Georgia in Cyprus

Georgia in Cyprus This is the official page of the Embassy of Georgia to the Republic of Cyprus

GEO/ENG.საქმეთა დროებითი რწმუნებული, მარინე ნარჩემაშვილი კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ...
07/09/2026

GEO/ENG.

საქმეთა დროებითი რწმუნებული, მარინე ნარჩემაშვილი კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ხელმძღვანელს, დიონისის დიონისუს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა საელჩოსა და დიპლომატიურ აკადემიას შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

Chargé d’Affaires a.i. Marine Narchemashvili met with Dionysis Dionysiou, Head of the Diplomatic Academy of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Cyprus.

During the meeting, the parties discussed issues related to the further development of cooperation between the Embassy and the Diplomatic Academy.

GEO/ENG.საქართველოს საქმეთა დროებითი რმუწნებული მარინე ნარჩემაშვილი შეხვდა კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინის...
03/09/2026

GEO/ENG.

საქართველოს საქმეთა დროებითი რმუწნებული მარინე ნარჩემაშვილი შეხვდა კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური, კულტურული დიპლომატიისა და კლიმატის საკითხებში დეპარტამენტის დირექტორს ელენი აპევიტუს.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის პოტენციალი ეკონომიკურ სფეროსა და კულტურის მიმართულებით და იმსჯელეს ცალკეულ ინიციატივებზე რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და კვიპროსის სექტორულ თანამშრომლობას, ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დაახლოებას, ასევე კულტურის პოპულარიზაციას.

აღინიშნა საქართველოსა და კვიპროსის მჭიდრო ისტორიული ურთიერთობები, ხალხთაშორისი კავშირები.

Chargé d’Affaires a.i. of Georgia, Ms. Marine Narchemashvili, met with Ms. Eleni Apeyitou, Head of the Economic, Climate and Cultural Diplomacy Department of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Cyprus.

During the meeting, the sides reviewed the potential for cooperation between Georgia and Cyprus in the economic and cultural fields and discussed specific initiatives aimed at further promoting sectoral cooperation, strengthening ties between the business communities of the two countries, and enhancing cultural promotion.

The sides also highlighted the close historical ties between Georgia and Cyprus and the strong people-to-people relations between the two countries.

GEO/ENG.2026 წლის 3 სექტემბერს კვიპროსულმა საინფორმაციო პორტალმა INK გამოაქვეყნა სტატია სათაურით — „ღალია: კვიპროსის მივ...
03/09/2026

GEO/ENG.

2026 წლის 3 სექტემბერს კვიპროსულმა საინფორმაციო პორტალმა INK გამოაქვეყნა სტატია სათაურით — „ღალია: კვიპროსის მივიწყებული ქართული მონასტერი კვლავ გაცოცხლდა“. სტატიაში საუბარია 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, ღალიის მონასტერში გამართულ ღვთისმსახურებაზე, რომელიც ნიქოზიაში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლისა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა.

გამოცემა ხაზს უსვამს ღონისძიების განსაკუთრებულ ისტორიულ და სიმბოლურ მნიშვნელობას. ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ ნიქოზიაში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეები, კუნძულზე მცხოვრები ქართული თემის წარმომადგენლები და საქართველოს საელჩოს თანამშრომლები.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს საქართველოსა და კვიპროსს შორის მრავალსაუკუნოვანი რელიგიური და კულტურული კავშირების წარმოჩენას, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და ღალიის მონასტრისთვის სულიერი მნიშვნელობის დაბრუნებას. გამოცემა დადებითად აფასებს საქართველოს საელჩოს ძალისხმევას და ღონისძიებას ქართული თემის რწმენასთან, ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობასთან მჭიდრო კავშირის გამოხატულებად მიიჩნევს.

ვრცლად იხილეთ:
https://ink.com/articles/652777/gialia-i-xehasmeni-georgiani-moni-tis-kyproy-zontanepse-xana

On 3 September 2026, the Cypriot news portal INK published an article entitled “Gialia: The Forgotten Georgian Monastery of Cyprus Came to Life Again.” The article highlights the Divine Liturgy held at Gialia Monastery on 28 August, on the occasion of the Feast of the Dormition of the Virgin Mary, organized by the Georgian Sunday School operating in Nicosia and the Embassy of Georgia in Cyprus.

The publication emphasizes the particular historical and symbolic significance of the event. The service was attended by students of the Georgian Sunday School in Nicosia, representatives of the Georgian community residing on the island, and staff members of the Embassy of Georgia.

The article notes that such initiatives contribute to highlighting the centuries-old religious and cultural ties between Georgia and Cyprus, preserving historical memory, and restoring the spiritual significance of Gialia Monastery. The publication positively assesses the efforts of the Embassy of Georgia and regards the event as an expression of the Georgian community’s strong connection to its faith, history, and cultural heritage.

