Georgia in Slovakia

Georgia in Slovakia Official page of the Embassy of Georgia to the Slovak Republic

GEO/ENGრუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის...
08/08/2026

GEO/ENG

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით, განახორციელა საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და მათი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

დღესაც, ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მეტიც, რუსეთი აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში, აგრძელებს მათი მილიტარიზაციის პროცესს და აქტიურად დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციითა და მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევით, რუსეთი საგრძნობლად აუარესებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გარემოს. ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის არქონა, ართულებს ადგილზე არსებული ვითარების სრულფასოვან შეფასებასა და ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიან უზრუნველყოფას.

მსგავსი ქმედებებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რაც დასტურდება საერთაშორისო სასამართლოების მიერ ბოლო წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით.

საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რომლის მიზანია დეოკუპაცია, მშვიდობის განმტკიცება და კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენა. საქართველო ამ მიზნების მისაღწევად იყენებს დიპლომატიურ და სამართლებრივ მექანიზმებს და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან.

საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებზე მოლაპარაკებების მთავარ საერთაშორისო ფორმატს. მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველო მკაფიოდ აყენებს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების სრულფასოვანი ფუნქციონირების საკითხებს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ასევე, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის უპირობო აღდგენა და მისი რეგულარული მუშაობა.

საქართველო აფასებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის მიმართ გამოხატულ ურყევ მხარდაჭერას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

18 წლის შემდეგ საქართველოს მშვიდობისა და ერთიანობის მიზანი კვლავ უცვლელია. საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკას და ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა, უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას.

Eighteen years have passed since the full-scale military aggression launched by the Russian Federation against Georgia. In August 2008, disregarding the fundamental norms and principles of international law, Russia carried out the illegal occupation of Abkhazia and the Tskhinvali region - inalienable parts of Georgia’s territory - and recognised their so-called independence.

Today, on the eighteenth anniversary of the occupation, Russia continues to defy the EU-mediated 12 August 2008 Ceasefire Agreement. Moreover, Russia is expanding its illegal control within the occupied regions, continuing their militarisation and actively taking steps towards their de facto annexation.

Through grave violations of human rights, ethnic discrimination against Georgians and the isolation of the population in Georgia’s occupied regions, Russia is severely worsening the security and humanitarian environment on the ground. Furthermore, the lack of access for international organisations to the occupied territories complicates a comprehensive assessment of the situation and ensuring the effective protection of human rights.

Through such actions, Russia flagrantly violates fundamental norms of international law, which is evidenced by numerous judgements adopted by international courts in recent years.

Georgia remains firmly committed to the policy of peaceful conflict resolution, the objectives of which are de-occupation, the strengthening of peace and the restoration of trust and relations between societies divided by the conflict. To achieve these goals, Georgia utilises diplomatic and legal mechanisms and actively cooperates with international partners.

Georgia attaches particular importance to the Geneva International Discussions as the primary international negotiation format addressing security, humanitarian and human rights issues in the Russia-Georgia conflict. Within the framework of the negotiations, Georgia clearly raises the issues of the implementation by Russia of the obligations assumed under the 12 August 2008 Ceasefire Agreement, the safe and dignified return of internally displaced persons and refugees and the full-fledged functioning of international security mechanisms on the ground. For Georgia, the unconditional restoration and regular functioning of the Incident Prevention and Response Mechanism (IPRM) in Gali is also of high importance.

Georgia appreciates the unwavering support expressed by the international community for the country’s sovereignty and territorial integrity, as well as for the process of peaceful conflict resolution.

The Ministry of Foreign Affairs calls upon the Russian Federation to cease the illegal occupation of Georgia’s territories and actions directed towards their de facto annexation, to fully implement the obligations assumed under the EU-mediated 12 August 2008 Ceasefire Agreement, to withdraw its military forces from the territory of Georgia and to ensure the safe and dignified return of internally displaced persons and refugees to their homes.

Eighteen years on, Georgia’s goal of peace and unity remains unchanged. Georgia will continue its policy and efforts based on the principles of international law to ensure the peaceful restoration of the country’s territorial integrity, security and stable development.

