13/04/2015
1 სერიის შინაარსი. ნაწილი პირველი
ფერიჰა და დედამისი ზეჰრა არიან ჯანსუს სახლში სახლის დასალაგებლად და ოცნებობენ მაღალ სართულზე ცხოვრებას. დედამისს ხელები გაუხეშებული ჰქონდა ამდენი ხსნარისგან ფერიჰა კი ჰპირდება, რომ ძვირიან კრემებს უყიდის როცა კარგ ადგილას იმუშავებს. გათენდა ფერიჰა ელოდება თავის ბავშვობის მეგობარ ჯანსუს. მისი დანახვა გაუხარდება და გაიქცევა მიესალმებიან. ჯანსუსთან ერთად ჩამოვიდა მისი დედინაცვალი სანემიც, ფერიჰა მიუახლოვდება სანემს მაგრამ სანემი არ გადაკოცნის და ცხვირაბზუებული ეტყვის გაციებული ვარო სამაგიეროდ თავის მეზობელ ლარას დიდი სიამოვნებით გადაკოცნის. სანემი ფერიჰას როგორც პირად მოსამსახურეს ექცევა.. ფერიჰას სხვა გზა არ აქვს და ყველაფერს ასრულებს.ფერიჰა და ჯანსუ ელოდებიან გამოცდების პასუხს, ჩააბარებენ თუ არა გამოცდას უნივერსიტეტისთვის. სანემი სახლში გახსნის ჟურნალის შეკვრას და საჩუქრად ამოუვა უბრალო ყელსაბამი და დაცინვით აჩუქებს ფერიჰას. სანემი ეუბნება ჯანსუს გადაყაროს კაბები რომელიც არ მოსწონს. კაბები კი ძვირიანია. ჯანსუ ეუბნება ფერიჰას თუ რომელიმე კაბა მოსწონს თავისთვის აიღოს, ფერიჰა დიდი სიამოვნებით იღებს რადგან უნივერსიტეტისთვის სჭირდება კარგი ტანსაცმელი. ფერიჰას ძმა მეჰმეთი დაინახავს ამ კაბებს არ მოეწონება და დაწვას დაუპირებს, მაგრამ ზეჰრა ამას არ დაუშვებს. დილას ჯანსუ თავისი სახლიდან შეატყობინებს ფერიჰას რომ გაიღვიძა და შეუძლიათ ნახონ გამოცდების პასუხები. ფერიჰა სიხარულისგან ავიდა ჯანსუსთან. ფერიჰამ ჩააბარა ყველა გამოცდა სრულიად კარგად ანუ შემდეგ დღეს ის წავა უნივერსიტეტში აი ჯანსუ კი ისეთი თავდაჯერებული იყო, რომ თავის წარუმატებლობამ გააგიჟა. სანემმა ჯანსუს დაუყვირა ყველაფერი წყალში ჩაიყარა, ამდენ რამეს გასწავლიდნენ და ვერაფერი ვერ ჩააბარეო. მოსამსახურის და მენაგვის შვილმა როგორ უნდა გაჯობოსო. ეს ყველაფერი ფერიჰამ მოისმინა და სახლში გაიქცა,შევიდა თავის ოთახში და დაიწყო ტირილი: მე მოსამსახურის და მენაგვის შვილი არ ვარ ჩემი სახელი ფერიჰაა, ფერიჰა!
დადგა მეორე დღე ფერიჰა თავაწეული მიაბიჯებს უნივერსიტეტის გზას მდიდრულ ტანსაცმელში და გამოპრანჭული. უნივერსიტეტის გოგოები ცდილობენ თავი მოაწონონ ცნობილ ემირ სარაფოღლუს. ერთი გოგო მიუახლოვდება და ემირს ვითომ შემთხვევით ყავას გადააქცევს და დაუწყებს კეკლუცობას და თავის გაცნობას, მაგრამ ემირი ყურადღებას არ მიაქცევს და წავა თავის მეგორბარ ქორაისთან და ჰანდესთან. ფერიჰა დაინტერესდება რატომ იქცევიან გოგოები მასე ამ კითხვაზე პასუხს კი ერთ ერთი სტუდენტი სახელად გუნჯე უპასუხებს- ეს ემირ სარაფოღლუა, ოქროს ბიჭი. მას არ აინტერესებს უბრალო გოგოები.მასთან სულ მოდელები და მსახიობები არიან.ყველაზე მაგარი ღამის კლუბები მის მამას ეკუთვნის. უნივერსიტეტში ემირს ღამის ცხოვრების პრინცს ეძახიან. ის გოგოებს ნასკებივით იცვლის. შეხედე ის ორნი ჰანდე და ქორაია მისი მეგობრები. შორიდან მხიარულები ჩანან, მაგრამ თუ მიუახლოვდები ისინი სიცოცხლეს გაგიმწარებენ.
