Georgia in the Czech Republic

Georgia in the Czech Republic Official page of the Embassy of Georgia to the Czech Republic

GEO/ENG👇2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, სა...
08/08/2026

GEO/ENG👇

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

On the occasion of the 18th anniversary of the 2008 Russia-Georgia war, the national flags are flown at half-mast at the premises of the Ministry of Foreign Affairs, as well as at Georgia’s diplomatic representations and consular offices abroad, to honour the memory of those who lost their lives.

08/08/2026
GEO/ENG 👇საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს,...
29/07/2026

GEO/ENG 👇

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.

საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia welcomes the decision adopted on 21 July 2026 by the Cabinet of the Republic of Naoero on the revocation of diplomatic relations "between the Republic of Naoero and the Republic of South Ossetia also known as the State of Alania," as well as "between the Republic of Naoero and the Republic of Abkhazia."

This decision once again confirms that respect for and adherence to the norms of international law constitute the foundation of sound international relations.

Georgia expresses its readiness to establish diplomatic relations with the Republic of Naoero and to promote the development of bilateral cooperation on the basis of shared interests.

GEO/ENG👇🇬🇪🇺🇸საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფ...
16/07/2026

GEO/ENG👇

🇬🇪🇺🇸საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობს მინისტერიალში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“.

ღონისძიება ვაშინგტონში იმართება და მასში მონაწილეობს 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი.

აშშ-ის ტერორიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგიული ჩარჩოს ფარგლებში გამართული მინისტერიალი მიზნად ისახავს პოლიტიკური ძალადობის ახალი ტალღისა და ექსტრემისტული დაჯგუფებების საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე მსჯელობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეფექტიანი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ამ მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევის გაღრმავებას.

🇬🇪🇺🇸 The Deputy Prime Minister, Minister for Foreign Affairs of Georgia, Maka Botchorishvili, is participating in the Ministerial on the Resurgence of Political Terrorism, at the invitation of the United States Secretary of State, Marco Rubio.

The event is being held in Washington, D.C., and brings together representatives from approximately 60 countries.

Held as part of the United States’ new strategic framework for countering terrorism, the Ministerial aims to address ways to combat the new wave of political violence and the activities of extremist groups. Particular attention is being paid to strengthening effective international cooperation and further enhancing joint efforts in this area.

📢 საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“📌 პროექტის მიზანი:➡️ ქართული სამზარეულოს პოპულარიზ...
10/07/2026

📢 საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“

📌 პროექტის მიზანი:

➡️ ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ;
➡️ დიასპორის წევრების ჩართულობა ქართული კერძების, რეცეპტებისა და კულტურის გაცნობაში;
➡️ კულინარიული ღონისძიებების, სასწავლო შეხვედრების და ბანაკების ორგანიზება, სადაც მონაწილეები აქტიურად შეისწავლიან ქართული კერძების მომზადებას;
➡️ დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული რესტორნების, კულინარიული კლუბებისა და სკოლის პროექტების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

✅️ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

➡️ საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️ ქართულ საკვირაო სკოლებს;
საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს;
➡️ საზღვარგარეთ არსებულ ქართულ რესტორნებს და კულინარიულ კლუბებს;
➡️ სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩 განაცხადები მიიღება 2026 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📌 კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 10 სექტემბერს.

🔗 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

https://czech.mfa.gov.ge/news/722622-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-qartuli-gemo

🇬🇪🇨🇿ქარ/CESსაქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთა...
03/07/2026

🇬🇪🇨🇿
ქარ/CES

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, 2026 წლის 30 ივნისს - 2 ივლისს ჩეხეთის რესპუბლიკას საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია.

პრაღის წმინდა ეკატერინეს სახელობის ეკლესიაში და წმინდა კირილესა და მეთოდეს სახელობის მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში აღევლინა საღვთო ლიტურგია. ერთობლივ მსახურებაში მონაწილეობდა პრაღისა და ჩეხეთის მიწების მთავარეპისკოპოსი მიხალი (Michal Dandár) მამა მიხალ დანდარი.

ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ მოელოცათ სიწმინდეები ასევე, საპატრიარქოს დელეგაცია შეხვდა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და ნაჩვენები იქნა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი.