The Ministry of Foreign Affairs once again pays tribute to the memory of the military servicemen and civilians who heroically lost their lives in the August 2008 war.
https://www.facebook.com/photo/?fbid=1641017631358199&set=a.333289898797652

GEO/ENG2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგ...
08/08/2026

GEO/ENG

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

On the occasion of the 18th anniversary of the 2008 Russia-Georgia war, the national flags are flown at half-mast at the premises of the Ministry of Foreign Affairs, as well as at Georgia’s diplomatic representations and consular offices abroad, to honour the memory of those who lost their lives.

https://www.facebook.com/share/1EWfB9vjR4/

07/08/2026
დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში თბილისის „იბერია 1999“ ბრატისლავაში, Tehel...
29/07/2026

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში თბილისის „იბერია 1999“ ბრატისლავაში, Tehelné pole-ს სტადიონზე, „სლოვან ბრატისლავას“ დაუპირისპირდება.
შეხვედრა 20:15 საათზე დაიწყება.

ვუსურვებთ წარმატებას და გამარჯვებას ჩვენს საფეხბურთო გუნდს! 🇬🇪⚽

https://www.facebook.com/FCIberia1999

29/07/2026
GEO/ENG საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ...
29/07/2026

GEO/ENG

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.
საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia welcomes the decision adopted on 21 July 2026 by the Cabinet of the Republic of Naoero on the revocation of diplomatic relations "between the Republic of Naoero and the Republic of South Ossetia also known as the State of Alania," as well as "between the Republic of Naoero and the Republic of Abkhazia."
This decision once again confirms that respect for and adherence to the norms of international law constitute the foundation of sound international relations.
Georgia expresses its readiness to establish diplomatic relations with the Republic of Naoero and to promote the development of bilateral cooperation on the basis of shared interests.

https://www.facebook.com/story.php?story_fbid=1631534288973200&id=100063499346449&mibextid=wwXIfr&rdid=dfblv0HkfCdsWZ2s #

GEO/ENG🇬🇪🇺🇸 საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწ...
17/07/2026

GEO/ENG

🇬🇪🇺🇸 საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ პოლიტიკური ტერორიზმის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე.

„ეს განხილვა განსაკუთრებით დროულია, რადგან დღეს ვდგავართ რთული და მუდმივად ცვალებადი გამოწვევების წინაშე, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე. მსოფლიოში, რადიკალური ჯგუფები სხვადასხვა იდეოლოგიის ქვეშ მოქმედებენ, მათ შორის, ხშირად, დემოკრატიის სახელით. თუმცა მათი მიზანი არა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, არამედ მათი დასუსტებაა“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

🇬🇪🇺🇸 The Deputy Prime Minister, Minister for Foreign Affairs of Georgia, Maka Botchorishvili, at the invitation of the United States Secretary of State, Marco Rubio, participated in the Ministerial on the Resurgence of Political Terrorism held in Washington, D.C., where she delivered an address to the participants.

In her remarks, the Minister for Foreign Affairs underscored that placing the issue of political terrorism prominently on the international agenda is of particular importance in light of the contemporary security challenges.

“This discussion could not be more timely as we face complex and evolving challenges that directly affect our national interests, sovereignty, and security. Around the world, radical groups operate under different ideological banners - including, at times, in the name of democracy. Yet their objective is not to strengthen democratic institutions, but to weaken them” stated Maka Botchorishvili.

🌐https://mfa.gov.ge/news/843660-maka-botchorishvili-vashingtonshi-politikuri-terorizmis-khelakhali-gaaqtiurebis-shesakheb-ministeria

📢 საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“📌 პროექტის მიზანი:➡️ ქართული სამზარეულოს პოპულარიზ...
10/07/2026

📢 საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“

📌 პროექტის მიზანი:

➡️ ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ;
➡️ დიასპორის წევრების ჩართულობა ქართული კერძების, რეცეპტებისა და კულტურის გაცნობაში;
➡️ კულინარიული ღონისძიებების, სასწავლო შეხვედრების და ბანაკების ორგანიზება, სადაც მონაწილეები აქტიურად შეისწავლიან ქართული კერძების მომზადებას;
➡️ დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული რესტორნების, კულინარიული კლუბებისა და სკოლის პროექტების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

✅️ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

➡️ საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️ ქართულ საკვირაო სკოლებს;
საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს;
➡️ საზღვარგარეთ არსებულ ქართულ რესტორნებს და კულინარიულ კლუბებს;
➡️ სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩 განაცხადები მიიღება 2026 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📌 კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 10 სექტემბერს.

