Poetry.ge

Poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთათვის

10/05/2023
,,არ მიყვარდა. არც მომწონდა.შეგიყვარდება. შეეჩვევიო...მერე შვილები ჩნდებიან. მერე ათასი საფიქრალი და ცხოვრების სირთულეებ...
10/04/2023

,,არ მიყვარდა. არც მომწონდა.
შეგიყვარდება. შეეჩვევიო...მერე შვილები ჩნდებიან. მერე ათასი საფიქრალი და ცხოვრების სირთულეები. ყოფა, ჯაფა. მერე ის რას იტყვის, ეს რას იტყვისო. ეჩვევი, ეგუები, ემორჩილები, იმიტომაა წყევლა ქალად დაბადებაო.
ბებიაჩემი ცამეტი წლისა გაუთხოვებიათ, ცამეტისა. ან როგორ გაიმეტეს მშობლებმა შვილი და როგორ ჩამოგლიჯეს ბავშვობას. ან ის რა ცხოველი იყო, ბაბუაჩემი ოცისა, ცამეტი წლის ბავშვი საწოლში რომ ჩაიწვინაო.
მაშინ ადრე მწიფდებოდნენ ქალები, თხუთმეტისას გაუჩენია პირველი, ძუძუც არ ჰქონდა ქალისა, იმ საცოდავს, ბავშვისთვისო. ადრე კი არ მწიფდებოდნენ, ადრე ფერთხავდნენ სიცოცხლის ხიდანო.
ვინ აცდიდა დამშვენებას. გაზაფხულზე კრეფდნენ ქორფებს. სიცოცხლის გაზაფხულზეო.
აყვავების დროს დასეტყვავდნენ, ისე რომ სიკვდილამდე დასეტყვილი ყურძნის მტევანივით დაფანტულები და გათელილები იყვნენო.
ბებიაჩემი ამბობდაო, აკვანს ვარწევდი და ჰამაკში წოლაზე ვოცნებობდი. სარეცხს ვრეცხავდი და მდინარეში ტოლებთან თამაშსა და ბანაობაზე მეფიქრებოდა. ძუძუს ვაწოვდი და სკოლაში სწავლა მწყუროდაო.
რამდენი ნიჭი ჩაკლეს, რამდენს აუკრძალეს სიცოცხლით ტკბობა და თავისუფლების დღესასწაულიო."

იაკი კაბე - ,,გამოსვლის წიგნი"

,,მოხდების ხოლმე არწივი,დაჭრილი დაბლა დავარდეს,მაგრამ ქათამი ზეცაში,ვერასდროს, გაინავარდებს!"
10/01/2023

,,მოხდების ხოლმე არწივი,

დაჭრილი დაბლა დავარდეს,

მაგრამ ქათამი ზეცაში,

ვერასდროს, გაინავარდებს!"

09/18/2023

*

მე შემოვედი შენს სიჩუმეში.
გადმოვაბიჯე - დუმილის კერებს,
გადმოვაბიჯე - დუმილის ორმოს,
გადმოვაბიჯე - წვალების მერე,
ყველა ხელოვნურ და მაცდურ ნორმას.

შემოგიმშრალე ტუჩიდან ობი,
ბაგის კუთხეში გამჯდარი წლობით
და სიბნელეში, ამ ტუჩებს ორმა,
როგორც წარსულში ვიცოდით ხოლმე,
თავისებური მივეცით ფორმა.

აზრი მივეცით აქამდე უთქმელს,
მკლავებით ფრთხილად ავყევით ორპირს
და ჩვენი კოცნის სუნით და მორფით
გაივსო სახლის ოთხივე კუთხე,
გაივსო ლექსის ყოველი სტროფი.

2010

გურამ ჯახუტაშვილი

"...წახვედი ჩემგან,უშენობა მათოვს და მაწვიმს,მარტო მივყვები ზენაქარებს,თავს ვაღწევ წყვდიადს,ვიგონებ ერთად გატარებულ,ზეცი...
09/17/2023

"...წახვედი ჩემგან,
უშენობა მათოვს და მაწვიმს,
მარტო მივყვები ზენაქარებს,
თავს ვაღწევ წყვდიადს,
ვიგონებ ერთად გატარებულ,
ზეცისკენ აწვდილს -
დღეებს,
რომელსაც ქვადქცეული ტკივილი ქვია...