ფერიჰას დედა ურეკავს ტელეფონზე. ფერიჰა აქეთ-იქით გაიხედება და ნახავს რომ ყველას ძვირიანი ტელეფონი აქვს, სირცხვილისგან ტელეფონს არ უპასუხებს და გათიშავს.ფერიჰა ცოტა მოშორებით წავიდა და უპასუხა ყურმილს დედას კი უთხრა რომ ლექცია ჰქონდა. ყურმილის დაკიდვისას მანქანით გამოვიდა ემირი და ფერიჰას ხელზე დაეჯახა. ფერიჰას ჩანთა, ტელეფონი ყველაფერი ძირს დაუვარდა. აი აქედან დაიწყო დიდი სიყვარულის და დიდი ტყუილის ისტორია. ემირმა მოუბოდიშა ფერიჰას და უთხრა: ,,ვწუხვარ რომ მობილური გაგიტეხეთო,,. ფერიჰამ მოატყუა რომ ეს მისი ტელეფონი არ არის ნათხოვნია, თავისი ტელეფონი კი შემკეთებელთანაა. ემირმა უპასუხა ''მაშინ ტელეფონის ფულს გადავიხდი'' რაზეც ფერიჰა გაბრაზდა და დაუყვირა ''შენ ვის და რის გულისთვის გინდა გადაუხადო ჰა?''
ემირი: კი მაგრამ მე გავტეხე ტელეფონი და ამის კონპენსაცია უნდა გადავიხადო.
ფერიჰა: არ არის საჭირო!
ემირი:მაგრამ მე ხომ რამე უნდა გავაკეთო?
ფერიჰა: ასეთ შემთხვევაში მანქანაზე აღარ დაჯდე! უთხრა და წავიდა.
ფერიჰა გაჩერებაზე ელოდება ავტობუსს, ავტობუსი მოვიდა, მაგრამ ამ დროს ფერიჰასთან გააჩერა მანქანა ემირმა. ფერიჰა ვერ ჩაჯდა ავტობუსში და ბოლო ხურდები გადაიხადა ტაქსში და როგორც კი დაინახა ემირი წავიდა, ჩამოვიდა ტაქსიდან და ისევ წავიდა ავტობუსით.
მეორე დილას ფერიჰამ ჩაიცვა იაფიანი ტანსაცმელი გამოვიდა სახლიდან მაგრამ შუა ქუჩაში შევიდა კაფის საპირფარეშოში და გამოიცვალა ტანსაცმელი რომელიც ჩანთაში ედო. ჩაიცვა მოკლე კაბა და მაღალი ქუსლები, გაიკეთა მაკიაჭი და გაიშალა თმები. წავიდა უნივერსიტეტში.
ემირი მეგობრებს უყურებს რა მოხდა წინა დღეს და როგორ დაუზიანა მანქანით ემირმა ფერიჰას ხელი ამ დროს კი კიბეებიდან ჩამოდის ფერიჰა. ემირმა შენიშნა ფერიჰა დაგაეკიდა, ფერიჰამ კი გაუღიმა. დაიწყეს გაცნობა.
ემირი: გოგონა.ხელი როგორ გაქვთ?
ფერიჰა: უკეთესად ვიდრე ჩემი ტელეფონი.
ემირი: მე დამნაშავე ვარ შენს წინაშე, ნუ ჯიუტობ წამომყევი ახალს გიყიდი.
ფერიჰა:საჭირო არ არის.
ემირი: შანს რატომ არ მაძლევ?
ფერიჰა:ვერ გავიგე რომელი შანსი?
ემირი: გადავიხადო ჩემი ვალი.
ფერიჰა: მე ხომ ვთქვი ვალში არ ხარ.
ემირი:ლექციებზე მიდიხარ?
ფერიჰა: რა თქმა უნდა, მე დავდივარ უნივერსიტეტში იმისთვის რომ ვისწავლო.
ემირი: მე ემირი ვარ.
ფერიჰა: ფერიჰა.
ემირი: ფერიჰა?
ფერიჰა:აჰა, მე ფერიჰა ვარ. კარგი ნახვამდის.
ემირი გაკვირვებული იყურებოდა და გაკვირვებით უთხრა მეგობრებს: გაიგეთ მან ,,ნახვამდის,, მითხრა.
ჰანდე: მერე რა?
ემირი: მან ,,პაკა პაკა,, არ თქვა როგორც ყველა.
ქორაი: შენ მას არ იცნობ?
ემირი: როგორც ჩანს პირველ კურსელია.
პირველი ნაწილის დასასრული
Çağatay Ulusoy Georgian fans Çağatay Ulusoy Georgian Fans Hazal Kaya Georgian Fans