ATINATI

ATINATI ქართული ბიბლიოთეკა ნიდერლანდების სამეფოში

22/12/2025

ჯორჯ ორუელი- "ცხოველების ფერმა''

20/12/2025

ხალიდ ჰოსეინი- "ფრანით მორბენალი".

20/12/2025

ჰარპერ ლი- "ნუ მოკლავ ჯაფარას".

ის ამბავი უნდა გახაროთ, სუნთქვაშეკრული რომ ველოდით მთელი გუნდი 🥳ჩვენი ალექსანდრე ნარსია ლიტერატურული ფესტივალი “ქუჯი”ს გ...
22/06/2025

ის ამბავი უნდა გახაროთ, სუნთქვაშეკრული რომ ველოდით მთელი გუნდი 🥳

ჩვენი ალექსანდრე ნარსია ლიტერატურული ფესტივალი “ქუჯი”ს გამარჯვებული გახდა და წლის საუკეთესო დებიუტანტის ჯილდო აიღო. 🏆

ვულოცავთ დიდი სიამაყით და ყველა შემოქმედებითი მწვერვალის დაპყრობას ასეთივე წარმატებით ვუსურვებთ! ♥️

ATINATI ულოცავს ჩვენი ბიბლიოთეკის ერთგულ მეგობარსა და გულშემატკივარს, ალექსანდრე ნარსიას, ლიტერატურული ფესტივალი “ქუჯი”ს...
07/06/2025

ATINATI ულოცავს ჩვენი ბიბლიოთეკის ერთგულ მეგობარსა და გულშემატკივარს, ალექსანდრე ნარსიას, ლიტერატურული ფესტივალი “ქუჯი”ს ფინალისტებში მოხვედრას და წარმატებებს უსურვებს მას!🎉

ალექსანდრეს პირველი პოეტური კრებული “მზე შენს თვალებში” წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაზეა წარდგენილი და ფესტივალის ჟიური გამარჯვებულს 21 ივნისს, თბილისში, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლენს. 🥇

ჩვენ, კი, ვიდრე გამარჯვებულის ვინაობის გაგებას სულმოუთქმელად ველოდებით, შეგახსენებთ, რომ “მზე შენს თვალებში” წაკითხვა ჩვენი ბიბლიოთეკის საშუალებით თქვენთვის სასურველ ნებისმიერ მისამართზე შეგიძლიათ! 📚

მოგვწერეთ და ისიამოვნეთ ალექსანდრეს მინიმებით! 🎈

#ათინათი #იკითხექართულად

უღრმესი მადლობა ქალბატონო რუსუდან ასეთი საჩუქრისთვის 🙏❤️
29/05/2025

უღრმესი მადლობა ქალბატონო რუსუდან ასეთი საჩუქრისთვის 🙏❤️

მივიღეთ ახალი წიგნები 🙏🏻 🇬🇪📚📘📙📕📗📖- კონსტანტინე გამსახურდია-დავით აღმაშენებელი- ნაირა გელაშვილი-მთვარით განათებული ბაღი- ...
07/05/2025

მივიღეთ ახალი წიგნები 🙏🏻
🇬🇪📚📘📙📕📗📖
- კონსტანტინე გამსახურდია-დავით აღმაშენებელი
- ნაირა გელაშვილი-მთვარით განათებული ბაღი
- მიშიკო ერისთავი-სახელად დარჩა თბილისელობა
- ოტია იოსელიანი-დაჩის ზღაპრები
- სერგო კლდიაშვილი-ერთტომეული
- დავით კლდიაშვილი-სამი მოთხრობა
- გიორგი ლეონიძე-ნატვრის ხე
- რევაზ მიშველაძე- ნოველები "ნაკადული"
- რევაზ ინანიშვილი- პატარა ბიჭი გოლგოთაზე
- გიორგი ჯიბლაძე- თანამედროვე, უკვდავი სული.
- ჯოე ჟორდანია- რჩეული ნაწერები
- ოთარ ჩხეიძე- მორჩილი
- ოთარ ჩხეიძე- თეთრი დათვი
- აკაკი წერეთელი- თორნიკე ერისთავი
- ლეო ქიაჩელი- თხზულებანი
- აკაკი წერეთელი- ლექსები. თარგმანი ლექსები
- სერგი ჭილაია- შვილები
- სერგი ჭილაია- ეკატერინე ჭავჭავაძე
- ივანე ჯავახიშვილი- წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა
- ივანე ჯაბახიშვილი- თხზულებანი თორმეტტომეულად.
- თამარ გამსახურდია- მშვენიერებით მოსილი სევდა
🌎📚📘📙📖📕📗