...წახვედი ჩემგან, უშენობა მათოვს და მაწვიმს, მარტო მივყვები ზენაქარებს, თავს ვაღწევ წყვდიადს, ვიგონებ ერთად გატარ...

დააგვიანე, ახლა უკვე ერთი ფასი აქვს:წასვლას, არ მოსვლას, დაბრუნებას ან და პირიქით.ზეცაც პირბასრი ვარსკვლავებითისე სავსეა...
09/13/2023

დააგვიანე,
ახლა უკვე ერთი ფასი აქვს:
წასვლას, არ მოსვლას,
დაბრუნებას ან და პირიქით.
ზეცაც პირბასრი ვარსკვლავებით
ისე სავსეა,
რომ მათ მოწყვეტას
მგონი უკვე შვებად განიცდის.
დააგვიანე,
ირგვლივ მთებზე მწუხრი გადაწვა,
არაგვში ახჩობს უსასრულოდ
ორეულს მთვარე.
დააგვიანე,
დაბრუნება მხოლოდ ისე მწამს,
როგორც ენგურით ბრუნდებოდა
თარაშ ემხვარი.
დააგვიანე,
სასიცოცხლო ვითვლი
ყოველ წამს,
აჩნია ზეცას ვარსკვლავები
როგორც სახადი,
შენ კი ცუნამის ტალღებივით
ისე მოღელავ,
სიკვდილის შემდეგ
მიწის საბანს სადმე გადამხდი.

ალექსანდრე მიშელაშვილი

იცოდით?! ტერენტი გრანელსაც ჰყავდა ვირტუალური სიყვარულის ობიექტი.  თვალით არასდროს ენახა თამარ ჯაფარიძე. მხოლოდ მიმოწერით...
08/23/2023

იცოდით?!

ტერენტი გრანელსაც ჰყავდა ვირტუალური სიყვარულის ობიექტი. თვალით არასდროს ენახა თამარ ჯაფარიძე. მხოლოდ მიმოწერით იცნობდა, თანაც არა ისე, მესიჯი რომ გამოგზავნისთანავე მოგირაწკუნებს. არა, ბატონო, პასუხის ხანგრძლივი მოლოდინით კიევიდან....პოეტი სხვაგვარი გახდა, ყოველთვის სევდიანსა და მისტიკურს, თვალებშიც სიხარულის სხივი ჩაუდგა. გარშემო მყოფებისთვის საგრძნობი იყო, რომ მის ცხოვრებაში სერიოზული ცვლილება მოხდა.
ერთხელაც ტერენტიმ თამარისგან მიიღო წერილი, რომელშიც თავისი გადაწყვეტილების შესახებ ატყობინებდა: მან ოჯახის მიტოვება და ტერენტისთან თბილისში წამოსვლა გადაწყვიტა. პოეტი მოუთმენლად ელოდა ამ დღეს, ადგილს ვერ პოულობდა...

დათქმულ დროს დგას ტერენტი რკინიგზის სადგურის ბაქანზე და მატარებლიდან ჩამოსულ მგზავრთა შორის მისი წარმოსახვით მოხატულს ეძებს, დიახ, სწორედ და მხოლოდ ისეთს, როგორიც თვითონ წარმოიდგინა, არც მეტს, არც ნაკლებს!
ტერენტი მარტო არაა, ახლავს მეგობარი - გენო ქელბქიანი. ხალხისგან დაცლილ ვაგონში ქალბატონი დაინახეს, გვერდით უზარმაზარი ჩემოდნით. როცა გენოს ტერენტისთვის შეუხედავს, სახეზე ფერი არ ედო პოეტს... მეგობრები ნელი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ქალს. თამარმა პოეტს ხელი გაუწოდა და მიესალმა, ტერენტიმაც მიუგო: "გამარჯობა". მერე გენოს მიუბრუნდა და უთხრა: "ჩვენ წავედით, გვეჩქარება!" - და ადგილიდან მოწყდა. გენო ქელბაქიანი იხსენებს: "ქალი ჩემოდანზე ჩამოჯდა და ცრემლი ვეღარ შეიკავა, ამოიკვნესა. ძალიან მომეწონა ეს ქალი! ნეტა მე მყვარებოდა, ნეტა, მე ვყვარებოდი". დაბნეულმა გენომ ატირებული ქალი ეტლამდე მიაცილა, მერე კი მეგობარს დაუწყო ძებნა. მოგვიანებით, ქანდაკებასავით თეთრი და მგლოვიარე პოეტი ფიროსმანის ქუჩის კუთხეში, ბოძზე მიყრდნობილი და ჩუმად მობუტბუტე ნახა... პოეტი თითქოს ცოცხლებში აღარ ეწერა... მეგობრის საყვედურის შემდეგ ეს-ღა თქვა: "ვაიმე, რამხელა ჩემოდანი ჰქონდა... სად იყო ის ქალი, მე რომ მიყვარდა?! რატომ მწერდა ასეთ ნაზ წერილებს? რად მივწერე მე წერილები? რად დავწერე ლექსი? რად მოვტყუვდი? ახ, რად მემტერება ჩემი მუხთალი ბედი!" როგორც გენო ამბობდა, ეს არ მომხდარა იმის გამო, რომ ქალი ან ულამაზო, ან ასაკოვანი იყო. უბრალოდ, ტერენტის ის სხვაგვარი წარმოედგინა, მისი პოეტური წარმოსახვა არ დაემთხვა რეალობას...
თამარ ჯაფარიძე კიევში აღარ დაბრუნებულა, საცხოვრებლად თბილისში დარჩა.

