Georgia in Romania

Georgia in Romania Official page of the Embassy of Georgia in Bucharest, Romania

2026 წლის 28 მაისს, ბუქარესტში, მიჰაი ემინესკუს სახელობის კულტურის ცენტრში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გამოფენა „ს...
29/05/2026

2026 წლის 28 მაისს, ბუქარესტში, მიჰაი ემინესკუს სახელობის კულტურის ცენტრში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გამოფენა „საქართველოს საგანძური იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობაში“ გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იუნესკოს მიერ მატერიალური და არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შესული ობიექტების ფოტოები, მათ შორის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები, ქართული ანბანის სამი სახეობა, ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ტრადიცია, ქართულ პოლიფონიურ მუსიკა და სხვ. ექსპოზიცია ასევე მოიცავდა უნიკალური ტრადიციული ექსპონატების ასლებს.

გამოფენა სიმბოლურად გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში და მიზნად ისახავდა რუმინეთში საქართველოს კულტურის თაობაზე ცნობადობის გაზრდას და საქართველო-რუმინეთის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ რუმინეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ,,ანთიმოზ ივერიელის სახელობის‘’ რუმინეთ- საქართველოს მეგობრობის ასოციაციის ხელმღვანელი და წევრები, აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, კულტურის სფეროში მომუშავე მეცნიერები და ფართო საზოგადოება. დამსწრე სტუმრებს მიმართა რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა.

ფოტოგამოფენის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები.

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“📌პროექტის მიზანი:➡️ქართული ენის ს...
28/05/2026

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“

📌პროექტის მიზანი:

➡️ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
➡️მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
➡️საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით;
➡️საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📌კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს.

🔗დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://romania.mfa.gov.ge/news/077749-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-chemi-qartuli-skola

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“. საგრანტო პროგრამის მ.....

2025 წლის 27 მაისს, ბუქარესტში, რუმინეთის საპატრიარქოს სასახლის სადღესასწაულო დარბაზში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლო...
28/05/2026

2025 წლის 27 მაისს, ბუქარესტში, რუმინეთის საპატრიარქოს სასახლის სადღესასწაულო დარბაზში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება. ღონისძიებას დაესწრო რუმინეთის საპატრიარქოს, დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური და კულტურული წრეების, აგრეთვე რუმინეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

საზეიმო ნაწილის ფარგლებში, რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თამარ ბერუჩაშვილს, რუმინეთის პატრიარქის, მისი უწმინდესობა დანიელის სახელით, ეპისკოპოსმა ვარლამმა რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი ჯილდო — “წმინდა მარიამ ბრანკოვიანუს ჯვრის” ორდენი გადასცა.

ჯილდო ელჩს გადაეცა რუმინეთ-საქართველოს შორის სულიერი, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განმტკიცებაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და ორი ქვეყნის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

ეპისკოპოსმა ვარლამმა ხაზი გაუსვა თამარ ბერუჩაშვილის აქტიურ ძალისხმევას რუმინეთისა და საქართველოს მოძმე ეკლესიებს შორის კავშირის გაღრმავების ხელშეწყობისა და ანთიმოზ ივერიელის, როგორც ორ ერსა და ეკლესიას შორის ისტორიულ-კულტურული ხიდის პოპულარიზაციის მიმართულებით.

დაჯილდოების ცერემონიაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ თამარ ბერუჩაშვილის დიპლომატიურმა საქმიანობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართულ-რუმინული მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას, განსაკუთრებით კულტურის, განათლებისა და სულიერი ცხოვრების სფეროებში.

თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მაღალი შეფასებისთვის და აღნიშნა, რომ ეს ჯილდო არის არა მხოლოდ მისი და საქართველოს საელჩოს საქმიანობის აღიარება, არამედ საქართველოსა და რუმინეთის ხალხებს შორის ისტორიული კავშირებისა და მეგობრობის დასტური. “ეს მაღალი ჯილდო არა მხოლოდ პირადი აღიარებაა, არამედ უპირველეს ყოვლისა, იმ მდგრადი სულიერი და კულტურული კავშირების დასტურია, რომლებიც ქართველ და რუმინელ ხალხებს აერთიანებს“.
ელჩმა წმინდა მარია ბრანკოვიანუს მნიშვნელობას, რომელიც გასულ წელს წმინდანად შერაცხეს: „გამორჩეული პიროვნება, რომლის რწმენა, გამბედაობა და ქრისტიანული ღირებულებებისადმი ერთგულება კვლავაც გვაძლევს შთაგონებას. ასეთ მემკვიდრეობასთან კავშირი, თუნდაც მოკრძალებულად, განსაკუთრებულად საამაყოა”- აღნიშნა ელჩმა.

https://www.facebook.com/share/v/1Ckqst52LB/

27/05/2026
23 მაისს ქ.ბუზაუს ეროვნულ მუზეუმში, ევროპული მუზეუმების ასოციაციის პროექტის „მუზეუმების ევროპული ღამის“ (European Night ...
25/05/2026

23 მაისს ქ.ბუზაუს ეროვნულ მუზეუმში, ევროპული მუზეუმების ასოციაციის პროექტის „მუზეუმების ევროპული ღამის“ (European Night of Museum) ეგიდით, საელჩოს ორგანიზებით გაიხსნა გამოფენა, რომელიც გასტანს ერთი თვე.
გახსნით ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა რუმინეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და მუზეუმის დირექტორმა დანიელ კოსტაჩემ.
გამოფენის ფარგლებში, მუზეუმის სხვადსხვა სივრცეში მოეწყო სამი განსხვავებული ექსპოზიცია: „საქართველოს ბუნება“, „საქართველო - ღვინის სამშობლო“ და „ქართული დამწერლობის სამი სახეობა“. ასევე, მოეწყო ქართული ეთნოგრაფიული კუთხე, თანმხლები ვიდეო და აუდიო მხარდაჭერით.
გამოფენა მიზნად ისახავს საქართველოს ბუნების, კულტურის, ტრადიციებისა და ისტორიული ძეგლების რუმინული აუდიტორიისათვის გაცნობას, საქართველოს პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდას.
ასევე, სტენდთან მისული სტუმრები გაეცნენ ქართულ კალიგრაფიას, მიიღეს სპეციალური ბარათი საკუთარი სახელით ქართულ ენაზე და საჩუქრები ქართული სიმბოლიკით.

On May 23, an exhibition opened at the Buzău County Museum as part of the month-long European Museums Association project "European Night of Museums," organized by the Embassy.
The opening ceremony was attended by Georgian Ambassador to Romania Tamar Beruchashvili and the Buzau County Museum's director, Daniel Costache.
Three displays were organized in different halls of the museum: "Georgian Nature," "Georgia – the Homeland of Wine," and "Three Types of Georgian Script." A Georgian ethnographic corner with video and audio was also available.
The exhibition aims to introduce the Romanian public to Georgia's nature, culture, traditions, and historical monuments, to promote and raise awareness of Georgia.
Visitors to the stand also learned about Georgian calligraphy, received a special name card in Georgian, and gifts with Georgian symbols.

2026 წლის 14 მაისს, რუმინეთის საპატრიარქოს წმინდა სინოდის ბიბლიოთეკაში გაიმართა ქართველი დრამატურგის, ვასილ (ბასა) ჯანიკ...
16/05/2026

2026 წლის 14 მაისს, რუმინეთის საპატრიარქოს წმინდა სინოდის ბიბლიოთეკაში გაიმართა ქართველი დრამატურგის, ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილის პიესის „წმინდა ანთიმოზ ივერელი - საქართველოს შვილი და ვლახეთის მამა“ პრეზენტაცია.

