09/06/2026
⚜️ხელოვნების სწავლების პრაქტიკა სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში.
⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️⚜️
🔰სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში ხელოვნების გაკვეთილები გამოირჩევა მრავალფეროვანი, პრაქტიკული და მოსწავლეზე ორიენტირებული აქტივობებით. სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა შემოქმედებითი, ესთეტიკური და პრაქტიკული უნარების განვითარებისკენ, რაც ხელს უწყობს მათი ინტერესების გამოვლენასა და თვითრეალიზაციას.
🔰გაკვეთილების ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას და პრაქტიკულად ეუფლებიან თექაზე მუშაობის მრავალფეროვან ტექნიკას. ასევე, სპეციალური ფერადი მძივების გამოყენებით ქმნიან სხვადასხვა დეკორატიულ და სიმბოლურ ნამუშევრებს, მათ შორის თოჯინებს, საქართველოს დროშებს, ჯვრებს, ყვავილებსა და სხვა ხელნაკეთ ნივთებს.
🔰სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების, შრომითი უნარების, სიზუსტისა და ესთეტიკური გემოვნების განვითარებას. პრაქტიკული საქმიანობა ხელს უწყობს როგორც ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას, ისე გუნდური მუშაობის კულტურის ჩამოყალიბებას.
სკოლაში რეგულარულად იმართება მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენები, სადაც ისინი საზოგადოებას წარუდგენენ საკუთარი შემოქმედებითი საქმიანობის შედეგებს.
🔰 აღნიშნული აქტივობები ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, თავდაჯერებულობასა და პასუხისმგებლობის გრძნობას, ხოლო სასკოლო საზოგადოებას აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს მათ შემოქმედებით მიღწევებს.
🔰ხელოვნების საგანს სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში ასწავლის პედაგოგი დალი დეკანაძე, რომელიც აქტიურად ზრუნავს მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარებისა და ხელოვნებისადმი ინტერესის გაღრმავებისათვის.