ტერენტი სადილად ერთ ქალბატონთან დადიოდა, რომელიც ვერის სასაფლაოსთან ახლოს ცხოვრობდა. ერთხელაც ამ ქალის სახლის ფანჯრიდან თამარ ჯაფარიძე დაინახა, ფეხზე წამოიჭრა თურმე და ფანჯრას გაეცალა. მთელი ცხოვრება თავს არიდებდა თამართან შეხვედრას და არც არასოდეს ახსენებდა.
ჩემი მეგობრის ვერსიით, გაურბოდა იმიტომ, რომ რეალურ თამარს მის წარმოსახვაში არსებული ოცნების თამარი კიდევ ერთხელ არ "მოეკლა" ..

შენც დაგღლის ერთხელ, დაგღლის ღიღილოვ,სხვაზე წუხილით გზაზე ყურება,შენ როცა გიჭირს, შენი ტირილი,ქვეყნად არავის არ ეყურება....
08/09/2023

შენც დაგღლის ერთხელ, დაგღლის ღიღილოვ,
სხვაზე წუხილით გზაზე ყურება,
შენ როცა გიჭირს, შენი ტირილი,
ქვეყნად არავის არ ეყურება.
მე ვერ გავუძლე , ჩემო ღიღილო,
ჩემი ცა უკვე მრუმედ ხუნდება.
იქმებ შენ მაინც სადმე იხილო,
მადლი რომელიც უკან ბრუნდება.

შენც დაგღლის ერთხელ, დაგღლის ღიღილოვ, სხვაზე წუხილით გზაზე ყურება, შენ როცა გიჭირს, შენი ტირილი, ქვეყნად არავის არ...

მოჩანდა სამყაროს ფიჭიდან, ბედმა რომ ერთ გზაზე მოკონა: მე - ერთი პოეტი ბიჭი და შენც - ერთი სოფლელი გოგონა. დღე და ღამ გიც...
08/09/2023

მოჩანდა სამყაროს ფიჭიდან,
ბედმა რომ ერთ გზაზე მოკონა:
მე - ერთი პოეტი ბიჭი და
შენც - ერთი სოფლელი გოგონა.

დღე და ღამ გიცდიდი, მეზიდა,-
წყურვილი წყაროდან სახლამდე;
გზად ერთი სიტყვა და ლექსი და
თან ერთი კოცნა და „ნახვამდის“.

მერე მეც მრჩებოდა სტრიქონთან
ფიქრი და ღამეთა ნაშალი,
რადგანაც მალულად მიგქონდა,
სახლისკენ კოცნა და თავშალი...

ბოლოს ვერ ვუცადე მოლოდინს
და ასე - ძველ ადათ-მოდაზე,
გავბედე და სოფლის ბოლოდან
მამაშენს ასული მოვტაცე...

ვცხოვრობდით
(და მუდამ გვყოფნიდა)
ვით ჩვენი წინაპართაგანი:
მე - ერთი ხმალი და თოფი და
შენ - ბევრი ლექსი და აკვანი...

ზაზა სუყაშვილი

Address

New York, NY
10016

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Poetry.ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share