Read more:
https://ink.com/articles/652777/gialia-i-xehasmeni-georgiani-moni-tis-kyproy-zontanepse-xana

GEO/ENG.საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მარინე ნარჩემაშვილმა შეხვედრა გამართა კვიპროსის რესპუბლიკის საინფორმაც...
01/09/2026

GEO/ENG.

საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მარინე ნარჩემაშვილმა შეხვედრა გამართა კვიპროსის რესპუბლიკის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელთან ალიკი სტილიანუსთან. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და კვიპროს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე.

აღინიშნა, რომ საერთო ქრისტიანული კულტურა და მდიდარი ისტორია კარგ საფუძველს ქმნის ქართულ და კვიპროსულ საზოგადოებაში ორივე ქვეყნის პოპულარიზაციისა და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებისთვის.

შეხვედრაზე განიხილეს ცალკეული ინიციატივები რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და კვიპროსის ისტორიული კულტურული კავშირების შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

The Chargé d’Affaires of Georgia, Ms. Marine Narchemashvili, held a meeting with Ms. Aliki Stylianou, Director of the Press and Information Office of the Republic of Cyprus.

During the meeting, the sides discussed prospects for future cooperation between Georgia and Cyprus. It was noted that the shared Christian heritage and rich history provide a strong foundation for promoting both countries among Georgian and Cypriot societies and for further strengthening people-to-people ties.

The sides also discussed specific initiatives aimed at raising awareness of the historical and cultural ties between Georgia and Cyprus.

GEO/ENG.2026 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით კვიპროსში მდებარე ისტორიულ ღალიას ქართველთა მონასტე...
29/08/2026

GEO/ENG.

2026 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით კვიპროსში მდებარე ისტორიულ ღალიას ქართველთა მონასტერში ღვთისმსახურება აღევლინა.

სადღესასწაულო წირვას კვიპროსში მოქმედი საკვირაო სკოლის აღსაზრდელები, დიასპორის წევრები და კვიპროსში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

მამა თეოსევიოსმა ტაძარში შეკრებილ ქართველებს მიულოცა მარიამობის დღესასწაული, ისაუბრა საქართველოსა და კვიპროსის კავშირებზე, ღალიას მონასტრის ისტორიასა და ქართველებისთვის მის მნიშვნელობაზე.

მეათე საუკუნეში ქართველების მიერ კვიპროსში დაფუძნებული ღალიას მონასტერი მნიშვნელოვან კულტურულ და რელიგიურ კერას წარმოადგენდა.

On 28 August 2026, on the occasion of the Feast of the Dormition of the Mother of God, a divine service was held at the historic Georgian Monastery of Gialia in Cyprus.

The festive liturgy was attended by students of the Georgian Sunday School in Cyprus, members of the Georgian diaspora, and representatives of the Embassy of Georgia in Cyprus.

Father Theosevios congratulated the Georgians gathered at the monastery on the Feast of the Dormition and spoke about the historical ties between Georgia and Cyprus, the history of the Gialia Monastery, and its significance for Georgians.

Founded by Georgians in Cyprus in the 10th century, the Gialia Monastery served as an important cultural and religious centre.

ცნობილი კვიპროსელი პუბლიცისტი და კომუნიკაციის სპეციალისტი მარია გეორგიუ საქართველო-კვიპროსის ურთიერთობების შესახებ ვრცელ...
21/08/2026

ცნობილი კვიპროსელი პუბლიცისტი და კომუნიკაციის სპეციალისტი მარია გეორგიუ საქართველო-კვიპროსის ურთიერთობების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და მიმოიხილავს საქართველოსა და კვიპროსს შორის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ, რელიგიურ და კულტურულ კავშირებს. ავტორის მთავარი გზავნილია, რომ საქართველოსა და კვიპროსის თანამედროვე ურთიერთობები ათასწლოვან ისტორიულ საფუძველს ეყრდნობა, რომლის შენარჩუნებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.



Ø პაფოსის რეგიონში მდებარე შუასაკუნოვანი ღალიის ქართული მონასტერი (პანაგია ქრიზოგიალიოტისა), რომელიც X საუკუნის ბოლოს საქართველოს მეფე დავით III კურაპალატმა დააარსა და მოგვიანებით, თამარ მეფის პერიოდში, გაფართოვდა.

Ø ერეკლე მეფის და კიკოსის მონასტრის ისტორიული კავშირები და მეფის მიერ ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისთვის შეწირული ოქროს მანდილი, რომელიც ტაძარში დღემდე ინახება.

