Georgia in Trabzon

Georgia in Trabzon საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ტრაპიზონში

08/06/2026

საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი მინისტერიალი, პრესკონფერენცია

🇬🇪🇹🇷2026 წლის 8 ივნისს, ქ. სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმ...
08/06/2026

🇬🇪🇹🇷2026 წლის 8 ივნისს, ქ. სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობა.

🌐ვრცლად იხილეთ : https://mfa.gov.ge/news/633508-maka-botchorishvili-turqetis-sagareo-saqmeta-ministrs-haqan-phidans-shekhvda

8 Haziran 2026 tarihinde İstanbul’da, Gürcistan, Türkiye ve Azerbaycan dışişleri bakanlarının 10. Üçlü Toplantısı kapsamında, Gürcistan Başbakan Yardımcısı ve Dışişleri Bakanı Maka Bochorishvili, Türkiye Cumhuriyeti Dışişleri Bakanı Hakan Fidan ile bir araya geldi.

Taraflar, Gürcistan ile Türkiye Cumhuriyeti arasındaki mevcut stratejik ortaklığı ve bu ortaklığın daha da derinleştirilmesine yönelik perspektifleri ele aldı. İki ülke arasındaki sektörel iş birliği olumlu değerlendirildi.

🌐Ayrıntılı bilgi için: https://mfa.gov.ge/news/633508-maka-botchorishvili-turqetis-sagareo-saqmeta-ministrs-haqan-phidans-shekhvda

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნე...
02/06/2026

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ. ღონისძიებას დაესწრნენ სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მინისტრი დავით ხუდატიანი, ყაზახეთისა და უზბეკეთის დელეგაციები, საქართველოს მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ვრცლად იხილეთ: https://www.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=625&info_id=96568

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“📌პროექტის მიზანი:➡️ქართული ენის ს...
28/05/2026

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“

📌პროექტის მიზანი:

➡️ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
➡️მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
➡️საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით;
➡️საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📌კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს.

🔗დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://trabzon.mfa.gov.ge/news/912830-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-chemi-qartuli-skola

27/05/2026
27/05/2026
ხმა მიეცი საქართველოს🇬🇪ხმის მიცემა დაიწყება 12 მაისს, თურქეთის დროით 23:25 საათზე➡️ https://vote.eurovision.com/
11/05/2026

ხმა მიეცი საქართველოს🇬🇪

ხმის მიცემა დაიწყება 12 მაისს, თურქეთის დროით 23:25 საათზე

➡️ https://vote.eurovision.com/

Address

Pertevpaşa Sok. 10 Ortahısar/Trabzon
Trabzon
61030

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Telephone

+904623262226

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgia in Trabzon posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Georgia in Trabzon:

Share