Georgia in the Netherlands

Georgia in the Netherlands Official page of the Embassy of Georgia to the Kingdom of the Netherlands

Official page of the Embassy of Georgia to the Kingdom of the Netherlands
ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ოფიციალური სოციალური ქსელი

საკონსულო ან სამოგზაურო საკითხები: https://www.geoconsul.gov.ge/ka
დამატებითი ცნობებისთვის, დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე ან სატელეფონო ხაზზე:
[email protected]
+31 70 302 90 80 / 82

For Consular or Traveling matters: https://www.geoconsul.g

ov.ge/en
For other matters, please use our email or phone number:
[email protected]
+31 (0) 70 302 90 80 / 82

ძვირფასო თანამემამულენო! საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმ...
03/06/2026

ძვირფასო თანამემამულენო!

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, ჰააგის წმინდა იოანე წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიას ეწვევა საპატრიარქოს დელეგაცია.

2026 წლის 11 ივნისს, 14:00 საათზე, ეკლესიაში მოაბრძანებენ სიწმინდეებს, ყოვლადუსამღვდელოესი, ბელგიისა და ნიდერლანდების ეპისკოპოსი დოსითეოსის ლოცვა-კურთხევით, აღევლინება სადღესასწაულო პარაკლისი, რომლის შემდეგაც გაიმართება შეხვედრა მრევლთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

ტაძრის მისამართი: Bakkersstraat 57A, Den Haag 2513TJ

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“📌პროექტის მიზანი:➡️ქართული ენის ს...
28/05/2026

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“

📌პროექტის მიზანი:

➡️ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
➡️მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
➡️საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით;
➡️საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📌კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს.

🔗დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://mfa.gov.ge/news/077749-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-chemi-qartuli-skola

27/05/2026

დიასპორის კომიტეტის სხდომა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჰააგის დიდი ტაძრის მთავარი სამრეკლოდან (De Grote Kerk) გაჟღერდა საქართ...
27/05/2026

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჰააგის დიდი ტაძრის მთავარი სამრეკლოდან (De Grote Kerk) გაჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ქართული მუსიკალური ნაწარმოებები, რითაც პატივი მიეგო ამ მნიშვნელოვან დღეს.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

https://www.youtube.com/live/Sf-6-WYSVMo?si=5Z8fsM98WpgKBC5Z

Music from Georgia 20261. Tavisupebla2. Suliko - Varinka Tsereteli3. Tbiliso - Revaz Lagidze4. This evening will be the best - Nikolshow5. My dear motherland...

26/05/2026
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოსთან აქტიური თანამშრომლობით, ქვეყანაში მაღალრეიტინგულ...
18/05/2026

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოსთან აქტიური თანამშრომლობით, ქვეყანაში მაღალრეიტინგული ნიდერლანდური ტელევიზიის (RTL 4-ის) და მისი ონლაინ პლატფორმის (Videoland) გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა.

🎥 მედიის წარმომადგენლები საქართველოს შესახებ ვრცელ გადაცემას „Let’s Visit Georgia“ ამზადებენ, სადაც საუბარი იქნება ქართულ კულტურაზე, ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე, კურორტებზე, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოზე.

📍გადაღებები თბილისში, სიღნაღში, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, მცხეთასა და სტეფანწმინდაში მიმდინარეობს.

📈 საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ნიდერლანდული მედიის მიერ მომზადებულ გადაცემას, დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი იხილავს.

ვრცლად იხილეთ ➡️ https://gnta.ge/მედია-ცენტრი/rtl-4

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=1416353083868827&id=100064824452614

2026 წლის 4 მაისს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის დღეს, საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი საგანელიძ...
05/05/2026

2026 წლის 4 მაისს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის დღეს, საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი საგანელიძემ, ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა და ადგილობრივებმა პატივი მიაგეს ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის დეკანოზმა მამა გიორგიმ ქართულ სამხედრო სასაფლაოზე პანაშვიდი აღავლინა.

GEO/ENG👇საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, მონაწილ...
05/05/2026

GEO/ENG👇

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ ფუნქციის ხელშესაწყობად ახორციელებს, მათ შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო და ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში სამხრეთის გაზის დერეფნისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტების სტრატეგიულ დატვირთვაზე ისაუბრა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის და აღნიშნა, რომ ძლიერი დაკავშირებადობა გრძელვადიანი სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.