30 ივნისს, საპატრიარქოს დელეგაცია, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რუსლან აბაშიძის თანხლებით ეწვია ჰოროვიჩკიში ჩეხეთში მართლმადიდებლური ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ კერას - კირილესა და მეთოდეს მონასტერს, სადაც ერთობლივი მსახურება აღევლინა.

2 ივლისს პრაღისა და ჩეხეთის მიწების მთავარეპისკოპოსმა მიხალმა (Michal Dandár) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, რუსლან აბაშიძე წმინდა კირილესა და მეთოდეს სახელობის მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძრის საპატიო მედლით დააჯილდოვა.

V souvislosti s oslavami 1700. výročí vyhlášení křesťanství státním náboženstvím Gruzie navštívila ve dnech 30. června až 2. července 2026 Českou republiku delegace Gruzínského patriarchátu. Návštěva se uskutečnila v rámci společných akcí vlády Gruzie a Gruzínského patriarchátu věnovaných tomuto významnému jubileu.
V kostele svaté Kateřiny v Praze a v pravoslavném katedrálním chrámu svatých Cyrila a Metoděje byla sloužena slavnostní božská liturgie. Na společné bohoslužbě se podílel arcibiskup pražský a českých zemí Michal Dandár.

Zástupci gruzínské diaspory měli možnost uctít svaté relikvie. Delegace Gruzínského patriarchátu se rovněž setkala se zástupci gruzínské diaspory a byl promítnut dokumentární film věnovaný 1700. výročí vyhlášení křesťanství státním náboženstvím Gruzie.

Dne 30. června navštívila delegace Gruzínského patriarchátu v doprovodu mimořádného a zplnomocněného velvyslance Gruzie v České republice Ruslan Abashidze klášter svatých Cyrila a Metoděje v Hořovičkách, jedno z hlavních center pravoslavného života v České republice, kde byla sloužena společná bohoslužba.

Dne 2. července udělil arcibiskup pražský a českých zemí Michal Dandár mimořádnému a zplnomocněnému velvyslanci Gruzie v České republice Ruslan Abashidze čestnou medaili pravoslavného katedrálního chrámu svatých Cyrila a Metoděje.

🇬🇪🇨🇿ქარ/CESქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და სა...
24/06/2026

🇬🇪🇨🇿
ქარ/CES

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. პრაღას საპატრიარქოს დელეგაცია ეწვევა.

პირველ ივლისს, პრაღის წმინდა ეკატერინეს სახელობის ეკლესიაში მოაბრძანებენ სიწმინდეებს. 12:00 საათიდან, ღვთისმსახურებასა და საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრებზე მოსულ საზოგადოებას საშუალება ექნება, მოილოცოს სიწმინდეები.18:00 საათზე აღევლინება წირვა.
ტაძრის მისამართი: Viničná 2, 128 00 Nové Město,
Church of St Katherine of Alexandria

2 ივლისს, 09:00 საათიდან, წმინდა კირილესა და მეთოდეს სახელობის მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში მოაბრძანებენ სიწმინდეებს, აღევლინება სადღესასწაულო წირვა, რომლის შემდეგაც გაიმართება შეხვედრა მრევლთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. ასევე, გაიმართება დოკუმენტური ფილმების ჩვენება.
ტაძრის მისამართი: Resslova 9a, 120 00 Praha 2
Orthodox Cathedral of Saints Cyril and Methodius

U příležitosti 1700. výročí vyhlášení křesťanství za státní náboženství navštíví delegace Gruzínského patriarchátu hlavní město Prahu v rámci společných akcí organizovaných Vládou Gruzie a Gruzínským patriarchátem.
Dne 1. července budou do kostela svaté Kateřiny Alexandrijské v Praze přineseny posvátné relikvie. Od 12:00 hodin budou mít věřící a návštěvníci bohoslužeb i vzdělávacích a poznávacích setkání možnost uctít tyto svaté relikvie. V 18:00 hodin bude sloužena slavnostní božská liturgie.
Adresa chrámu:
Pravoslavný chrám sv. Kateřiny Alexandrijské,
Viničná 2, 128 00 Praha 2 – Nové Město
Dne 2. července budou od 9:00 hodin posvátné relikvie vystaveny v Pravoslavném katedrálním chrámu svatých Cyrila a Metoděje. Bude zde sloužena slavnostní božská liturgie, po níž se uskuteční setkání s věřícími a představiteli gruzínské diaspory. Součástí programu bude rovněž promítání dokumentárních filmů.
Adresa chrámu:
Pravoslavný chrám svatého Cyrila a Metoděje
Resslova 9a, 120 00 Praha 2