ეს ისტორიულ-დოკუმენტური პიესა შეიქმნა წმინდა ანთიმოზ ივერელის დაბადებიდან 375 წლისთავის აღსანიშნავად. პროექტი შემუშავდა საქართველოს საელჩოს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოსა და რუმინეთის საპატრიარქოების მჭიდრო პარტნიორობით და განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პიესა ითარგმნა რუმინულ ენაზე და გამოიცა საქართველოში ორენოვანი გამოცემის სახით.

აუდიტორიას სიტყვით მიმართეს: წმინდა სინოდის ბიბლიოთეკის დირექტორმა, არქიმანდრიტმა პოლიკარპ ჩიტულესკუმ; საქართელოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთში თამარ ბერუჩაშვილმა (ვიდეო მიმართვა); რუმინეთის თეატრისა და კინოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ლივიუ ლუკაჩიმ.

სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პროექტის კონცეფცია, ისაუბრეს შემოქმედებით პროცესზე, განიხილეს სამომავლო გეგმები, მათ შორის საქართველოსა და რუმინეთის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული პროექტი ასევე ითვალისწინებს ერთობლივი თეატრალური წარმოდგენის დადგმას რუმინეთის ი. ლ. კარაჯალეს თეატრისა და კინოს ეროვნული უნივერსიტეტისა და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით.

On May 14, 2026, the presentation of the play “Saint Antim the Iberian – Son of Georgia and Father of Wallachia” by Georgian playwright Vasil (Basa) Janikashvili took place at the Library of the Holy Synod of the Romanian Patriarchate.
This historical-documentary play was created to commemorate the 375th anniversary of the birth of Saint Antim the Iberian. The project was developed in close partnership between the Embassy of Georgia, the S***a Rustaveli State University of Theatre and Cinema of Georgia as well as the Patriarchates of Georgia and Romania and implemented with the financial support of the Ministry of Culture of Georgia. The play has also been translated into the Romanian language and published in Georgia as a bilingual edition.
The event was opened with welcome addresses by:
• Archimandrite Policarp Chițulescu, Director of the Library of the Holy Synod
• H.E. Tamar Beruchashvili, Ambassador of Georgia to Romania (video message)
• Professor Dr. Liviu Lucaci, Rector of the National University of Theatre and Film Arts
Special guests from Georgia include:
• Professor Manana Anasashvili, Project Leader and Author of the Play Concept
• Professor George Shalutashvili, Rector of the S***a Rustaveli Theatre and Film Georgia State University
• Vasil (Basa) Janikashvili, Playwright
• Nana Letsevridze, Head of the International Relations Office at the S***a Rustaveli Theatre and Film Georgia State University

The guests presented the project concept, discussed future implementation plans, highlighted the collaboration between Georgian and Romanian universities, and shared insights into the creative process.

It is remarkable that the project also envisages the staging of a joint theatrical production involving students from the I. L. Caragiale National University of Theatre and Film of Romania and the S***a Rustaveli Theatre and Film State University of Georgia, which will further strengthen cultural and academic ties between Georgia and Romania.

16/04/2026

GEO/ENG👇

🇬🇪🇷🇴2026 წლის 16 აპრილს, რუმინული მხარის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ოანა-სილვია ცოიუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები და საქართველოში მიმდინარე პროცესები.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და ამ კონტექსტში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა, შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

🇬🇪🇷🇴On 16 April 2026, at the initiative of the Romanian side, a telephone conversation took place between the Minister for Foreign Affairs of Georgia, Maka Botchorishvili, and the Minister of Foreign Affairs of Romania, Oana-Silvia Țoiu.

The parties discussed relations between Georgia and the European Union, as well as ongoing developments in Georgia.

Minister Botchorishvili underscored the challenges facing the region and, in this context, emphasized the importance of stability and security.

Particular attention was devoted to the significance of enhancing cooperation in the Black Sea region.

Address

Av. Petre Cretu 50, Sector 1
Bucharest
012052

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgia in Romania posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Georgia in Romania:

Share