Embassy of Georgia to Ukraine

Embassy of Georgia to Ukraine Embassy of Georgia to Ukraine

24/08/2026

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა!

З Днем Незалежності Україно!

GEO/ENG👇2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, სა...
08/08/2026

GEO/ENG👇

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

On the occasion of the 18th anniversary of the 2008 Russia-Georgia war, the national flags are flown at half-mast at the premises of the Ministry of Foreign Affairs, as well as at Georgia’s diplomatic representations and consular offices abroad, to honour the memory of those who lost their lives.

07/08/2026
29/07/2026
GEO/ENG 👇საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს,...
29/07/2026

GEO/ENG 👇

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.

საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia welcomes the decision adopted on 21 July 2026 by the Cabinet of the Republic of Naoero on the revocation of diplomatic relations "between the Republic of Naoero and the Republic of South Ossetia also known as the State of Alania," as well as "between the Republic of Naoero and the Republic of Abkhazia."

This decision once again confirms that respect for and adherence to the norms of international law constitute the foundation of sound international relations.

Georgia expresses its readiness to establish diplomatic relations with the Republic of Naoero and to promote the development of bilateral cooperation on the basis of shared interests.

📢 საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“📌 პროექტის მიზანი:➡️ ქართული სამზარეულოს პოპულარიზ...
22/07/2026

📢 საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“

📌 პროექტის მიზანი:

➡️ ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ;
➡️ დიასპორის წევრების ჩართულობა ქართული კერძების, რეცეპტებისა და კულტურის გაცნობაში;
➡️ კულინარიული ღონისძიებების, სასწავლო შეხვედრების და ბანაკების ორგანიზება, სადაც მონაწილეები აქტიურად შეისწავლიან ქართული კერძების მომზადებას;
➡️ დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული რესტორნების, კულინარიული კლუბებისა და სკოლის პროექტების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

✅️ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

➡️ საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️ ქართულ საკვირაო სკოლებს;
საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს;
➡️ საზღვარგარეთ არსებულ ქართულ რესტორნებს და კულინარიულ კლუბებს;
➡️ სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩 განაცხადები მიიღება 2026 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📌 კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 10 სექტემბერს.

🔗 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://ukraine.mfa.gov.ge/news/462583-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-qartuli-gemo

GEO/ENG👇🇬🇪🇺🇸საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწ...
16/07/2026

GEO/ENG👇

🇬🇪🇺🇸საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ პოლიტიკური ტერორიზმის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე.

„ეს განხილვა განსაკუთრებით დროულია, რადგან დღეს ვდგავართ რთული და მუდმივად ცვალებადი გამოწვევების წინაშე, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე. მსოფლიოში, რადიკალური ჯგუფები სხვადასხვა იდეოლოგიის ქვეშ მოქმედებენ, მათ შორის, ხშირად, დემოკრატიის სახელით. თუმცა მათი მიზანი არა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, არამედ მათი დასუსტებაა,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

🇬🇪🇺🇸The Deputy Prime Minister, Minister for Foreign Affairs of Georgia, Maka Botchorishvili, at the invitation of the United States Secretary of State, Marco Rubio, participated in the Ministerial on the Resurgence of Political Terrorism held in Washington, D.C., where she delivered an address to the participants.

In her remarks, the Minister for Foreign Affairs underscored that placing the issue of political terrorism prominently on the international agenda is of particular importance in light of the contemporary security challenges.

“This discussion could not be more timely as we face complex and evolving challenges that directly affect our national interests, sovereignty, and security. Around the world, radical groups operate under different ideological banners - including, at times, in the name of democracy. Yet their objective is not to strengthen democratic institutions, but to weaken them,” stated Maka Botchorishvili.

🌐 ვრცლად იხილეთ: https://mfa.gov.ge/news/843660-maka-botchorishvili-vashingtonshi-politikuri-terorizmis-khelakhali-gaaqtiurebis-shesakheb-ministeria

GEO/ENG👇🇬🇪🇺🇸საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფ...
16/07/2026

GEO/ENG👇

🇬🇪🇺🇸საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობს მინისტერიალში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“.

ღონისძიება ვაშინგტონში იმართება და მასში მონაწილეობს 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი.

აშშ-ის ტერორიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგიული ჩარჩოს ფარგლებში გამართული მინისტერიალი მიზნად ისახავს პოლიტიკური ძალადობის ახალი ტალღისა და ექსტრემისტული დაჯგუფებების საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე მსჯელობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეფექტიანი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ამ მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევის გაღრმავებას.

🇬🇪🇺🇸 The Deputy Prime Minister, Minister for Foreign Affairs of Georgia, Maka Botchorishvili, is participating in the Ministerial on the Resurgence of Political Terrorism, at the invitation of the United States Secretary of State, Marco Rubio.

The event is being held in Washington, D.C., and brings together representatives from approximately 60 countries.

Held as part of the United States’ new strategic framework for countering terrorism, the Ministerial aims to address ways to combat the new wave of political violence and the activities of extremist groups. Particular attention is being paid to strengthening effective international cooperation and further enhancing joint efforts in this area.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, განათლე...
12/07/2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილთან ერთად, უკრაინელ ბავშვებს შეხვდა, რომლებიც, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საზაფხულო ბანაკში ისვენებენ.

მთავრობის მეთაურმა ბავშვებს სადილზე უმასპინძლა.

პირველ ეტაპზე ბანაკის სტუმრები არიან შეიარაღებული ძალების მოსამსახურეების შვილები, ომის შედეგად დაობლებული ბავშვები და მათი თანმხლები პირები კიევიდან, რომლებიც 10 დღის განმავლობაში კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ. ბანაკის სტუმრებისთვის ასევე მოეწყობა ექსკურსიები თბილისში, ბოდბეში, სიღნაღსა და თელავში.

4-15 ივლისს ბანაკი უმასპინძლებს მეორე ნაკადს - ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს სუმიდან.

08/07/2026

📢 **მნიშვნელოვანი ინფორმაცია უკრაინაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის**

როგორც მოგეხსენებათ, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული ცვლილებების შესაბამისად, განისაზღვრა **დროებითი ბინადრობის ნებართვების (Temporary Residence Permit) სავალდებულო შეცვლის ახალი ვადა** იმ უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომელთა ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა განახლებას ექვემდებარებოდა **2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ**, უკრაინაში საომარი მდგომარეობის შემოღების პერიოდში.

📅 **დოკუმენტების წარდგენის საბოლოო ვადაა: 2026 წლის 4 აგვისტო (ჩათვლით).**

📌 დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცვლისთვის აუცილებელია შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა **უკრაინის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის ტერიტორიულ ორგანოებსა და ქვედანაყოფებში**.

ℹ️ იმ პირებს, რომელთა დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა ჯერ არ იწურება, შეუძლიათ მიმართონ მის შესაცვლელად არაუგვიანეს ნებართვის მოქმედების ბოლო დღისა, იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არსებობს დროებითი ბინადრობის ნებართვის შეცვლის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.

Address

Taras Shevchenko Boulevard 25
Kyiv
01032

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+380633767768

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Embassy of Georgia to Ukraine posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Embassy of Georgia to Ukraine:

Shortcuts

Share