🔗 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:
https://slovakia.mfa.gov.ge/news/294318-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministros-sagranto-konkursi-qartuli-gemo

GEO/ENG🏀 10–19 ივლისს ბრატისლავა FIBA U20 ევროპის ჩემპიონატს (B დივიზიონი) მასპინძლობს.ჩემპიონატში ევროპის 21 ქვეყნის 20...
06/07/2026

GEO/ENG

🏀 10–19 ივლისს ბრატისლავა FIBA U20 ევროპის ჩემპიონატს (B დივიზიონი) მასპინძლობს.
ჩემპიონატში ევროპის 21 ქვეყნის 20-წლამდელთა ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრებიც. ტურნირის ფარგლებში გუნდები B დივიზიონის ჩემპიონობისა და A დივიზიონში დაწინაურებისთვის იბრძვიან.

🇬🇪 წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს!

საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.fiba.basketball/en/events/fiba-u20-eurobasket-2026-division-b/teams/georgia

From 10–19 July, Bratislava will host the FIBA U20 EuroBasket 2026, Division B.
The championship brings together the U20 men's national basketball teams from 21 European countries, including the Georgian National Team. Throughout the tournament, teams will compete for the Division B title and promotion to Division A.

We wish the Georgian National Team the very best of luck and a successful tournament!

The Georgian team's game schedule and more information, are available here: https://www.fiba.basketball/en/events/fiba-u20-eurobasket-2026-division-b/teams/georgia

Georgia - All leaders, participating players & roster, game results and stats from FIBA U20 EuroBasket 2026, Division B

ძვირფასო თანამემამულენო, გვსურს გაცნობოთ, რომ ქართული დიასპორის მართლმადიდებელი მრევლისათვის ბრატისლავაში ღვთისმსახურება...
24/06/2026

ძვირფასო თანამემამულენო, გვსურს გაცნობოთ, რომ ქართული დიასპორის მართლმადიდებელი მრევლისათვის ბრატისლავაში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე აღევლინება.

მისი უნეტარესობის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტის, რასტისლავის სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში 18 ივნისს ვიზიტის დროს, საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის იღუმენი ილიასათვის (ჩადუნელი) გადაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, ქ. ბრატისლავაში, წმ. ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლურ საყდარში ქართულ ენაზე ღვთისმსახურება რეგულარულად ჩატარდება.

პირველი წირვა 19 ივლისს, 10:30 საათზე დაიწყება
📍Mikulášska 7277/5A, 811 01 Bratislava-Hrad.

Dear Compatriots,
We would like to inform you that Divine services in the Georgian language will be held regularly for members of the Georgian Orthodox diaspora community in Bratislava.

Following His Eminence Metropolitan Rastislav of Czech and Slovakia official visit to the Georgian Embassy in the Slovak Republic on 18 June 2026, the corresponding ecclesiastical permission was formally granted to Igumen Ilia (Chaduneli) of the Georgian Apostolic Autocephalous Orthodox Church.

On this basis, Divine Liturgy will henceforth be served regularly in the Georgian language at the Orthodox Church of Saint Nicholas in Bratislava.

The inaugural liturgical service will commence on 19 July 2026 at 10:30 hours.

Address

Michalská 9
Bratislava
81101

Opening Hours

Monday 09:00 - 13:00
14:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 13:00
14:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 13:00
14:00 - 18:00
Thursday 09:00 - 13:00
14:00 - 18:00
Friday 09:00 - 13:00
14:00 - 18:00

Telephone

+421254646484

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgia in Slovakia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Georgia in Slovakia:

Share