-რეშქდ ნური გიუნთექი- ნარჩიტა
-როჟე მარტინ დიუ მარი- ტიბოს ოჯახი
-ლორენ ვაუსბერგერი- ეშმაკს აცვია პრადა
-ჰენრიკ იბსენი- დრამები
-სიუზენ კოლინზი- შიმშილის თამაშები
-მ.ი.ლერმონტოვი- რჩეული თხზულებანი
-რ.ჯ.პალაციო- საოცრება
-ჩაკ პალანიკი- ძილისპირული
-პლეტარქე- რჩეული ბიოგრაფიები
-შანდორ პეტეფი- ლექსები, პოემები
-ელის სიბოლდი- საყვარელი ძვლები
-მარკ ტვენი- ტომ სოიერის თავგადასავალი
-ჯეფრი ჩისერი- კონტერბერიული მოთხრობები
-ჰენრი ჯეიმზი- მარწუხებში ასპერნის წერილები
-სტივენ პოკინგი- ჩემი მოკლე ისტორია

Tbilisi Book Fair • თბილისის წიგნის ბაზრობასაც არ ჩაუვლია უჩვენოდ 🤩გაბრიელ გარსია მარკესის ერთ წიგნად გამოცემული სამი რო...
12/04/2025

Tbilisi Book Fair • თბილისის წიგნის ბაზრობასაც არ ჩაუვლია უჩვენოდ 🤩

გაბრიელ გარსია მარკესის ერთ წიგნად გამოცემული სამი რომანი მოემართება თბილისიდან ამსტერდამისკენ, თან არც მეტი, არც ნაკლები, თავად მთარგმნელის, თეა გვასალიას, გულთბილი მინაწერით. 📚

მოლოდინი რომ კიდევ უფრო გაგირთულოთ, გეტყვით, რომ დავით გორგილაძემ სამიდან ერთის “პოლკოვნიკს არავინ სწერს” დასასრული შემდეგი ფრაზით შეაფასა:

“ღმერთო ჩემო, ამის მსგავსი დასასრული რომ ოდესმე მომაფიქრებინა, დასაწყისს არ დავუწერ.” 🎭

#ათინათი #იკითხექართულად

ძალიან კარგი ამბავი უნდა გაგიზიაროთ! 🔊ჩვენმა არაჩვეულებრივმა მეგობრებმა 𝐴𝑟𝑡 - 𝐷𝑟𝑜𝑛𝑖 • არტ - დრონიდან ასობით წიგნი გადმოგ...
11/03/2025

ძალიან კარგი ამბავი უნდა გაგიზიაროთ! 🔊

ჩვენმა არაჩვეულებრივმა მეგობრებმა 𝐴𝑟𝑡 - 𝐷𝑟𝑜𝑛𝑖 • არტ - დრონიდან ასობით წიგნი გადმოგვცეს საჩუქრად 🥳

მათთვის მადლობის გადახდის ვერც ერთი ფორმა ვერ გამოხატავს იმ მადლიერებას, რასაც “ათინათის” გუნდი ვგრძნობთ. 🥰სათითაოდ და საგულდაგულოდ შეგროვებული წიგნებით ეს თეატრალური დასი ჩვენი ბიბლიოთეკის უმსხვილესი შემომწირველი სრულიად უანგაროდ გახდა 🙌

უკვე, აქტიურად ვახარისხებთ მიღებულ საჩუქარს თბილისში, რომ ნელ-ნელა ამსტერდამში დავაბინაოთ. ამ პროცესში, კი, თქვენი აქტიური მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება 🙏

კერძოდ, თუ უახლოეს მომავალში ნიდერლანდებში აპირებთ მოგზაურობას, რამდენიმე წიგნის თან წაღებითაც ძალიან დაგვეხმარებით. 📚

გთხოვთ, არ დაიზაროთ, რომ ნიდერლანდების სამეფოში პირველი ქართული ბიბლიოთეკა ATINATI ერთად შევავსოთ და გავამრავალფეროვნოთ! ❤️

#ქართულიბიბლიოთეკა #იკითხექართულად

02/03/2025

🖊ლაშა მარგიანი
შენ მარტო არ ხარ ❤️
მათთვის,
ვისაც არც მიწა ჰყოფნის და არც ცა,
ვისაც მაინცდამაინც ადამიანი სჭირდება.
ATINATI ქართული ბიბლიოთეკა ნიდერლანდების სამეფოში📚

Adres

Amsterdam

Meldingen

Wees de eerste die het weet en laat ons u een e-mail sturen wanneer ATINATI nieuws en promoties plaatst. Uw e-mailadres wordt niet voor andere doeleinden gebruikt en u kunt zich op elk gewenst moment afmelden.

Delen