Georgia in Kraków

Georgia in Kraków Official Facebook profile of the Consulate General of Georgia in Kraków, Poland

01/06/2026
📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“📌პროექტის მიზანი:➡️ქართული ენის ს...
28/05/2026

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“

📌პროექტის მიზანი:

➡️ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
➡️მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
➡️საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით;
➡️საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📌კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს.

🔗დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://krakow.mfa.gov.ge/news/208593-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-chemi-qartuli-skola

🇬🇪🇵🇱 საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქალაქ კრაკოვში ბერნადეტის ხიდი (Kładka Ojca Bernatka) და ქალაქ ლუბლი...
27/05/2026

🇬🇪🇵🇱 საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქალაქ კრაკოვში ბერნადეტის ხიდი (Kładka Ojca Bernatka) და ქალაქ ლუბლინში ლიტვის მოედანზე (Plac Litewski) მდებარე ფანტანი საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა.

🇬🇪🇵🇱 Z okazji Dnia Niepodległości Gruzji kładka Ojca Bernatka w Krakowie oraz fontanna na Placu Litewskim w Lublinie zostały podświetlone w barwach gruzińskiej flagi narodowej.

27/05/2026
26/05/2026

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 🇬🇪

26/05/2026
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
25/05/2026

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

25/05/2026
🌐 GEO/POL🇬🇪🇵🇱 22 მაისს, ქალაქ კრაკოვში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებითა და კომპანია “კახური ტრადიციული მე...
25/05/2026

🌐 GEO/POL

🇬🇪🇵🇱 22 მაისს, ქალაქ კრაკოვში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებითა და კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობა”-ს მხარდაჭერით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
🔹 ღონისძიებაზე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს გენერალურმა კონსულმა იოსებ ხახალეიშვილმა და ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში დიანა ჟღენტმა. მათ მადლობა გადაუხადეს სტუმრებს მობრძანებისათვის და ისაუბრეს ახლადგახსნილი გენერალური საკონსულოს მნიშვნელობაზე ქართულ-პოლონური ურთიერთობების ჭრილში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და იმ ფასეულობებზე, რომლებზეც თანამედროვე ქართული სახელმწიფო დგას.
🔹 ღონისძიებას ესწრებოდნენ გენერალური საკონსულოს სამოქმედო რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ასევე ქართული დიასპორის წევრები.

🇬🇪🇵🇱 22 maja w Krakowie odbyło się uroczyste przyjęcie z okazji Dnia Niepodległości Gruzji, zorganizowane przez Konsulat Generalny Gruzji w Krakowie przy wsparciu firmy „Kacheti Traditional Winemaking”.
🔹 Podczas wydarzenia słowa powitania do zgromadzonych gości skierowali Konsul Generalny Gruzji w Krakowie Ioseb Khakhaleishvili oraz Ambasador Gruzji w Rzeczypospolitej Polskiej Diana Żghenti. Podziękowali oni gościom za przybycie oraz podkreślili znaczenie nowo otwartego Konsulatu Generalnego w kontekście relacji gruzińsko-polskich, szczególne znaczenie Dnia Niepodległości Gruzji, a także wartości, na których opiera się współczesne państwo gruzińskie.
🔹 W wydarzeniu uczestniczyli przedstawiciele regionów i samorządów znajdujących się w okręgu konsularnym Konsulatu Generalnego, przedstawiciele akredytowanego korpusu dyplomatycznego, środowisk gospodarczych i kulturalnych, a także członkowie gruzińskiej diaspory.

Adres

Generała Józefa Bema #2
Kraków
31-517

Godziny Otwarcia

Poniedziałek 09:00 - 18:00
Wtorek 09:00 - 18:00
Środa 09:00 - 18:00
Czwartek 09:00 - 18:00
Piątek 09:00 - 18:00

Strona Internetowa

Ostrzeżenia

Bądź na bieżąco i daj nam wysłać e-mail, gdy Georgia in Kraków umieści wiadomości i promocje. Twój adres e-mail nie zostanie wykorzystany do żadnego innego celu i możesz zrezygnować z subskrypcji w dowolnym momencie.

Udostępnij