos Exteriores de Georgia, en su calidad de país observador permanente de la OEA, participó en los trabajos de la Asamblea General, en cuyo marco sostuvo reuniones introductorias con representantes de los Ministerios de Asuntos Exteriores de los países de la región. En dichas reuniones se destacó la importancia de la cooperación con los Estados miembros de la Organización de los Estados Americanos para Georgia, así como el papel de Georgia en materia de conectividad.

GEO/ESP🇬🇪🇲🇽2026 წლის 26 ივნისს ქ. მეხიკოში გაიმართა საქართველოსა და მექსიკას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე...
29/06/2026

GEO/ESP

🇬🇪🇲🇽

2026 წლის 26 ივნისს ქ. მეხიკოში გაიმართა საქართველოსა და მექსიკას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეხუთე რაუნდი. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ საკითხთა დირექტორატის ამერიკის დეპარტამენტის უფროსი, მარიკა ლალიაშვილი, ხოლო მექსიკურ მხარეს, მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, სერხიო ხუარესი.

კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მექსიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, კულტურული, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მისი განვითარების შესაძლებლობებს. ასევე, განხილულ იქნა რეგიონული და გლობალური პროცესები და მათი დინამიკა.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და მექსიკას შორის მრავალმხრივ ფორმატებში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და გამოხატეს მზადყოფნა მისი შემდგომი გაღრმავებისათვის.

მექსიკურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

El 26 de junio de 2026 en la Ciudad de México se celebró la quinta ronda de consultas políticas bilaterales entre Georgia y México. La delegación georgiana estuvo encabezada por Marika Laliashvili, Jefa del Departamento de las Américas de la Dirección de Asuntos Globales del Ministerio de Asuntos Exteriores de Georgia, y la delegación mexicana - por Sergio Juárez, Director General para Europa de la Secretaría de Relaciones Exteriores de México.

En el marco de las consultas, las partes abordaron la agenda de las relaciones bilaterales entre Georgia y México y las perspectivas de seguir profundizando la cooperación. Se destacó la importancia de la cooperación en los ámbitos político, comercial, económico, de inversión, cultural, educativo y turístico, así como las oportunidades para su desarrollo. También se analizaron los procesos regionales y globales y su dinámica.

Las partes valoraron positivamente la fructífera cooperación entre Georgia y México en formatos multilaterales y expresaron su disposición a fortalecerla aún más.

La parte mexicana reafirmó su firme apoyo a la soberanía e integridad territorial de Georgia.

GEO/ESP🇬🇪🇵🇦 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ, როგორც მუდმივმა დამკვირვებელმა ქვეყანამ, მონაწილეობა მიი...
25/06/2026

GEO/ESP

🇬🇪🇵🇦

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ, როგორც მუდმივმა დამკვირვებელმა ქვეყანამ, მონაწილეობა მიიღო ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 56-ე სესიაში (ქ. პანამა).

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ საკითხთა დირექტორატის ამერიკის დეპარტამენტის უფროსი, მარიკა ლალიაშვილი შეხვდა პანამის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის გენერალურ დირექტორს, ალეხანდრო მენდოსას.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა, რეგიონული პოლიტიკა, მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობლები და როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთიბების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს თანამშრომლობას ლათინური ამერიკის რეგიონთან და საქართველოს როლს ევროპისა და აზიის დაკავშირების თვალსაზრისით.

La delegación del Ministerio de Asuntos Exteriores de Georgia, en calidad de país observador permanente, participó en el 56º período de sesiones de la Asamblea General de la Organización de los Estados Americanos (en la Ciudad de Panamá).

En el marco de la visita, la Jefa del Departamento de las Américas de la Dirección de Asuntos Globales del Ministerio de Asuntos Exteriores, Marika Laliashvili se reunió con el Director General de Política Exterior del Ministerio de Relaciones Exteriores de Panamá, Alejandro Mendoza.

En la reunión se abordaron la dinámica de las relaciones bilaterales, la política regional, las posibilidades de organizar visitas de alto nivel y cuestiones relacionadas con el desarrollo de las relaciones tanto políticas como económicas y comerciales.

También conversaron sobre la cooperación de Georgia con la región de Latinoamérica y su papel como puente entre Europa y Asia.

GEO/ESP26 მაისს მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში გაიმართა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება, რომ...
01/06/2026

GEO/ESP

26 მაისს მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში გაიმართა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ მექსიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორის, მასმედიის, საზოგადოებრივი და საქმიანი წრეების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა მექსიკური ანსამბლ „ავაჯის” კონცერტი. ანსამბლი „ავაჯი” 4 წელია რაც დაფუძნდა და მის რეპერტუარში მხოლოდ ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლებია.

El 26 de mayo en la Embajada de Georgia se celebró una recepción con motivo del Día de la Independencia, a la que asistieron representantes de los poderes ejecutivo y legislativo de México, así como representantes del cuerpo diplomático, la diáspora georgiana, los medios de comunicación y los círculos públicos y empresariales.

Como parte de la celebración, también se ofreció un concierto del grupo mexicano “Avaji”. El grupo se fundó hace cuatro años y su repertorio se compone exclusivamente de canciones folclóricas e himnos georgianos.

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“📌პროექტის მიზანი:➡️ქართული ენის ს...
28/05/2026

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“

📌პროექტის მიზანი:

➡️ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
➡️მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
➡️საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით;
➡️საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📌კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს.

🔗დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://mexico.mfa.gov.ge/news/518402-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-chemi-qartuli-skola

GEO/ESP26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა ქ. მეხიკო...
27/05/2026

GEO/ESP

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა ქ. მეხიკოს მთავარი ღირსშესანიშნაობები: Edificio de Gobierno de la Ciudad de México, Ángel de la Independencia, Monumento a la Revolución, Fuente de la Diana Cazadora, Monumento a Cuauhtémoc, Fuente de Petróleos. ასევე, საქართველოს დროშის ფერებში პირველად განათდა მეხიკოს შტატის დედაქალაქ ტოლუკაში მდებარე მონუმენტი Torres Bicentenario.

El 26 de mayo, con motivo del Día de la Independencia de Georgia, los principales monumentos de la Ciudad de México se iluminaron con los colores de la bandera nacional de Georgia: Edificio de Gobierno de la Ciudad de México, Ángel de la Independencia, Monumento a la Revolución, Fuente de la Diana Cazadora, Monumento a Cuauhtémoc, Fuente de Petróleos. Además, por primera vez, las Torres Bicentenario en Toluca, capital del Estado de México, se iluminaron con los colores de la bandera georgiana.

Dirección

Bosque De Tecas 11
Mexico City
11700

Horario de Apertura

Lunes 9am - 6pm
Martes 9am - 6pm
Miércoles 9am - 6pm
Jueves 9am - 6pm
Viernes 9am - 6pm

Notificaciones

Sé el primero en enterarse y déjanos enviarle un correo electrónico cuando Georgia in México publique noticias y promociones. Su dirección de correo electrónico no se utilizará para ningún otro fin, y puede darse de baja en cualquier momento.

Atajos

Compartir