🇬🇪🇨🇿ქარ/CES2026 წლის 5 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ პრაღაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღ...
10/06/2026

🇬🇪🇨🇿
ქარ/CES
2026 წლის 5 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ პრაღაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას უმასპინძლა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუსლან აბაშიძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის სპიკერმა ტომიო ოკამურამ.
ელჩმა ისაუბრა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრობაზე, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობაზე, ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად კვლავ ევროინტეგრაცია რჩება. რუსლან აბაშიძემ მისასალმებელ სიტყვაში განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოში ქრისტიანობის სახელწმიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. მან ასევე გამოყო ჩეხეთში ქართული დიასპორის მნიშვნელოვანი როლი ორი ერის დაახლოების პროცესში.
ტომიო ოკამურამ თავის გამოსვლაში საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ კავშირებსა და წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა და საქართველოს მშვიდობა, განვითარება და შემდგომი წარმატებები უსურვა, ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას.
ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ ჩეხეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირჟი ბროდსკი, პარლამენტის ჩეხეთი–საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ზუზანა მაიოროვა, საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს-სექტორისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ღონისძიება საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით გაიხსნა. საზეიმო მიღების შემდეგ გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სსიპ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის „აფხაზეთი“ კონცერტი.

🇬🇪🇨🇿

Dne 5. června 2026 uspořádalo Velvyslanectví Gruzie v České republice v Praze slavnostní recepci u příležitosti Dne nezávislosti Gruzie.

K přítomným hostům promluvili mimořádný a zplnomocněný velvyslanec Gruzie v České republice Ruslan Abashidze a předseda Poslanecké sněmovny Parlamentu České republiky Tomio Okamura.
Velvyslanec ve svém projevu vyzdvihl přátelské vztahy mezi Gruzií a Českou republikou, zdůraznil význam dalšího posilování hospodářské spolupráce mezi oběma zeměmi a připomněl, že evropská integrace nadále zůstává hlavní prioritou zahraniční politiky Gruzie. Ve svém uvítacím projevu věnoval zvláštní pozornost rovněž 1700. výročí vyhlášení křesťanství státním náboženstvím Gruzie. Současně ocenil významnou roli gruzínské diaspory v České republice při prohlubování vzájemných vztahů a porozumění mezi oběma národy.
Tomio Okamura ve svém vystoupení hovořil o tradičně přátelských vztazích a úspěšné spolupráci mezi Gruzií a Českou republikou. Gruzii popřál mír, prosperitu a další rozvoj a zároveň zdůraznil podporu suverenitě a územní celistvosti Gruzie.
Mezi hosty slavnostního večera byli představitelé výkonné a zákonodárné moci České republiky, mimo jiné náměstek ministra zahraničních věcí Jiří Brodský, předsedkyně Meziparlamentní skupiny Česká republika–Gruzie Zuzana Majerová, zástupci Ministerstva zahraničních věcí České republiky, diplomatického sboru, podnikatelské sféry a gruzínské diaspory.
Slavnostní program byl zahájen státními hymnami Gruzie a České republiky. Po recepci následoval koncert Státního souboru písní a tanců „Apkhazeti“, působícího pod záštitou vlády Autonomní republiky Abcházie.

2026 წლის 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მე-80 სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს ს...
08/06/2026

2026 წლის 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მე-80 სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ჯამში 68 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. რეზოლუციის მოწინააღმდეგე ქვეყნების რეკორდულად მცირე რაოდენობა, 8 დაფიქსირდა.

საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის მაისიდან წარადგენს და მისი მიზნებიდან გამომდინარე, ჰუმანიტარული ხასიათისაა. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაეროს გენერალურ მდივანს რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე.