დისკუსიაში, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ მონაწილეობდნენ.

Irakli Kobakhidze, Prime Minister of Georgia participated in a roundtable discussion on Strengthening Connectivity and Economic Security within the framework of the 8th Summit of the European Political Community (EPC).

In his remarks, the Head of Government underscored Georgia's distinctive role in enhancing connectivity and highlighted major infrastructure projects undertaken by the government to support this function, including the Baku-Tbilisi-Kars (BTK) railway, the development of modern highways and the Anaklia Deep Sea Port.

Irakli Kobakhidze also emphasized the importance of diversifying transport and energy routes, referring in this context to the strategic significance of the Southern Gas Corridor and the Black Sea Submarine Cable Project.

The Prime Minister reaffirmed Georgia's readiness to continue close cooperation with partners and noted that strong connectivity is one of the key prerequisites for long-term stability.

The discussion was co-chaired by Andrej Plenković, Prime Minister of Croatia and Jonas Gahr Støre, Prime Minister of Norway. Participants included Mark Carney, Prime Minister of Canada; Bart De Wever, Prime Minister of Belgium; Ursula von der Leyen, President of the European Commission; Gordana Siljanovska-Davkova, President of North Macedonia; Robert Fico, Prime Minister of Slovakia and tFeridun Sinirlioğlu, Secretary General of the Organization for Security and Cooperation in Europe (OSCE).

https://www.facebook.com/GeorgianGovernment/posts/pfbid0NjHM7HKojKjcFfvnkwN3yq91KFUrHz6EksKhWJXeSevz9jD2LHcK5p9j99pAPs31l

GEO/ENG👇საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობს. სა...
05/05/2026

GEO/ENG👇

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობს.

სამიტის მონაწილე ლიდერებს ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მასპინძლობს.

მთავრობის მეთაური ევროპელ ლიდერებს დღეს სიტყვით მიმართავს მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამიტი გამოყენებული იქნება ორმხრივი შეხვედრებისთვისაც, სიტყვით გამოსვლისას კი ყურადღება დაეთმობა საქართველოს განსაკუთრებულ როლს ევროპისთვის დაკავშირებადობის თვალსაზრისით.

„ჩვენ შვიდ ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან და შესაბამისად - დასავლეთთან ეკონომიკური, სავაჭრო კუთხით და ბუნებრივია, ამაზე აქტიურად გვექნება საუბარი.

საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაური დაესწრო სამიტის პლენარულ სესიას, რომელიც მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ გახსნეს.

სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

Irakli Kobakhidze, Prime Minister of Georgia is participating in the 8th Summit of the European Political Community (EPC).

The leaders attending the summit are being hosted in Yerevan by Nikol Pashinyan, Prime Minister of the Republic of Armenia.

Today, the Head of Government of Georgia will address European leaders during a roundtable discussion, the main theme of which is strengthening connectivity and economic security.

According to Irakli Kobakhidze, the summit will also be used for bilateral meetings and in his speech particular attention will be paid to the special role of Georgia for Europe in terms of connectivity.

"We connect seven countries to the Black Sea and - consequently - to the West in economic and trade terms and - naturally - we will actively discuss this. Georgia holds great significance for Europe from a connectivity perspective," stated Irakli Kobakhidze.

The Prime Minister of Georgia attended the plenary session of the summit, which was opened by the host country's Prime Minister Nikol Pashinyan and the President of the European Council, António Costa.

The leaders participating in the summit took a joint family photo.

https://www.facebook.com/story.php?story_fbid=1378617640965912&id=100064530678988&mibextid=wwXIfr&rdid=Fz75BrV9js1g4UAs

Adres

Lange Vijverberg 12
The Hague
2513AC

Openingstijden

Maandag 09:00 - 13:00
14:00 - 18:00
Dinsdag 09:00 - 13:00
14:00 - 18:00
Woensdag 09:00 - 13:00
14:00 - 18:00
Donderdag 09:00 - 13:00
14:00 - 18:00
Vrijdag 09:00 - 13:00
14:00 - 18:00

Telefoon

+31703029080

Meldingen

Wees de eerste die het weet en laat ons u een e-mail sturen wanneer Georgia in the Netherlands nieuws en promoties plaatst. Uw e-mailadres wordt niet voor andere doeleinden gebruikt en u kunt zich op elk gewenst moment afmelden.

Contact De Organisatie

Stuur een bericht naar Georgia in the Netherlands:

Delen