Ø საერთო ქრისტიანული მემკვიდრეობა - წმინდა ანდრია მოციქულის მიერ საქართველოსა და კვიპროსში ქრისტიანობის ქადაგება

Ø ორივე ქვეყნაში ღვინის დაყენების ისტორიული ტრადიცია

Ø ოქროს საწმისის მითი - ძველი კოლხეთი და ელინები

ვრცლად იხილეთ:

Ø https://ink.com/articles/649597/kypros-kai-georgia-i-agnosti-istoria-piso-apo-ton-kykko-kai-hrysomallo-deras

GEO/ENG👇რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლი...
08/08/2026

GEO/ENG👇

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით, განახორციელა საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და მათი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

დღესაც, ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მეტიც, რუსეთი აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში, აგრძელებს მათი მილიტარიზაციის პროცესს და აქტიურად დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციითა და მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევით, რუსეთი საგრძნობლად აუარესებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გარემოს. ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის არქონა, ართულებს ადგილზე არსებული ვითარების სრულფასოვან შეფასებასა და ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიან უზრუნველყოფას.

მსგავსი ქმედებებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რაც დასტურდება საერთაშორისო სასამართლოების მიერ ბოლო წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით.

საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რომლის მიზანია დეოკუპაცია, მშვიდობის განმტკიცება და კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენა. საქართველო ამ მიზნების მისაღწევად იყენებს დიპლომატიურ და სამართლებრივ მექანიზმებს და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან.

საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებზე მოლაპარაკებების მთავარ საერთაშორისო ფორმატს. მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველო მკაფიოდ აყენებს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების სრულფასოვანი ფუნქციონირების საკითხებს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ასევე, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის უპირობო აღდგენა და მისი რეგულარული მუშაობა.

საქართველო აფასებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის მიმართ გამოხატულ ურყევ მხარდაჭერას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

18 წლის შემდეგ საქართველოს მშვიდობისა და ერთიანობის მიზანი კვლავ უცვლელია. საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკას და ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა, უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას.

Eighteen years have passed since the full-scale military aggression launched by the Russian Federation against Georgia. In August 2008, disregarding the fundamental norms and principles of international law, Russia carried out the illegal occupation of Abkhazia and the Tskhinvali region - inalienable parts of Georgia’s territory - and recognised their so-called independence.

Today, on the eighteenth anniversary of the occupation, Russia continues to defy the EU-mediated 12 August 2008 Ceasefire Agreement. Moreover, Russia is expanding its illegal control within the occupied regions, continuing their militarisation and actively taking steps towards their de facto annexation.

Through grave violations of human rights, ethnic discrimination against Georgians and the isolation of the population in Georgia’s occupied regions, Russia is severely worsening the security and humanitarian environment on the ground. Furthermore, the lack of access for international organisations to the occupied territories complicates a comprehensive assessment of the situation and ensuring the effective protection of human rights.

Through such actions, Russia flagrantly violates fundamental norms of international law, which is evidenced by numerous judgements adopted by international courts in recent years.

Georgia remains firmly committed to the policy of peaceful conflict resolution, the objectives of which are de-occupation, the strengthening of peace and the restoration of trust and relations between societies divided by the conflict. To achieve these goals, Georgia utilises diplomatic and legal mechanisms and actively cooperates with international partners.

Georgia attaches particular importance to the Geneva International Discussions as the primary international negotiation format addressing security, humanitarian and human rights issues in the Russia-Georgia conflict. Within the framework of the negotiations, Georgia clearly raises the issues of the implementation by Russia of the obligations assumed under the 12 August 2008 Ceasefire Agreement, the safe and dignified return of internally displaced persons and refugees and the full-fledged functioning of international security mechanisms on the ground. For Georgia, the unconditional restoration and regular functioning of the Incident Prevention and Response Mechanism (IPRM) in Gali is also of high importance.

Georgia appreciates the unwavering support expressed by the international community for the country’s sovereignty and territorial integrity, as well as for the process of peaceful conflict resolution.

The Ministry of Foreign Affairs calls upon the Russian Federation to cease the illegal occupation of Georgia’s territories and actions directed towards their de facto annexation, to fully implement the obligations assumed under the EU-mediated 12 August 2008 Ceasefire Agreement, to withdraw its military forces from the territory of Georgia and to ensure the safe and dignified return of internally displaced persons and refugees to their homes.

Eighteen years on, Georgia’s goal of peace and unity remains unchanged. Georgia will continue its policy and efforts based on the principles of international law to ensure the peaceful restoration of the country’s territorial integrity, security and stable development.

The Ministry of Foreign Affairs once again pays tribute to the memory of the military servicemen and civilians who heroically lost their lives in the August 2008 war.

GEO/ENG👇2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, სა...
08/08/2026

GEO/ENG👇

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

On the occasion of the 18th anniversary of the 2008 Russia-Georgia war, the national flags are flown at half-mast at the premises of the Ministry of Foreign Affairs, as well as at Georgia’s diplomatic representations and consular offices abroad, to honour the memory of those who lost their lives.

07/08/2026

Address

Vasilissis Amalias Str 3
Nicosia
1066

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgia in Cyprus posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Georgia in Cyprus:

Share