რეზოლუცია, ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

ბოლო წლებში ხსენებული რეზოლუცია გლობალურ ინიციატივად ჩამოყალიბდა, რადგან თანაავტორთა რიგებს, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, ათეულობით ქვეყანა უერთდება [აღნიშნული მაჩვენებელი წელს 4-ით გაიზარდა და 68 შეადგინა]. რეზოლუციის თანაავტორობა მათ შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის კუთხით საერთაშორისო ძალისხმევაში.

რეზოლუციის განხილვისას, 4 ივნისს, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ევროკავშირმა, ლიეტუვამ (ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით), გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ (კანადისა და ახალი ზელანდიის სახელით), უკრაინამ და იაპონიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს.

🔹On 4 June 2026, within the framework of its 80th session, the United Nations General Assembly adopted the resolution titled “Status of Internally Displaced Persons and Refugees from Abkhazia, Georgia and the Tskhinvali Region/South Ossetia, Georgia.” The resolution was initiated by Georgia and co-sponsored by 68 countries from various regions of the world. The resolution was supported by 107 countries. A record-low number of countries opposed the resolution, with only 8 voting against it.

Georgia has been submitting this resolution to the UN General Assembly since May 2008 and, given its objectives, is of a humanitarian nature. The resolution condemns the demographic changes carried out by force in the regions of Georgia occupied by Russia, affirms the right of displaced persons, regardless of their ethnicity, to return to their homes in dignity and safety, and emphasizes the need to respect and protect their property rights.

In addition to the humanitarian context, the resolution also has a practical significance, as it instructs the UN Secretary-General to prepare an annual report on the implementation of the resolution. This is particularly important given the difficult human rights situation in the regions of Georgia occupied by Russia and the absence of international monitoring mechanisms.

The resolution further calls on the participants of the Geneva International Discussions to intensify efforts aimed at improving the security and human rights situation in Georgia's occupied regions which, in turn, would facilitate the return of internally displaced persons and refugees to their places of origin.

In recent years, this resolution has evolved into a global initiative, garnering support from dozens of countries as co-sponsors from various regions around the world. This year, the number of co-sponsors increased by 4, reaching 68. Co-sponsorship of the resolution enables these countries to participate even more actively in international efforts aimed at addressing the severe humanitarian situation resulting from Russia’s aggression and occupation.

During the debate on the resolution on 4 June, supportive statements were delivered by the President of the UN General Assembly, the European Union, Lithuania (on behalf of the Baltic and Nordic countries), the United Kingdom, Australia (on behalf of Canada and New Zealand), Ukraine and Japan.

The Ministry of Foreign Affairs of Georgia expresses its gratitude to all the countries that voted in favor of the resolution and joined as co-sponsors. Through their support, each of these countries reaffirmed the right of displaced persons and refugees to return to their homes and expressed solidarity with every individual affected by displacement.

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“📌პროექტის მიზანი:➡️ქართული ენის ს...
28/05/2026

📢საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“

📌პროექტის მიზანი:

➡️ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
➡️მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა;
➡️საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით;
➡️საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

✅კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს;
➡️საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, რომლებიც თანამშრომლობენ ქართულ საკვირაო სკოლებთან;
➡️სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.

📩განაცხადები მიიღება 2026 წლის 28 ივნისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

📌კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 28 ივლისს.

🔗დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://mfa.gov.ge/news/077749-saqartvelos-sagareo-saqmeta-saministro-atskhadebs-sagranto-konkurss-chemi-qartuli-skola

Adresa

Mlynská 22/4 Bubenec Praha 6
Praha
16000

Otevírací doba

Pondělí 09:00 - 18:00
Úterý 09:00 - 18:00
Středa 09:00 - 18:00
Čtvrtek 09:00 - 18:00
Pátek 09:00 - 18:00

Internetová stránka

Upozornění

Buďte informováni jako první, zašleme vám e-mail, když Georgia in the Czech Republic zveřejní novinky a akce. Vaše emailová adresa nebude použita pro žádný jiný účel a kdykoliv se můžete odhlásit.

Kontaktujte Ta Organizace

Pošlete zprávu Georgia in the Czech Republic:

Odkazy

Sdílet